რიკარდო ზამორას შემდეგ ანტონი რამალიეტსი “ბარსელონას” საუკეთესო მეკარედ ითვლება. სიმბოლურია, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო კარის დარაჯმა უძლიერესი მეკარისთვის განკუთვნილი რიკარდო ზამორას პრიზი 1952, 1956, 1957, 1959 და 1960 წელს ხუთჯერ მოიგო.

“ბარსელონაში” გადასვლამე რანალიეტსი “მალიორკაში”, “სან ფერნანდოსა” და “ვილიარეალში” თამაშობდა. ამ უკანსაკნელში  “ნარსელონამ” გაანათხოვრა – კატალონიელთა  შორის 1946  წელს, 23 წლისა ჩაირიცხა. თუმცა, ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 1948 წლის 28 ნოემბერს ითამაშა – “სევილიასთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში.

50-იან წლებში რამალიეტსი “ბარსელონას” ძირითად მეკარედ გვევლინება. გუნდისა, სადაც ტყავის ბურთის ისეთი ბრწყინვალე ოსტატები თამაშობდნენ, როგორებიც არიან შანდორ კოჩიში, ლადისლაო კუბალა, ლუის სუარესი, ზოლტან ციბორი და ევარისტო.

“ბარსელონაში” გატარებული 15 წლის მანძილზე რამალიეტსმა საერთო ჯამში 538 შეხვედრაში ითამაშა, მათ შორის 288-ჯერ ლა ლიგაში. 1962 წლის 6 მარტს რამალიეტსი “ჰამბურგთან” 5:1 მოგებულ შეხვედრაში გააცილეს. 1950-61 წლებში კატალონიელთა მეკარემ 35 თამაში ჩაატარა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. პირველად კი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 29 ივლისს ჩილესთან ითამაშა. სწორედ მაშინ შეარქვეს რამალიეტს მეტსახელი – “მარაკანას კატა”.  სხვადასხვა დროს ანტონი რამალიეტსმა შვიდჯერ ითამაშა კატალონიის ნაკრებში.

  ანტონი რამალიეტს სიმონი.

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი: 1948. 1949. 1952. 1953. 1059. 1960.

 ესპანეთის თასი: 1951. 1952. 1953. 1057.

 ბაზრობათა/უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა: 1958. 1950.

Advertisements