რასელ ქროუ დაიბადა 7 აპრილს 1964 წელს ქალაქ ველინგტონში (ახალი ზელანდია) ოჯახში, რომელიც თავიდანვე შოუ–ბიზნესთან იყო დაკავშირებული. მისი ბაბუა, სტემ ვემისი, მეორე მსოფლიო ომის კინემატოგრაფიული პრემიის ლაურეატი იყო, მშობლები კი – ალექსი და ჯოსელინი – ასევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშორებულები კინოს და ტელევიზიის სამყაროსთან, რის გამოც მათი ოჯახი ძალიან ბევრს მოგზაურობდა.
ისინი სიდნეიში ჩამოვიდნენ, ავსტრალიაში, როდესაც რასელი 4 წლის იყო. უკვე მაშინ მომავალი ვარსკვლავი მუდამ იმყოფებოდა შოუბიზნესის ეპიცენტრში: “მე ვიაყავი ფილმების გადაღებებზე და სატელევიზიო გადაცემების გადაღებებზე 5 წლიდან 9 წლამდე” – ამბობს რასელი. – “და ამან უბრალოდ გამაოცა. მე ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა რა ხდება სატელევიზიო მოედნის კარებს მიღმა, იმიტომ რომ იქ არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ მე ყოელთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მე შევაღებდი ამ კარებს. ასე, ჯერ კიდევ პატარამ მე დავკარგე ყველანაირი შიში ტელევიზიის და გადაღებების წინ, რადგან ვიცოდი, რამდენად ფანტასტიურია ეს”.
რასელის პირველი ნამუშევარი ავსტრალიის ტელევიზიაზე შედგა შოუზე “სპაიფოროსი”, რომლის რეჟისორი რასელის დედის ნათლია იყო.  “16 წლის ასაკშიც კი”, მოგვითხრობს რეჟისორი, “მე მსურდა ვყოფილიყავი ისეთი,  როგორიც 28 წლის ბიჭი, რომელიც თამაშობდა ომის ვეტერანს და მე ვუთხარი ჩემს მშობლებს, რომ ჩავეწერე სინჯებზე. არ ვიცი რატომ, რეჟისორმა არ მოისურვა ჩემი ნახვა ამ როლზე. შესაძლებელია მე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თავს გავართმევდი ამ როლს”.
14 წლისას როუ დაბრუნდა სამშობლოში, სადაც გააგრძელა სკოლაში სწავლა. აქ მან გაიცნო დინ ხოხრანი და მალე მათ შექმნეს ჯგუფი “რომის გასართობი”. ამ პერიოდში რასელმა დიდ წარმატებებს მიაღწია მუსიკაში და რამდენიმე სიმღერა ჩაწერა ფსევდონიმით რას ლე როკი. ერთ-ერთი მისი ძველი სიმღერის სახელწოდება იყო “მე მსურს მარლონ ბრანდო გავხდე”. თუმცა თვითონ მსახიობი თავის მუსიკას სკეპტიკურად უყურებდა და ხუმრობდა, რომ ამ სიმღერებმა მალე დაიკავეს ბოლო ადგილები ჩარტებში.  ქროუ როკ ვარსკვლავი ვერ გახდა და უწევდა ფულის შოვნა სხვა ხერხებით – ის რესტორნებში რეცხავდა ჭურჭელს, ოფიციანტად მუშაობდა და მოხუცებთან ერთად ბინოსაც კი თამაშობდა. იმ დროს, როდესაც მისი თანატოლები აბარებდნენ დრამატული ხელოვნების პრესტიჟულ ნაციონალურ ინსტიტუტში სიდნეიში, რომლის სტუდენტები იყვნენ ჯუდი დევისი, ჟაკლინ მაკენზი და მელ გიბსონი, თვითონ ქროუმ ჩათვალა, რომ ისედაც საკმარისად ფლობს სამსახიობო ხელოვნებას იმისათვის, რომ კიდევ ისწავლოს ვინმესგან რამე. მაგრამ ბიჭს გაუმართლა და 19 წლის ასაკში მას შესთავაზეს როლი ‘The Rocky Horror Show “. 1986 – 1988 წლამდე რასელმა მონაწილეობა მიიღო დაახლოვებით ამ შოუს 415 წარმოდგენაში.
ამავე დროს რასელი დაკავებული იყო სხვა საქმეებითაც – ოფიციანტი იყო და ქუჩის მსახიობი კინგს კროსში, სიდნეიში, შემდეგ კი სინჯებზე დაიწყო სიარული ფილმებში მონაწილეობის მისაღებად.
