ავარიები, გასწრებები და ბოლო წრეზე გარკვეული გამარჯვებული, ასე შეიძლება კანადური დიდი პრიზის დახასიათება, რომელიც ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა, რბოლის ბოლო წრეებზე, ჯერ მარკ უებერს გაუსწრო, შემდეგ მიხაილ შუმახერს, ბოლომდე სდია სებასტიან ფეტელს და მას შემდეგ, რაც გერმანელმა შეცდომა დაუშვა, პელოტონს სათავეში მოექცა.

 ამ სეზონში ფეტელის გამარჯვებათა სერია მეორედ შეწყდა და მეორედაც ეს “მაკლარენის” პილოტმა შეძლო. პირველად ეს ჩინეთში ლუის ჰამილტონმა შეძლო, ახლა კი ბატონმა. ორივე შემთხვევაში ფეტელმა შეცდომის წყალობით წააგო. ჩინეთში შეცდომა მისმა გუნდმა დაუშვა, რომელმაც მცდარი ტაქტიკა აირჩია. რაც შეეხება ინციდენტებს, ყველაზე საინტერესო ალბათ, მაინც 3 იყო, რომლებშიც ლიდერები იყვნენ გარეული. ჯერ ჰამილტონმა და მარკ უებერმა ვერ გაიყვეს გზა და მათი მანქანები ერთმანეთს შეეხო. ეს მას სემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელმა გასწრება სცადა, თუმცა მეტოქემ დერეფანი შეუვიწროვა. ორივე ტრასიდან გადავიდა, რის გამოც მათ რამდენიმე პოზიცია დაკარგეს, თუმცა ორივემ გზის გაგრძელება შეძლო. შემდეგ ჰამილტონს დაახლოებით მსგავსი ინცინდენტი ბატონთანაც შეემთხვევა. მოსახვევიდან გამოსლისას ჰამილტონს უფრო მაღალი სიჩქარე აღმოაჩნდა და მან სლიპსტრიმით გასწრება სცადა, თუმცა მოულოდნელად თაანგუნდელმა გასასვლელი ჩაუკეტა. მესამე ინციდენტში ბატონი და ფერნანდი ალონსო მონაწილეობდნენ. ამჯერად, ბრიტანელი ცდილობდა გასწრებას, თუმცა შიკეინში შესვლისას ესპანელმა გზა არ დაუთმო და ამით ყველაზე მეტდ თავად დაზარალდა, მისი მანქანა ბორდიურზე გაიჭედა, ბატონმა კი გზა განაგრძო დაზიანებული საბურავით და რა თქმა უნდა, მაშინვე მის შესაცვლელად ბოქსებს მიაშურა.

შესანიშნავად იასპარეზა მიხაილ შუმახერმა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, რომელსაც კანადაში შვიდი გამარჯვება აქვს მოპოვბული, მეორე ადგილის დაკავების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მანქანამ ამის სშუალება არ მისცა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

 რაც შეეხება ბატონს, მან ამ სეზონში პირველი, კარიერის განმავლობაში კი მეათე გამარჯვება მოიპოვა და პილოტთა ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ლიდერ ფეტელს 60 ქულით ჩამორჩება.

Advertisements