happy-couple

ყველა ქალს მოსწონს როცა უყვართ, როცა ზრუნავენ მათზე… და სასიყვარულო ურთიერთობებშიც ამას მოელიან. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, თქვენი რჩეული უნდა იყოს მზრუნველიც, ყურადღებიანიც, მოსიყვარულეც…

მაგრამ რას აკეთებენ ქალები საპასუხოდ? ბევრი მამაკაცისაგან გაიგებთ ასეთ ფრაზას: “მე თან ვყვებოდი, ის კი… “ და ჩამოგითვლით საყვედურების ისეთ სიას, გაოცებულნი დარჩებით. ზოგჯერ ისიც შეიძლება იფიქროთ “სად შეხვდა ასეთ ალქაჯს? ალბათ აჭარბებს”. საბედნიეროდ, “ალქაჯები” მაინც ცოტანი არიან, მაგრამ იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერები, ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იზრუნოთ ამაზე. ადამიანი ხომ თავად ქმნის თავის ბედნიერებას 🙂

მაშ ასე:

წესი №1

უთხარით მას კომპილმენტები, შეაქეთ ის

ამბობენ, რომ ქალებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ კომპლიმენტებს ეუბნებიან. ეს სიმართლეა, მაგრამ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ მამაკაცებსაც უყვართ, როცა აქებენ?  ეს ბუნებრივიცაა – ნებისმიერ ადამიანს უყვარს, როდესაც ხედავენ და აღნიშნავენ მის ძლიერ მხარეს, განსაკუთრეით მაშინ, თუ ამას საყვარელი ადამიანი აკეთებს.

საიდან დავიწყოთ? რის გამო შევაქოთ? საიდანაც გინდათ და რისთვისაც გინდათ! მაშ რატომ ცხოვრობთ მასთან, თუკი მის დადებით მხარეს ვერ პოულობთ და არ მოგწონთ არაფერი, რასაც აკეთებს?

მაგალითად: თუკი ის კარგ ყავას ამზადებს, რატომ არ უნდა უთხრათ მადლობა ამისათვის და არ აღნიშნოთ ეს? ოღონდ არ გამოხატოთ ეს გაცვეთილი ფრაზით “აუ კარგი ყავაა” და მსგავსით. ასევე არ დაივიწყოთ საალერსო სიტყვებიც. “შენ ყველაზე კარგად ამზადებ ყავას ძვირფასო” – ასეთი ფრაზა კი ნამდვილად გაახარებს თქვენს საყვარელ ადამიანს 🙂

საქებარი ფრაზები გამოთქვით ხმამაღლა, გარკვევით და რაც მთავარია გულწრფელად. თუკი ნაძალადევად ჩაიბურტყუნეთ რაღაც, ის თავის საქმეში გართული (მამაკაცები ხომ თავით ეშვებიან იმ საქმეში, რასაც აკეთებენ), ვერც გაიგებს, რა უთხარით…

წესი № 2

ყოველთვის, დაუჭირეთ მას მხარი!

დიახ, ყოველთვის! რაოდენ გიჟურადაც არ უნდა გეჩვენოთ მისი იდეები, ნუ დაუწყებთ ჩხუბს! დაწყებული მცირედი წვრილმანიდან მაგ: მოაწყოთ პიკნიკი შუა კვირაში თან არც თუ ისე სასიამოვნო ამინდში, დასრულებული ისეთი სურვილით, როგორიცაა პროფესიის შეცვლა, ან მანქანის გაყიდვა უკეთესის შესაძენად, მაშინ როცა ამის დრო არ გაქვთ.

სკანდალის მოწყობა ასეთ მომენტებში ყველას შეუძლია, მხარდაჭერა კი ერთეულებს. მოთოკეთ ნერვები, მშვიდად მოუსმინეთ და გაიზიარეთ მისი იდეები, აყალ-მაყალის და საყვედურების გარეშე, მასთან ერთად შეაფასეთ მისი წამოწყებების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მას ხომ ეს ყველაფერი თქვენთვისვე უნდა. თანაც ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რა მოჰყვება ამა თუ იმ წამოწყებას, მაგრამ ცდა ყოველთვის ღირს, საყვარელი ადამიანის გამო!

ეცადეთ, რომ არ აავსოთ ეჭვიანი, პესიმიტური ფრაზებით, “შეძლებ?, გამოგივა? გააკეთებ?” “რომ არ გამოვიდეს, მაშინ?…” უბრალოდ ირწმუნეთ მისი, რომ ის შეძლებს ჩანაფიქრის განხორციელებას, დაუდექით გვერდით და ყველაფერი გამოუვა! როგორც ცნობილია, ყველა წარმატებული, დიდებული მამაკაცის გვერდით, დიადი ქალი იდგა. გახდით ერთ-ერთი მათგანი. თქვენი გულწრფელი რწმენით და თანადგომით დაეხმარეთ მას წარმატების მიღწევაში 🙂