სერიალში “მეზობლები” გადაღების შემდეგ, რესელი მოიწვიეს სურათში “მზის ტყვეები” (1990)   . თუმცა, რაც მართალია ნამდვილი წარმატება მას მხოლოდ 25 წლისას ეწვია, როდესაც ჯორჯ ოგილვიმ ამოარჩია ის მთავარ როლზე ფილმში “გზაჯვარედინი”. როდესაც ოგილვიმ რასელს კითხა, რომელ როლს შეასერულებდა ის ამ ფილმში, რასელმა დაუფიქრებლად უასუხა: “ყველა” (თუმცა სინამდვილეში ჯონი რაინის როლის შესრულება სურდა, მთავარი გმირის).
მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის “დამტიკიცება” ქროუ ავსტრალიის კონოს ინსტიტუტის პრემიით დააჯილდოვეს, როგორც მეორე ხარისხის საუკეთესო მსახიობი, სინამდვილეში ცნობილი გახდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც 1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “Romper Stomper” – თუმცა ეს ფილმი კრიტიკოსებმა დიდად არც კი შეაქეს რასიზმის პროპოგანდის გამო, ავსტრალიაში ის გახდა წლის ყველაზე დიდი პროექტი. ” მე მეშინოდა ნაციზმის ბნელ იდეოლოგიაში ჩაყვინთვა”, – აღიარებს რასელი – “მაგრამ მეორე მხრიდან, ამან საშუალება მომცა საზოგადოებას მოვუყვე, რა ხდება სინამდვილეში ამ სამყაროში”. ამ როლისთვის ქროუ ავსტრალიის კინო ინსტიტუტის პრემიით იყო დაჯილდოვებული როგორც საუკეთესო მსახიობი.  ამ ექსპრესიული ხენდოს როლის შემდეგ, რასელი შეამჩნია შერონ სთოუნმა და დაჰპატიჟა თავის სარეჟისორო დებიუტზე  “სწრაფი და მკვდარი”. მაგრამ რასელი იმ დროს დაკავებული იყო სხვა გადაღებებით, ის მონაწილეობდა ავსტრალიურ პროექტში “The Sum of Us” და “სწრაფი და მკვდარის” გადაღება გადაიდო. ფილმი ჩავარდა კინოგაქირავების დროს, თუმცა რასელი კარიერაზე ამ ფაქტს არ უმოქმედია. ჰოლივუდის პროდიუსერები აგრძელებდნენ მის მიწვევას თავიანთ ფილმებში: 1995 წელს ეკრანებზე გამოვიდა “Virtuosity”, სადაც მან დენზელ ვაშნგტონთან ერთად ითამაშა; შემდეგ მოყვა ფილმები “მაგია” ბრიჯიტ ფონდის მონაწილეობით და “No Way Back”.
და ბოლოს და ბოლოს, კერტის ხენსონი, რომელიც  გაოგნებული დარჩა  ქროუს თამაშით  “სკინებში” და მიიწვია ის თავის ფილმში “ლოს–ანჯელესის საიდუმლოები” ერთერთ მთავარ როლზე (ფილმი “ოსკარზე” იყო ნომინირებული ცხრა კატეგორიაში და ორი ოქროს ქანდაკებით დაჯილდოვდა).
“ლოს–ანჯელესის საიდუმლოების” შემდეგ, რასელს უამრავი წინადადება შესთავაზეს, ამ როლებისგან მან ამოარჩია, არც ისე წარმატებული პროექტები. მაგრამ ბედისწერამ ქროუს ისევ გაუღიმა, როდესაც მას შანსი მიეცა ლეგენდარულ ალ პაჩნოსთან ერთად ეთამაშია სურათში ‘The Insider” და იმის მიუხედავად, რომ მან საბოლოო ჯამში ოსკარი შესანიშნავ მსახიობს კევინ სპეისის დაუთმო, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ,  რომ რასელი ამ ჯილდოს ღირსი არანაკლებად იყო. ფილმში მონაწილეობისთვის, რასელს მოუწია წონაში ათი კილოს მომატება, თმების შეღებვა ნაცრისფრად.


სამართლიანობამ მაინც იზეიმა და უკვე შემდეგ წელს კინოაკადემიკოსებმა გადაწყვიტეს “ოსკარით” აღენიშნათ რასელის თამაში ისტორიულ კინოეპოპეაში – “გლადიატორში” შესრულებული როლისთვის, რომელიც უკვე თანამედროვე კინოკლასიკად ითვლება და 2001 წლის საუკეთესო ფილმადაა დასახელებული.

Advertisements