“მადლობა ჩემს მშობლებს და მარკუსს იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩემს გვერდზე არიან და ნურის იმისთვის, ასე ძლიერ რიმ ვუყვარვარ”.

თავი IV. თადარიგში.

ამ მატჩის შემდეგ პირველ გუნდთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში აღარ მქონია. თამაშს სათადარიგოთა გუნდში ვაგრძელებდი, სადაც კარგი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. საკმადო ინტერნაციონალური გუნდი ვიყავით. ჩვენთან იყო გერმანელი, ბელგიელი, იტალიელი… და როგორ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, ყველაზე დიდ დროს სწორედ უცხოელ მოთამაშეებთან ვატარებდი, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ინგლისელებს უკვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული საკუთარი წრე. გერმანელ მარკუს ნეიმართან დღემდე ვმეგობრობ. ამის საუკეთესო დადასტურებას ის წარმოადგენს, რომ როდესაც შტუტგარტში ვიყავი, ჩემპიონთა ლიგის  მერვედფინალურ მატჩში „ბარსასთან“ ერთად, ის ჩემთან მოვიდა სასტუმროში, რათა ერთი სასიხარულო ამბავი ეცნობებინა. მას სურდა, რომ მე მისი შვილის ნათლია ვყოფილიყავო. მე ნათლია! ამის დაჯერება არ შემეძლო. ბელგიელ ყმაწვილს, რომელიც წარმოშობით კონგოელი იყო ფლორიბერტ ნ,გულულა ერქვა. მან ჩემთვის აღმოაჩინა შავკანიანთა მუსიკა, ან როგორც ის თავად უწოდებდა რ,ნ,ბ. ხოლო რაც შეეხება ჩემს მეგობრობას იტალიელ ყმაწვილთან, ვფიქრობ, ეს ყველასათვის ცნობილია. მას ჯუზეპე როსი ჰქვია და ის ახლა „ვილიარეალში“ თამაშობს.  მახსოვს, რომ ისიც იმ წელს მოვიდა, როდესაც მე მოვედი და პირველივე დღიდან დავმეგობრდით. ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატოს მატჩებში შევხვდებოდით, ერთმანეთის პირისპირ? იმ სეზონში სათადარიგოთა გუნდთან ერთად მხოლოდ ლიგა და სათადარიგოთა თასი მოვიგე. ეს ტურნირები ძალიან პრესტიჟულია ინგლისში, გაცილებით მეტად, ვიდრე მეგონა, მაგრამ როცა შენ რომელიმე მატჩში ითამაშებ რომელიმე დიდებული მოთამაშეების გვერდით და ყიველდღე მათთან ერთად ვარჯიშობ, გიჩნდება სურვილი, რომ ისევ შეიგრძნო ადრენალინის ის მოზღვავება, რომელსაც მაშინ განიცდი, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ გამოდიხარ, რომელიც 70 ათასი გულშემატკივრის ყიჟინისაგან ირყევა მატჩის დაწყებისას.

სეზონი დასრულდა და „ბარსელონაში“ დავბრუნდი. საოცარია, როგორ იწყებ ყოველი აქ გატარებული დღის, მომენტის დაფასებას. ოჯახური სადილები,  მეგობრებთან ერთად კინოში წასვლა, ნავით სეირნობა… უამრავი რამ, რამაც მაიძულა შევჩერებულიყავი და შემეგრძნო, რამდენ რამეს ვთმობდი. გარშემომყოფთათვის ნორმლური იყო ბარსელონას კაფეში წასვლა და სადილობა, მაგრამ ჩემთვის ასეთი მომენტები უძვირფასესი იყო. დღემდე შესანიშნავად მახსოვს დღე, როდესაც ბარსელონას პორტში ერთ-ერთ რესტორანში ვსადილობდი ჩემს საუკეთესო მეგობრებთან – პედრეტთან, ლოპესთან, კინტელთან და ტორესთან ერთად. სადილის დასრულებისთანავე ლოპესთან თავისი ერთ-ერთი გენიალური იდეა მოგვაწოდა. მან შემოგვთავაზა აგვეღო მისი მამის იახტა და მთელი სანაპირო შემოგვევლო. და ჩვენ სამნი, რომლებსაც სხვა იდეა არ გვქონდა, სიხარულით დავთანხმდით. არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა იახტის მართვის გამოცდილება და ეს ჩვენს თავგადასავალს უფრო საინტერესოს ხდიდა. როდესაც ნავმისადგომს მივადექით,  კიდევ რამდენიმე მეგობარმა დაგვირეკა და ისინიც დავპატიჟეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა იახტა აუშვა და ჩვენ ზღვაში გავედით. ძალიან ნელა, სხვა იახტებს რომ არ გამოვდებოდით, მივცურავდით პორტის გასასვლელისკენ. უცბად, როდესაც ჩვენ უკვე მზად ვიყავით ზღვაში გასასვლელად, გამოჩნდა საზღვაო პოლიცია და შეგვაჩერა. ჩვენ შიშისგან ვკვედობიდით.არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა ასეთი იახტის მართვის სათანადო ცოდნა. ამ დროს ჩვენ ერთმა პოლიციელმა ყველაზე მთავარი კითხვა დაგვისვა, რომელი თქვენგანი მართავს იახტასო. ( 😀 ) ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცოდით რა გვეპასუხა. ლოპესმა ასწია ხელი, პოლიციელი შეტრიალდა და უთხრა, თუ შეიძლება, თქვენი საბუთებიო. ყოველთვის მეცინება, როდესაც ლოპესის სახე მახსენდება იმ  მომენტში. ის შიშისგან კანკალებდა. მან უპასუხა, მე მხოლოდ დნი-ს საბუთი მაქვსო. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩვენი იახტა ნავს მიაბა, ჩვენთან გადმოვიდა და როდესაც მიხვდა, რომ ბავშვები ვიყავით და სისულელეს ვაკეთებდით, პორტში დაბრუნება მოგვთხოვა. რა თავის მოჭრა იყო! ვფიქრობ, რომ მათ იეჭვეს, რომ ჩვენ ნარკოტიკების ან სხვა რომელიმე აკრძალული საგნების გადატანა გვსურდა. აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა თავში აზრად  ღამის პირველ საათზე იახტით სეირნობა? თუმცა, უარესი წინ გველოდა. ჩვენ იახტა ადგილზე უნდა დაგვეყენებინა, ეს კი ძალიან რთული იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ძრავი გამოგვერთო და იახტა  ხელით მიგვეყენებინა, მაგრამ როდესაც  კარგი განლაგება გვქონდა საიმისოდ, რათა იახტა დაგვეყენებინა, ჩვენ ღუზის პოვნა ვერ შევძელით, რომელიც წყალში უნდა ჩაგვეშვა. ბოლოს, როდესაც უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ, გადავწყვიტეთ ჩვენი იახტა გვერდით მდგომი იახტისთვის მიგვება, რათა ღამით არ გაეცურა, როგორი კატასტროფული გამოცდილებაა!

მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა სა საიე ბონანოვას კოლეჯიდან დასვენების დღეებში იბიცაზე გასეირნება დაგეგმეს. მათმა უმრავლესობამ კოლეჯი დაამთავრა და უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა. მე უკვე მათთან ერთად აღარ ვსწავლობდი, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავდა სკოლაში. ამ მგზავრობიდან ბევრს მოველოდი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოზარდი ელოდება ამ მომენტს – წელს, როდესაც 18 წელი შეგისრულდება და შენ ფიქრობ, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რასაც მოინდომებ.  გამგზავრებაზე მრავალდღიანი ოცნების შემდეგ , როგორც იქნა ეს მომენტი დადგა. ჩვენ ბარსელონას პორტში იახტა ავიყვანეთ, რომელსაც მალიორკაში შეჩერების შემდეგ იბიცაში უნდა ჩავეყვანეთ,  60 ადამიანი ვიყავით და ყველას ერთო სურვილი გვქონდა – მხიარულად გაგვეტარებინა დრო და ცხოვრებით დავმტკბარიყავით. ალბათ წარმოგიდგენიათ, რაც მოხდებოდა,  პირველი დღიდან ბოლო დღემდე ყველანი მხოლოდ ამით ვიყავით დაკავებულნი… არც მე ვიყავი გამონაკლისი. ჩვენ ვცხოვრობდით სასტუმროში, რომელიც თვალსა და გულს არ ახარებდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ ნომერში ვიყავით მე, პედრეტო, ლოპესი და კინტელი. ძალიან კარგი მოგონებები შემომრჩა იბიცაზე გატარებული იმ ერთი კვირისგან, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის მომენტი იყო, როდესაც ჩემი ახლანდელი მეორე ნახევარი, ნურია გამაცნეს. ის იმავე სასტუმროში ვხოვრობდა და იქ ვნახეთ პირველად ერთმანეთი. ეს მოგზაურობა ბრწყინვალედ დასრულდა.

ბარსელონაში  დაბრუნების შემდეგ შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა ის დრო, რომელიც ინგლისში გამგზავრებამდე მქონდა დარჩენილი. კიდევ რამდენიმე დღე იყო ჩემს განკარგულებაში და ვიცოდი, რომ როდესაც მანჩესტერში გავემგზავრებოდი ეს ყველაფერი ძალიან მომენატრებოდა. ამ დღეებმა ერთ წამში გაირბინა და აი, მე უკვე აეროპორტ „ელ პრატში“ ვდგავარ თვითმფრინავის მოლოდინში, რომელმაც დიდ ბრიტანეთში უნდა ჩამაფრინოს.  თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რად მიღირდა ეს გაფრენა! მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ სეზონში ადგილი უნდა დამემკვიდრებინა ძირითად გუნდში და ეს მე აღმაგზნებდა, მოტივაციას მმატებდა, სწორედა ასეთ მომენტში შენ უბრალოდ იხსენებ, რა კარგი იყო სახლში ყოფნა და საერთოდ, რა კარგი იყო, ეს საერთოდ რომ მოხდა.

გაგრძელება იქნება…

Advertisements