წესი №3

იზრუნეთ მასზე

მამაკაცებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა აღვნიშნო, რომ ისინი არ არიან “მოწყობლინი” იმისათვის, რომ თავად იზრუნონ საკუთარ თავზე. უმეტესობას ავიწყდება წესიერად ჭამაც კი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნამდვილად არ ეხერხებათ მაისურებისა თუ პერანგების რეცხვა, თუნდაც სარეცხი მანქანის დახმარებით. მერე რა, რომ ტექნიკაში გადასარევად ერკვევა? უბრალოდ შეიძლება დაავიწყდეს ეს ყველაფერი, ათასგვარი საქმით და საზრუნავით გადატვირთულს. ეს მცირე წვრილმანები უმნიშვნელო ხდება მათთვის მაშინ, როცა უფრო დიდ საქმეებს ეჭიდებიან. რას იზამთ, ასეთია მათი ბუნება და ალბათ ამიტომაც შექმნა ღმერთმა ქალი ასეთი მზრუნველი ხასიათით 🙂

მამაკაცმა შეიძლება არ გითხრათ არასოდეს, მაგრამ მათ ყოველთვის სჭირდებათ თქვენი ზრუნვა, თანადგომა და დახმარება, განსაკუთრებით როცა საოჯახო საკითხებს ეხება საქმე, ხშირად აქ ისინი ბავშვებივით უმწეოები ხდებიან… 🙂

წესი № 4

ისწავლეთ საჭმლის მომზადება

ეს ეხებათ იმ ქალბატონებს, ვინც საერთოდ არ სწყალობს სამზარეულოს. დიახ, გეთანხმებით, არაფერი სახალისოა არაა მთელი დღე სამზარეულოში ყოფნაში და ქვაბებთან და ტაფებთან ტრიალში. მაგრამ ეს წესი ამას არ გულისხმობს.

არავინ გაიძულებთ, იყოთ “მონა-პოვარი”. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მამაკაცებს უყვართ კარგად ჭამა და სახლში მომზადებული საკვები რა თქმა უნდა. გარეთ ნაყიდი ნახევარფაბრიკატებითაც ვერ მოიწონებთ მაინდამაინც თავს. თქვენი ხელით მომზადებულ ჯანსაღ საკვებს უფრო დააფასებენ 🙂

სამზარეულო, სადაც გემრიელი სადილი დახვდება, ნამდვილი სამოთხეა სახლში დაბრუნებული თქვენი რჩეულისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გიწევთ სახლში დაბრუნება, შეიძლება სთხოვოთ დაგეხმაროთ სადილის მომზადებაში (თუ თავად ვერ მოიფიქრებს ამას), ეს უფრო განამტკიცებს იდილიას და დროც მალე გავა-ო, გვირჩევენ ფსიქოლოგები 🙂

წესი № 5

იზრუნეთ საკუთარ თავზე, რათა ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ!

გაიხსენეთ ის დრო, როდესაც მასთან შესახვედრად მიიჩქაროდით პაემანზე, ცდილობდით, რომ ყველაზე ლამაზი ყოფილიყავით და ის თვალს ვერ გაცილებდათ…

რადგან ახლა ერთად ცხოვრობთ, ეს არ გაძლევთ უფლებას, რომ სახლში მოუწესრიგებლმა იაროთ. რა თქმა უნდა, ვერ იქნებით მუდამ მაღალქუსლიანებზე და საგარეო კაბაში გამოწყობილი, მაგრამ თქვენ მის თვალს კვლავაც უნდა ახარებდეთ!  მათ ხომ უსაზღვროდ უხარიათ, როცა მათ გვერდით მყოფი ქალი კარგად გამოიყურება. მეტიც, ისინი ამაყობენ ამით!

ეცადეთ, რომ ყოველთვის იყოთ მიმზიდველნი, როდესაც ის სახლის კარს შემოაღებს. დაივიწყეთ ძველი, გაცვეთილი, მაგრამ მაინც საყვარელი მაისურები, მოსაწყენი, ერთფეროვანი თმის ვარცხნილობა და ჩამოშვებული ცხვირი!

ატარეთ სექსუალური სამოსი და თეთრეული, ეს ნამდვილად გაამრავალფეროვნებს თქვენს ურთიერთობას. ნუ დაივიწყებთ, რომ ინტიმური საიხლოვე დიდ ადგილს იკავებს ურთიერთობაში.. არაერთი წყვილი დაშორებულა ერთმანეთს, ამ საკითხში შეუთავსებლობის, ან ერთფეროვანი ურთიერთობის გამო.

ეცადეთ იყოთ ფორმაში, თუ საშუალება გაქვთ, მიმართეთ სპორტ დარბაზს, იარეთ ცეკცაზე და ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტების შეთავაზება საწოლში, ან თამამი ფანტაზიების გამხელა.

და კიდევ – ნურასოდეს გალანძღავთ მას, ვის გვერდითაც ცხოვრობთ. როდესაც თქვენ მას უწოდებთ “სულელს”, “იდიოტს”, “რეგვენს” და სხვ. დაფიქრდით, თუკი ასეთ ადამიანთან ცხოვრობთ, ვინ გამოდიხართ თქვენ?

სულ ეს იყო. მე მგონი არც ისე რთულია, ამ ყველაფრის შესრულება, როცა გიყვარს…

ეს პოსტი  არ უნდა გაიგოთ ისე, თითქოს, მხოლოდ ქალებს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ურთიერთობაში. მამაკაცებს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ რა თქმა უნდა, რაზეც ვისაუბრებთ კიდეც მოგვიანებით.

ქალბატონებმა კი არ დაივიწყოთ, რომ ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამაა ჩვენს ხელში და ჩვენზე დამოკიდებული 🙂

წარმატებებს და ბედნიერებს გისურვებთ 🙂

Advertisements