headphones-with-microphone5

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ აფხაზეთთან პრობლემის მოგვარების ახალი მეთოდი წარუდგინა საზოგადოებას.  იდეის არსს შემოგთავაზებთ ამონარიდით სტატიიდან, რომელიც pirweli.com-მა გაავრცელა.

ვთვლი, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობით უნდა დაიწყოს. მთავარი ისაა, რომ ეს პროცესი რუსეთის გარეშე დაიწყოს და არა მისი შედეგი. დღესდღეობით შექმნილია ვითარება, როდესაც იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აფხაზეთის ნაწილში ატარებს, პერსპექტივა არ გააჩნია. არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა, არამედ იმდენად, რამდენადაც სანამ საერთაშორისო თანამეგობრობას უაღრესად მნიშვნელოვანი "სხვა ამოცანები" აქვს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარა და ამით დამთავრდა. ბოლო პერიოდში არავითარი განსაკუთრებული ნაბიჯი აფხაზეთის პრობლების მოსაგვარებლად არ გადადგმულა.

ექსპერტის ამ მოსაზრებამ  საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამიტომ, ინტერნეტ ფორუმი Tbiliso.ge გაძლევთ საშუალებას, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვა დაუსვათ ბატონ მამუკას ფორუმის საშუალებით.  ამისათვის, პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ფორუმზე და შემდეგ ეწვიოთ ამ თემას: კითხვები ბ-ნ მამუკა არეშიძესთან

Advertisements