no_kissingსაზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ახალმა კანონმა(?) სკვერებში და პარკებში შეყვარებულთათვის კოცნის და მგონი ჩახუტების აკრძალვის შესახებ. თუმცა ბევრი ვქექე თუ ცოტა, ეს კანონი ვერსად ვერ ვნახე ჩამოყალიბებული პუნქტებად როგორც წესია. არც გამაფრთხილებელი ნიშანი დგას სადმე, მხოლოდ დაცვა მოგვარდებათ და რასაც გიბრძანებთ – ამ სიტყვის სრული მნიშვნლობით, – ის უნდა გააკეთოთ, არადა დატოვოთ პარკის ტერიტორია. იმ პარკის, რომელიც თქვენს მიერ გადასხდილი გადასახადებიდან ეწყობა და შესაბამისად თქვენიცაა.

ამ აკრძალვის გასაპროტესტებლად სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაიგეგმა საპროტესტო, კოცნის აქცია, რომელიც ვერ შედგა თურმე ისე, როგორც იგეგმებოდა და ბლოგერების ნაწილმა არ/ვერ მისულ ახალგაზრდებს მხდალი უწოდა, მეორე ნაწილმა მოგცლიათ თქვენო, ამაზე მეტი გასაპროტესტებელი ვერ ნახეთო?

ხოდა გადავწყვიტე მეცამეტე გოჭივით შევაკვეხო ჩემი პოსტიც ინტერნეტ სივრცეში და ვუპასუხოსავით ერთსაც და მეორესაც: პირველების გასაგონად – მოერიდათ ალბათ რადგან არ მოვიდნენ და არა შეეშინდათ. საშიში იქ არაფერი არ იყო. ყველა თიკო სადუნიშვილი არაა, საჯაროდ კოცნა მოსწონდეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ახალგაზროდბა გარყვნილი არაა. რადგან კოცნიდნენ მანამდე, ამით მხოლოდ სიყვარულს გამოხატავდნენ! 😉 მეორე ნაწილს კი ვეტყვი, დიახ არის უფრო მეტი გასაპროტესტებელი და მერე როგორ:

როცა სხვას უკრძალავენ რაღაცას მორალური მოსაზრებით და მომავალ თაობაზე ზრუნვის საბაბით, ისევ ზემოთ ნახსენებ თიკო სადუნიშვილსაც მიხედონ, საახალწლოდ გამართულო კონცერტზე რომ ჩაკოცნა ვიღაც ბიჭი, რომელიც თურმე მომღერალი ყოფილა. არადა, ფართო საზოგადოებამ იმ კოცნაობის შემდეგ გაიგო მისი სახელი და გვარი (მე აღარ მახსოვს, ბოდიში :D).

მორალზე ზრუნვა ვისაც უნდა, ქართული ტელევიზიებიდან დაიწყოს: რამდენი ხანი გადიოდა გადაცემა “ღამე შორენასთან?” მეტყვის ვინმე, რომ გვიანი იყო და ამ დროს ბავშვებს ეძინათ? ძალიან მეეჭვება, დღეს არ მეგულება ბავშვი, ჩვილის გარდა, რომელიც საღამოს ცხრა საათზე იძინებს. ისევ სადუნიშვილს უნდა მივადგე – არც “თბილისი ლაივი”-ა დიდი მორალით და ზნეობით სავსე გადაცემა, რომელიც რაიმე აზრიანს მიაწვდის მომავალ თაობას… არც იგივე “ბათუმი ლაივის” შარშანდელი ქუდი იყო ძალიან მორალური – ბიკინის მიზომება უკანალზე და გრეხვა მასთან ერთად 🙂 ჩემთვის, როგორც საზოგადოების წევრისათვის, ასეთი გადაცემებია ზუსტად ამორალური!

არადა ერთ დროს გადიოდა პირველ არხზე მართლაც ღირებული გადაცემა – “ქიმერიონი”…

ბოლოს კი ყველაზე მთავარი – ლათინო ამერიკული სერიალები!!!

გადის დღის საათებში, უამრავი, ვერ დავთვალე, რამდენია მაინც თითო არხზე. ნებისმიერი ბავშვი მანდ კოცნასაც ნახავს და ცოტა უფრო მეტსაც. ესენი აკრძალეთ მაშინ!!!

ასევე შეიძლება აიკრძალოს ბავშვებისათვის სოსკის გამოყენებაც, ფრიოდს თუ ვენდობით, ამან შეიძლება მოზრდილობის ასაკში სხვა ქმედებებისაკენ უბიძგოს ;). ჰო, ეს ჩემი მეგობრის იდეაა, ვისაც გამოყენება მოესურვება, გაფრთხილებთ – საავტორო უფლებები დაცულია!

კიდევ შეიძლება ავკრძალოთ, “ჩუპა-ჩუპსის”, ბანანის, ნაყინის ჭამაც… ერთი ცნობილი ანეგდოტისა არ იყოს…

ქართველ მომხმარებლებს აეკრძალოთ სკაპიში, ფეისბუქზე და სხვა სოც. ქსელებში კოცნის და ჩახუტების სმაილების გამოყენება – რა ვიცით, იქნებადა ამანაც იმოქმედოს მოზარდების ზნეობაზე? 🙂

მარაზმია არა?? მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ, მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩენილ უცნაური კანონების სიაში ნამდვილად დავწინურდებით და ისეთ კანონებსაც გავუსწრებთ, როგორიცაა, ჰოლივუდის ბულვარზე 3000-ზე მეტი ცხვრის გამოყვანის აკრძალვა. ისე თავისუფლებაზე რამდენია დასშვები, ხომ არ იცით ვინმემ? 🙂

Advertisements