დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია, სტატია კიარა კომენტარის დაწერაზეც მონატრებული ვიყავი და ველოდებოდი ზაფხულს როცა მოვიცლიდი , ამ ზაფხულმაც დიდად ვერ ამომასუნთქინა ,მაგრამ ნელ–ნელა  “დავეშვი მიწაზე”  და გადავწყვიტე კვლავ დავბრუნებულიყავი და  პატარა წვლილი მაინც შემეტენა ამ ბლოგის წარმატებაში.

ბევრი  მომივა ლაპარაკი ეხლა და ჯობს უშუალოდ  სტატიაზე დავიწყო ლაპარაკი.

დღეს მინდა გელაპარაკოთ  ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე იდუმალებით აღსავსე “საგანზე” ,რომელიჩ  ჩვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილს იკავებს ( ჩვენს რა?! უფრო ბუნების დამამშვენებლებისთვისაა (სუსტი სქესის წარმომადგენლებს ვგულისხმობ)ის მნიშვნელოვანი) ,მაგრამ ასე თუ ისე სარკე მაინც  დიდ ადგილს იკავებს ყველას ცხოვრებაში.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სარკესთან დიდ დროს ატარებენ და განსაკუთრებით, თუ საკუთარ თავს თვალებში უყურებენ, გარკვეული დროის შემდეგ სისუსტეს და მეხსიერების გაუარესებას გრძნობენ.

ენერგიის წართმევის პროცესი მყისიერად არ იწყება, უნდა გავიდეს სამი წუთი, მას შემდეგ რაც ადამიანმა სარკეში ყურება დაიწყო, ამიტომ ამ მოვლენის მსხვერპლნი ის ადამიანები ხდებიან, რომლებსაც უყვართ სარკეში საკუთარი თავის დიდხანს თვალიერება.

გარდა ამისა, აღმოჩნდა,  რომ ვინც სარკეში ხშირად იყურება,  უფრო სწრაფად ბერდება. ამგვარად თუ დღეს სარკეში სახეზე ახალი ნაოჭი შეამჩნიეთ დაფიქრდით, იქნებ სარკეში ხშირად იყურებით?

პატარა პოსტია მაგრამ ჩემი აზრით, საინტერესო ამდაგვარებს ხშირად შემოგთავაზებთ.  ბოლოს მინდა ვთქვა რომ ამის წყაროდ ვიყენებ ხშირად ძველ კალენდრებს, ენციკლოპედიებს და (სამედიცინო) წიგნებს და ვიღაც–ვიღაცეებმა გადაკოპირებ გადმოკოპირებაში არ ჩათვალოს 🙂

Advertisements