დილის  5 საათზე მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, ლამაზი ფეხბურთის სიყვარულით ამ დროსაც კი, დიდი სიამოვნებით ვიღვძებ, თუმცა არგენტინაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს ჯერჯერობით ლამაზ ფეხბურთთან ნაკლები საერთო აქვს, გამართული, ლაღი, სამხრეთული ფეხბურთის ნახვა აქ ცოტაოდენ რთული საქმეა, ჩემი იმედები არ გამართლდა და მსოფლიოს საუკეთესო სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი უსახური მატჩი აჩვენა, ბოლო წლებში ეს უცხო არაა ფეხბურთის ქომაგთათვის, თუმცა აღნიშნული მატჩი სხვაგვარად გამორჩეული იყო გარემოებათა გამო. არგენტინა კოლუმბიელებთან საბრძოლველად ლეო მესის მშობლიურ ქალაქ სანტა ფეში შეიკრიბა, 35 ათასამდე მაყურებელს შორის კარგად შეამჩნევდით მესის უახლოეს მეგობრებს და მშობლებს, თუმცა მთელი ეს ქალაქი, ხომ ლეოს მეგობარი და მშობელია, განსაკუთრებით პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდებოდა მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი ყოველ მიღებულ ბურთს, ალბათ სწორედ ამიტომ იყო მის თამაშში ერთგვარი დაბნეულობა და მრავალი ტექნიკური წუნი, დიდ ხანს ეცადა, ერთ მომენტში უნებლიე ტრავმასაც გადაურჩა, თუმცა ვერა და ვერ მოახერხა საკმაოდ კარგი კოლუმბიის დაცვის გატეხვა, აღსანიშნავია, რომ მას მხარს ორი “ბარსელონელი” მასკერანო და გაბრიელ მილიტო უმშვენებდნენ. თუმცა მესი ამ მატჩში თავის მშობლებთან ერთად მთავარი ფიგურა იყო, ოპერატორები დაჟინებით აკვირდებოდნენ ვიდეოკამერებით და ყველა კარგად ხედავდა მესის გაბრაზებულ, უკმაყოფილო სახეს, ჩემის აზრით მესი მოედნის ცენტრალურ ნაწილში არ უნდა იდგეს, რადგან ის ფლანგიდან საუკეთესოა, თუმცა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მომუშავე მწვრთნელთაგან ამას ვერავინ ამჩნევს. იმედია მალე დადგება დრო როდესაც მესი საკუთარ თამაშს, ხოლო მწვთნელები მესის შესაფერის ადგილს იპოვიან მოედანზე არგტენტინის ეროვნულ ნაკრებში, მე კი პატარა ოქროს ბიჭუნას მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, შემდეგ მატჩზეც მაღვიძარას ხმაზე გავიძებ რათა მისი “ეშმაკური” ოდნავ ნასიამოვნები და ჩაფიქრებული სახე ვნახო ბურთის მიღებისას.

არგენტინამ “კოპა ამერიკის” ეგიდით უკვე მეორე მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა, პირველ ადგილზე მყოფ კოლუმბიას 4 ქულა აქვს, ჩემპიონატის ფავორიტი არგენტინა კი დღეიდან მზადებას იწყებს ჯგუფის აუთსაიდერ კოსტა–რიკასთან გასამართი მატჩისათვის, რომელიც 12 ივლისს თბილისის დროით 04:45 საათზე ქალაქ კორდობაში გაიმართება.

Advertisements