6 წლის ასაკში მას არ იღებდნენ და ალმაცერად უყურებდნენ, როდესაც მთელი უბნის ბიჭუნები ბრაზილიური მზით გაცხელებულ მიწაზე დაჰქროდნენ ბურთთან ერთად, ერთი პატარა, სუსტი, მუდამ მომღიმარი გოგნა ფეხებში ებლანდებოდათ, თუმცა დღეისათვის ყველა დარწმუნებულია მის გენიალურობაში. დასაწყისი ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან გოგოსათვის არც თუ ისე იოლია ყველაზე მამაკაცურ სპორტში ფეხის მოკიდება. დაუღალავი შრომისა და ნიჭის კომბინაციით მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურელი ქალი მარტა დღევანდლამდე მოვიდა, დღეს საღამოს კი მას და მის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ დრეზდენში ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ ძლიერი საფეხბურთო ნაკრები შეხვდება და ისინი ნახევარფინალის საგზურისათვის იბრძოლებენ.

წლევანდელი ზაფხული საფეხბურთო ზაფხულად შეიძლება მოინათლოს, მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი და სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო გათამაშება ერთდროულად მიმდინარეობს, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ ამართლებს საკუთარ სახელს და გადავწყვიტე სტატია სუსტი და ლამაზი სქესის წარმომადგენლებისთვის მიმეძღვნა.

დღეს გასამართი მატჩისათვის მარტა კარგადაა განწყობილი და უკვე მსოფლიო თასის მოგებაზე ფიქრობს, მასპინძელი, წინა მსოფლიოს ჩემპიონი და ერთ–ერთი მტავარი ფავორიტი გერმანიის ნაკრები კი გუშინ დამატებით დროში იაპონიასთან დამარცხდა და ბრაზილიას ახლა უფრო მეტი შანსი აქვს სასურველ მიზანს მიაღწიოს. მით უმეტეს, რომ მათ რიგებში “მდედრობით პელედ” წოდებული მარტა ირიცხება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მსოფლიო თასისი მოგება ჩემი ოცნებაა.” განუცხადა მან ჟურნალისტებს.

Advertisements