მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს ატლანტაში. ის იყო გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები. მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ერთი ოცნება”  წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ. კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

კინგი იყო  ყველაზე გამოჩენილი აფროამერიკელი ორატორი, შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი, ის ასევე აქტიურად გამოდიოდა მსოფლიოში აშშ-ს კოლონიალური აგრესიის წინააღმდეგ. ამერიკული საზოგადოების დემოკრატიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მარტინს 1964 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ის 1968 წლის 4 აპრილ ქალაქ მემფისში 39 წლის ასაკში მოკლული იყო სნაიპერის მიერ.
კინგი იყო ბაფტისტური ეკლესიის მღვდელმსახური, მისი ხანა როგორც ლიდერის იწყება, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო შემთხვევიდან. 1955 წელს ქალაქ მონტგომერში შავკანიანმა მკერავმა როზა პარკსმა სამუშაოდან დაბრუნებისას ავტობუსში უარი თქვა თეთრკანი მგზავრისთვის ადგილის დათმობაზე, რაზეც იყო დაპატიმრებული (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის) . კინგის ხელმძღვანელობით შავკანიანმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა მონტგომერის სატრანსპორტო ხაზს 382 დღის განმავლობაში. 1956 წელს აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ ტრანსპორტში რასობრივი უთანასწორობა ცნო კონსტიტუციის დარღვევად.

     

მარტინ ლუთერ კინგმა იცოდა რომ პრეზიდენტის გადადგომა ან სხვა მსგავსი ქმედება არ უშველიდა იმ პრობლემას, რომელიც ამერიკის წინაშე იდგა. ხალხის აზროვნება უნდა შეცვლილიყო. უბრალო, სადღაც ოკლაჰომაში ან არკანზასში მცხოვრები ამერიკილი უნდა მიმხვდარიყო, რომ ადამიანი – ადამიანია, მიუხედადად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა. მარტინ ლუთერ კინგმა ეს შეძლო. მან ადამიანებს აზროვნება შეუცვალა. იმ დღეს ის ელაპარაკა მთელ ამერიკას. არა მხოლოდ იქ შეკრებილ ხალხს და არა მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს, არამედ ჯერ არდაბადებულ თაობას. მარტინ ლუთერ კინგისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ ტოვებენ კვალს, რომლის მიხედვით თაობები ცხოვრებას სწავლობენ.

”მე რასაც ვამბობ, ძალიან მარტივია: ცხოვრება ერთია, ჩვენ გაბმულნი ვართ ერთ ბადეში და ერთი ბედი გვაქვს. ნებისმიერი რამ, რაც ერთ ადამიანზე ახდენს პირდაპირ ზეგავლენას, სხვა ადამიანებსაც ეხებათ ირიბად. რაღაც უცნაური მიზეზის გამოა რომ მე ვერ ვიქნები ის ვინც უნდა ვიყო, სანამ თქვენ არ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ და თქვენ ვერ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ, სანამ მე არ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო”.

“მშვიდობა უბრალოდ შორეული მიზანი არაა, რომლისკენაც მივისწრაფით, არამედ თავად მშვიდობაა ამ მიზნის მისაღწევი საშუალება.”

“სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა.სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით– ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.”

Advertisements