“მადლობა ჩემს მშობლებს და მარკუსს იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩემს გვერდზე არიან და ნურის იმისთვის, ასე ძლიერ რიმ ვუყვარვარ”

ნაწილი IV  მანჩესტერი

თავი I. მანჩესტერში.

მე ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი. შესაძლოა ეს მეტისმეტად თავდაჯერებულად ჟღერდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის წინათგრძნობანი იყო, რომელსაც თავს ვერ დავაღწევ. მე ამას ვგრძნობდი. მუდმივად ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებოდი და “ბარსას” ფორმას მოვირგებდი. ეს ერთგვარი ვალდებულება იყო, რომელიც საკუთარ თავს იმ დღეს დავუსახე, როდესაც ბარსელონადან მანჩესტერში გავემგზავრე და ყველაფერი წარსულს  ჩავაბარე. წასვლის გადაწყვეტილება სარისკო იყო, მაგრამ 17 წლის ვიყავი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა შედეგები შეიძლება მოეტანა მას.     კონტრაქტის ხელომწერის მომენტში უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ასეთ დიდებულ კლუბს, როგორიც “ბარსელონაა”  იმისთვის ვტოვებდი, რომ მეორეში, არანაკლებ დიდებულ კლუბში მეთმაშა და რიმ საშუალება მომცეს ახალ პროფესიონალურ დონეზე გადავსულიყავი. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი,  რომ ბარსელონაში ბევრი ისეთი რამ დამრჩა, რაც მიყვარდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთმანეთისთვის შემედარებინა ფერები, კლიმატი, საკვები, ენა. მე ეს ყოველივე დავკარგე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დავკარგე ჩემი მეგობრები და ოჯახი. ასეთ მომენტში ხვდები, რომ მათ გარეშე არაფერს წარმოადგენ. პირველ თვეებში ყველაფერთან მიხდებოდა შეგუება: კლუბთან, ახალ ამხანაგებთან, ინგლისურთან და განსაკუთრბით, ოჯახთან, რომელთანაც მიწევდა ცხოვრება მანჩესტერში, სანამ 18 წლის არ გავხდი და რომლების დახმარებითაც ინგლისური შევისწავლე. მეუღლეებს ლინდა და ტონი ერქვათ. ორი ბავშვი ჰყავავდათ, რომლებიც ცალკე ცხოვრობდნენ. მათ პირველივე დღიდან თბილად მიმიღეს, მაგრამ საკვები… საშინელება იყო. დღემდე მახსოვს მათთან ჩემი პირველი სადილობა. ვფიქრობ, პირველ დღეს მათ ჩემი გაკვირვება უნდოდათ. ამიტომ მოამზადეს ტიპიური ინგლისური სადილი, რომლის გადაყლაპვა ღმერთის წყალობით შევძელი ( 😀 ) . თუმცა საღამოს მთავარ მოვლენას დესერტი წარმოადგენდა. უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ტკბილეულის მოყვარული, მაგრამ  ლიმონის ტორტი, რომელიც საღამოს წვეულების ბოლოს მომართვეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ეს საძაგლობა იყო!  როგორც კი დავინახე, შემახურა, მაგრამ კარგად აღზრდილი ვარ და ამიტომ, უზრდელობაში რომ არ ჩამთვლოდა, მისი ჭამა დავიწყე. ოჰ, ღმერთო, რას ვგრძნობდი! წარმოიდგინეთ, რომ პირში შხამი ჩაგიდეს, რომლის გადაყლაპვაც უბრალოდ არ შეგიძლიათ. ლიმონი იმდენად მჟავე იყო, რომ თვალები ამიცრემლდა, არადა, ძალიან მინდოდა პირველ დღეს თავი კარგად წარმომეჩინა, მაგრამ ეს ყოველივე სრული ჩავარდნით დასრულდა, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ისინი მიხვდნენ, რომ კერძი არასწორად შეარჩიეს.

ამ შემთხვევისა და რამდენიმე გასაუბრების შემდეგ, კვების საკითხი სწრაფად მოგვარდა. სახლში კიდევ ერთი ფეხბურთელი ცხოვრობდა, რომელიც სათადარიგოთა გუნდში თამაშობდა. ეს იყო მეკარე ტომი ლი, თავისებური ტიპი. ის მანჩესტერში გარეუბნიდან იყო და ამიტომ, ისიც ჩვენთან ცხოვრობდა. ის გამუდმებით შემოდიოდა ჩემს ოთახში გასართობად, დროის გასაყვანად. მე მას ამის საშუალებას მხოლოდ იმიტომ ვაძლევდი,  რომ ჩემს გვერდით ვინმე ყოფილიყო, მაგრამ ის ისეთი უცნაური იყო! ვცდილობდი სწორ გზაზე დამეყენებინა, მაგრამ, როდესაც ერთ დღეს ის ჩემს ოთახში შემოვიდა და წვერის საპარსი კრემის ჭამა დაიწყო მე მას პირსახოცი ვესროლე. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. თავდაპირველად დროის უმეტეს ნაწილს კლუბის სპორტულ ქალაქში, კარინგტონში ვატარებდი. ოქ ვვარჯიშობდით. ვჭამდით, ხოლო დღის მეორე ნახევარში თათბირი გვქონდა ან უბრალოდ სავარჯიშო დარბაზში მივდიოდი. მართლაც მომწონდა ვარჯიში. ეს ბავშვობას მახსენებდა, როდესაც დილაობით სკოლაში მივდიოდი, ხოლო საღამოთი ვვარჯიშობდი, რათა პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ამასთან, სახლში საქმე არაფერი მქონდა, ამიტომ მოუთმენლად ველოდი იმ  მომენტს, როდესაც ბოლოს და ბოლოს კლუბში შემიყვანდნენ.

