ამერიკის ტელევარსკვლავი, ოპრა უინფრი, მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. 25 მაისს 25 წლიანი მუშაობის შემდეგ, მან  “ოპრა უინფრის შოუ” უკანასკნელად აჩვენა მაყურებელს და ამ სანახაობას, რომელიც სტადიონზე გაიმართა, 13 ათასი ადამიანი დაესწრო. ეს ქალბატონი ამერიკის ცოცხალი ლეგენდაა. მის აუდიტორიას არასოდეს აქვს საზღვრები არც ეთნიკური, არც სქესობრივი, არც ასაკობრივი კუთხით. ამ შოუს ყოველდღიურად 14 მილიონი ადამიანი უყურებდა და მისი შემოსავალი ყოველწლიურად 170 მილიონი დოლარით იზრდებოდა. ჟურნალმა “ფორბსმა” მისი ქონება 2,7 მილიარდად შეაფასა. ამავე ჟურნალის ვერსიით, ის პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელიც მილიარდელების სიაში მოხვდა.

მაყურებელში ყოველთვის სიკეთესთან, ხელგაშლილობასთან და ბედნიერებასთან ასოცირდებოდა. უინფრის შეეძლო გადაცემის სტუმრებისა და აუდიტორიისთვის ძვირფასი საჩუქრები გაეკეთებინა. მარტივად შეეძლო ეთქვა: “გამარჯობა, მე ოპრა უინფრი ვარ და ჩემს დღევანდელ სტუმრებს მანქანებს ვჩუქნი”. 2007 წელს მან 40 მილიონი დოლარი გაიღო იმისთვის, რომ სამხრეთ აფრიკაში ღარიბი ბავშვებისთვის უფასო სკოლები შეექმნა. საბოლოოდ 13 ქვეყანაში 60 სკოლა გახსნა. ოპრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ასპარეზზე ბარაკ ობამა გამოჩნდა. მაშინ ოპრამ თავისი ვარსკვლავური სტატუსი გამოიყანა მის მხარდასაჭერად. მან თქვა ისტორიული ფრაზა: “მე, პირადად, მჯერა ბარაკ ობამასი და იმის, რომ მას შეუძლია ამერიკისთვის ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთოს”. ამ ფრაზის შემდეგ ობამას რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ოპრა უინფრი 1954 წლის იანვარში ქალაქ კოსტიუშკოში დაიბადა.მის ოჯახში ქორწინების გარეშე გაჩენილი 3 შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. სახელი ოპრა წიგნის ერთ-ერთი გმირის გამო დაარქვეს. გოგონას დაბადების დღეს მამამისი, ვერნორ უიმფრი, სახლიდან შორს, ჯარში იმყოფებოდა. დედამ შვილის გაჩენისთანავე სხვა ქალაქში გადაწყვიტა წასვლა, რათა დამლაგებლად ემუშვა. გოგონას ბავშვობამ სიღატაკეში გაიარა. კარგა ხანს არ იცოდა, რა იყო ახალი კაბა და ფეხსაცმელი. პირველად კაბა სკოლაში წასვლის წინ ჩაიცვა. სკოლის პერიოდიდან მისთვის მოხეტიალე ცხოვრება დაიწყო. ჯერ დედამ წაიყვანა. შემდეგ კი გოგონა მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. დედამისს არ მოეწონა, რომ ოპრამ მასთნ ცხოვრებს მამასთან ცხოვრება არჩია, ამიტომ, როდესაც ის გათხოვდა, გოგონა აიძულა საცხოვრებლად კვლავ მასთან გადასულიყო. ოპრას დედა ქმართან და 2 შვილთან ერთად გეტოში ცხოვრობდა. საშინელი ტრაგედიაც იქ დატრიალდა. 9 წლის ოპრა 19 წლის ბიძაშვილმა გააუპატიურა, დუმილის საფასურად კი ნაყინი უყიდა. ( :@ ) მოგვიანებით მას კიდევ 2 ნათესავი ავიწროვებდა სექსუალურად. 13 წლის ასაკში გოგონა უკვე ჩამოყალიბებული  დამნაშავე იყო. იმის გამო, რომ მასზე არავინ ზრუნავდა, თავს ქუჩას აფარებდა. დედას ფული მოჰპარა და სახლიდან გაიქცა. მას შემდეგ ქუჩა გახდა მისი სახლი. 14 წლის ოპრა უკვე ორსულად იყო. ბავშვი დღენაკლული დაიბადა და მალევე გარდაიცვალა, რთულ სიტუაციაში ოპრას გვერდით მამა დაუდგა. 16 წლის ოპრამ ორატორული ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა. რითაც უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა. ის თეთრ სახლშიც მიიწვიეს, პრეზიდენტ ნიქსონთამ, როგორც გამორჩეული ამერიკელი მოზარდი. სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო რადიოში და კვირაში 100 დოლარს იღებდა.

1971 წელს მან მონაწილეობა მიიღო სილმაზის კონკურსში “მის შავკანიანი ამერიკა”. მართლია, პირველი ადგილი ვერ აიღო, მაგრამ ტელეკომპანია “სიბიეს”-ის წარმომადგენლებს თვალში მოუვიდათ და ოპრა ტელევიზიაში მიიწვიეს. ის პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელიც ამერიკის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში  კომენტატორის დამხმარედ მუშობდა. შემდეგ იყო ოთხწლიანი კონტრაქტი და ახალი თოქ შოუ. 1986 წელს კი ეთერში გავიდა დღის შოუ, რომელმაც მეგავარსკვლავად აქცია. მას შემდეგ, 25 წლის განმავლობაში, კვირა არ გასულა, რომ უინფრი მაყურებლის წინაშე არ გამოჩენილიყო.

თანამედროვე ბიზნესში ბევრს საუბრობენ ოპრას ფენომენზე. აღმოჩნდა, რომ ის თავად მართავდა საკუთარ შოუსაც და ფულსაც. არასოდეს ჰყოლია დირექტორთა საბჭოები და მრჩევლები, ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა. წარმატებული ოპრა ყოველთვის თავს არიდებდა ქორწინებას, ეშინოდა, მცდარი ნაბიჯი არ გადაედგა. ეს შიში 40 წლამდე გაგრძელდა, არადა 6 წლის განმავლობაში მას გვერდით ჰყავდა სტედმან გრეჰემი, რომელზეც დაინიშნა, მაგრამ ქორწილს მაინც არ გეგმავდა. ასეთმა სიფრთხილემ ოპრას ჯანსაღი ურთიერთობების აწყობაში შეუშალა ხელი. მდიდარი და წარმატებული ქალი მიხვდა, რომ ის ბედნიერი არ იყო. დეპრესიამ ლოგინად ჩააგდო და ერთ დღეს თავის მოკვლაც კი სცადა. სიტუაციიდან ისევ გრეჰემმა გამოიყვანა. ოპრას ოჯახური ცხოვრება ქორწინების გარეშე ახლაც გრძელდება. ის და სტედჰემი უკვე 20 წელია ერთად არიან.

Advertisements