წინა პოსტში გაკვრით შევეხე ბოტულიზმს და გადავწყვიტე ცოტა,რამ მაინც მეამბო თქვენთვის.

ბოტულიზმი მწვავე ინფექციური დაავადებაა,რომელიც განპირობებულია ბოტულიზმის ბაქტერიით ნერვული სისტემის დაზიანებით,ახასიათებს პარეზი და მუსკულატურის დამბლა, საწყის სტადიაზე გასტრონტერიტის ნიშნებით.ჩვეულებრივ, დასნებოვნება ხდება საკვებიდან. ბოტულიზმის სპორებს შეიზლება შეიცავდეს პრაქტიკულად ყველა პროდუქტი, რომლებიც დაბინძურებულია ნიადაგით, ან ცხოველების, თევზების და ფრინველების ნაწლავების შემცველობით, თუმცას დაავადება მხოლოდ იქ ვითარდება, სადაც პროდუქტები “ჰაერის გარეშე” და საკმარისი თერმული დამუშავების გარეშე ინახებოდა. ასეთი კი სახლის პირობებში დამზადებული კონსერვები (უფრო ხშირად–სოკო) და შებოლილი თევზია (ხორცი). თუ პროდუქტი მაგარია , მასზე არის დაზიანებული და დაუზიანებელი უბნები, ამიტომ ასეთი საკვების მიღებისას შეიძლება ყველა არ დაავადდეს.

ბოტულიზმის სიმპტომები

დაავადება მოულოდნეად იწყება. პირველი ნიშნები: მხედველობის დარღვევა, სიმშრალე პირის ღრუში, კუნთების სისუსტე. ავადმყოფი  უჩივის “დაბინდულ მზერას”, “თვალების წინ ბადეს”, ცუდად ანსხვავებს საგნებს, არ შეუძლია ჩვეულებრივი შრიფტის წაკითხვა, შემდეგ დიდ შრიფტსას ვეღარ არჩევს. აღინიშნება გაორებული ხედვა, იცვლება ხმის ტემბრი. როგორც კი დაავადების პირველ  ნიშნებს შეამჩნევთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმს უნდა მიმართოს არამარტო დაზარელბულმა არამედ ყველამ,  ვინც მასთან ერთად იგივე საკვები მიიღო. საკვებს ანალიზი უნდა გაუკეთდეს.

ბოტულიზმის პროფილაქტიკა გულისხმობს თევზის და ხორცის სუბპროდუქტების, დაკონსერვების შებოლვის წესების მკაცრ დაცვას და ამ პროდუქტების სწორად შენახვას. ტოქსინებს ანეიტრალებს 15 წუთიანი დუღილი.

Advertisements