   თავი II  –  “ჩემი პროფესიონალური დებიუტი”.

   პირველ წელს სათადარიგოთა გუნდში უნდა მეთამაშა, ანუ “მანჩესტერ იუნაიტედ 2-ში”, რათა იქ დაკვირვებოდნენ ჩემ პროგრესს და რაღაც მომენტში პირველ გუნდთან ვარჯიშის უფლება მოეცათ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და 2004 წლის 26 ოქტომბერს ჩემი დებიუტი შედგა ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ლიგის თასზე. 0:3 ვითამაშეთ, მოედანზე შეცვლაზე შევედი საფინალო სასტვენამდე ნახევარი საათით ადრე. რა თქმა უნდა ეს არ იყო მნიშვნელოვანი მატჩი და მოედანზე მაშინ გავედი,  როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ იმ დღეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ყმაწვილი ვიყავი. ამ მატჩის შემდეგ ყველაფერი უკეთესად მეჩვენებოდა. ამინდი აღარ იყო ისეთი ცივი, ხოლო საჭმელი ისეთ საზიზღარი. ვფიქრობ, ეს ყოველივე ჩემი განწყობის შედეგი იყო. როდესაც შენი ბავშვობის ოცნება ითამაშო პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბში რეალობად იქცევა, ყველაფერი ისე საშინლად აღარ გეჩვენება. მალე უფრო გამართულად დავიწყე ლაპარაკი ინგლისურად და ჩემი ურთიერთობა გუნდის წევრებთან უფრო კარგად აეწყო. მალე  შედგა მეორე მატჩი. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის  მატჩი გასვლაზე “ფენერბახჩესთან”. ჩვენი გუნდი უკვე გასული იყო “ფლეი-ოფში”, ამიტომ  მწვრთნელმა სათადარიგო შემადგენლობა გამოიყვანა. 0:3  წავაგეთ და მართალია, ეს ჩემი პირველი მატჩი იყო ევროპულ საკლუბო ტურნირში, ეს ჩემთვის კატასტროფული შედეგი იყო. “მანჩესტერის”  დონის გუნდი არ შეიძლება ასე დამარცხდეს.

თავი III  –  შობა კატალონიის ნაკრებთან ერთად.

შობა დადგა და მართალია, ასეთ დროს პრემიერ ლიგაში დასვენება არ ცხადდება, მაგრამ დასვენებისთვის 10 დღე მქონდა, ვინაიდან ძირითად გუნდში არ ვირიცხებოდი და სრულიად შემთხვევით ჩემი არდადაგები ისეთ მოვლენას დამეთხვა, როგორიცაა კატალონიის ნაკრების ტრადიციულო საშობაო მატჩი. პიჩი ალონსომ, იმ მომენტში კატალონიის ნაკრების მწვრთნელმა, გადაწყვიტა გუნდში მივეწვიე. ფეხის ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მქონდა მორჩენილი და გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ თამაშის თავი არ მქონდა, მაგრამ იმდენად ამაღელვა მშობლიური ნაკრების შემადგენლობაში  “კამპ ნიუზე” პირველად თამაშის შესაძლებლობამ, რომ უარის თქმა არ შემეძლო. გარდა ამისა, ჩვენი მეტოქე იყო არგენტინის ნაკრები და ესეც ასევე მნიშვნელოვან მოტივს წარმოადგენდა ჩემთვის. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჟაუმე ლანჟუსი იმისთვის, რომ დამეხმარა, რათა 2 დღეში გაცილებით უკეთეს ფორმაში ჩავმდგარიყავი. რა თქმა უნდა ეს მატჩი არ იყო ისტორიული მნიშვნელობის, არგენტინელებმა ჩვენ უბრალოდ გდაგვთელეს… ანგარიში – 0:3, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, იმიტომ, რომ ვითამაშე.

შობის სახლში გატარების შემდეგ მანჩესტერში დავბრუნდი და დაიწყო პრობლემები, ნათელი გახდა, რომ ტრავმა გამირთულდა. ვიცოდი, რომ შემეძლო დამესვენა, მაგრამ გრანდებთან  თამაშის საშუალება ისევ მომეცა და ამას ხელიდან ვერ გავუშვებდი. პროფესიონალისთვის ერთ-ერთო ყველაზე რთული რამ ის არის, რომ იცოდე როგორ თქვა “არა”, როდესაც ტრავმირებული ხარ და გუნდისთვის ბოლომდე ვერ იხარჯები, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ეს მხოლოდ ინგლისის თასის მესამე ტური იყო, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც შემეძლო სერ ალექს ფერგიუსონისთვის დამემტკიცებინა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემეძლო, რომ მქონდა ისეთი თვისებები, რომელთა წყალობითაც შემეძლო პირველ გუდში თამაში, მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა. ჩვენ  “ექსპერტთან” ფრედ 0:0 ვითამაშეთ ინგლისის ლიგის მესამე დივიზიონის უბრალო გუნდთან. ეს მძიმე დარტყმა იყო და როგორც ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციაში ხდება. თუ გუნდი ცუდ შედეგს აჩვენებს, ეს შენს მდგომარეობაზეც აისახება.

გაგრძელება იქნება…

Advertisements