ამ პატარა მაგრამ ძალზედ საჭირო (საინფორმაციო) სტატიაში მინდა ვილაპარაკო საკვებზე, დიდი ხანია ტელევიზორები , გაზეთები, ჟურნალები, ინტერნეტ სივრცე გადაჭედილია იმით თუ როგორ არანატურალურ, ქიმიურ, ფასიფიცირებულ, საჭმელებს მივირთმევთ და ზოგადად მინდა მცირედ გესაუბროთ იმაზე თუ როგორი კვებაა ჩვენი ორგანიზმისთვის უკეთესი.

შეეცადეთ ნაკლები მარილიანი კერძი მიირთვათ. 4–5 გ. მარილი დღეში –  ოპტიმალური ნორმაა, გადაეჩვიეთ მაგიდასთან კერძში მარილის დამატებას, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა პროდუქტი  (როგორც ცხოველური წარმოშობის, ასევე, მცენარეული) შეიცავენ ნატრიუმის და ქლორის მარილებს.

სახლის პირობებში შეიძლება არა მარტო ბოსტნეულის დაკონსერვება, არამედ მათი გაშრობაც.(დაკონსევრებული ბოსტნეული ძალიან გემრიელია და ალბათ, ძალიან სასარგებლოც ,მაგრამ სახლის პირობებში ის სავალალო შედეგებაბმდე მიდის , ყველას მოგვეხსენება ბოტულიზმი და ფრთხილად იყავით და თუ ქარხნული წესით დამზადებულ კონსერვებს არჩევთ უფრო ფთხილად მოგიწევთ ყოფნა რადგან ფასიფიცირებული “საქონლის”   “გასაღება” არავის არ უჭირს.)  შემდგომში ხმელი ბოსტნეულის დამატება შეიძლება პირველ და მეორე კერძებში არომატული სანელებლის სახით. სახლში კარგად შრება სტაფილო, ოხრახუში,ნიახური.

ახალგაზრდებისთვის და ხანდაზმულებისთვისაც სასარგებლოა უმი ბოსტნეულის და ხილის, მათგან გამოწურული წვენების, ჩირის, მიღება. ეს პროდუქტები  უზრუნველყოფენ ორგანიზმში მინერელური ნივთიერებების, ვიტამინების და ნორმალური საჭმლის მონელებისთვის საჭირო უჯრედისის მოხვედრას.

იმედი მაქვს მოგეწონათ :))

Advertisements