“მადლობა ჩემს მშობლებს და მარკუსს იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩემს გვერდზე არიან და ნურის იმისთვის, ასე ძლიერ რიმ ვუყვარვარ”.

ნაწილი III

ჭაბუკთა გუნდში ჩემი ბოლო სეზონის დროს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე – მე ავირჩიე არტურო კანალესის კომპანია იმისთვის, რომ რათა ის ყოფილიყო ჩემი ინტერესების დამცველი, ანუ ჩემი აგენტი. დღემდე მეცინება, რიდესაც მის ჩემს მშობლებთან შეხვედრას ვიხსენებ. არტურო და მისი კომპანიონები, ფერნანდო სეგი და მისი ძმა, ხოსე ძალიან იყვნებ დაინტერესებულები იმით, რომ მე მათი კლიენტი გავმხდარიყავი, მაგრამ დედაჩემს არ ესმოდა რა საჭირო იყო ეს და მან უცბად იკითხა, რა დაინეხეთ ისეთი ჩემს შვილშიო. ეს არის ის, რასაც მე დედაჩემის ნდობას ვუწოდებ. როდესაც პატარა ვიყავი ვსაყვედურობდი, რომ ჩემი არ სჯეროდა. თუმცა, უნდა ვაღიარო,  რომ წლების განმავლობაში მისი აღფრთოვანება ჩემს მიმართ იზრდება.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც არტურომ გადადგა, სპორტული საქონლების მწარმოებელ ფირმა “ნაიკთან” შეთანხმების გაფორმება იყო, რათა ისინი ყოფილიყვნენ ჩემი სპონსორები. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და მათ დაიწყეს ჩემთვის ბუცების, ფორმის, ქუდების გამოგზავნა. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც პირველი კომპლექტი მივიღე, აღფრთოვანებული ვიყავი. “ნაიკის” მარკის პროდუქციით უფასოდ სარგებლობის  საშუალება ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც ჭაბუკთა კატეგორიაში გადავედი, მივხვდი, რომ ეს ყოველივე სერიოზული იყო. 10, 11 ან 12 წლის ასაკში შენ ფეხბურთს იმიტომ თამაშობ, რომ მოგწონს,  ერთობი, თუმცა დგება მომენტი, როდესაც უკვე თანდათან უღრმავდები საფეხბურთი სამყაროს, რომელშიც იმყოფები და საკუთარ თავს უსვამ კითხვას: “შევძლებ ამის მიღწევას? ” მახსოვს, იმ წლის დასაწყისში, როდესაც ვფიქრობდით, რომ ჯუვენილ ბ-ში ვითამაშებდით, როგორ ჩაალაგა ჩანთები და ინგლისში გაფრინდა ცესკი, მე და ლეო მესი კი პირდაპირ ჯუვენილ ა-ში გაგვიშვეს. ეს წინ გადადგმული მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილბა იყო, იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა იმას, რომ კლუბს ჩვენი დიდი იმედი ჰქონდა. თუმცა, სეზონი თავიდანვე ვერ აეწყო. ბევრი ქულა დავკარგეთ და მალე ნათელი გახდა, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით კონკურენციის გაწევას “ესპანიოლისთვის”, რომელსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყვდა. იმავე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში არტურომ მაცნობა, რომ მას “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუკავშირდნენ და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. გულახდილავ ვიტყვი, ეს ხალი ამბავი ჩემტვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, თუმცა, სულაც არ მიზიდავდა. ჩემი განძრახვა იყო ყოველთვის “ბარსელონაში” მეთამაშა . ამიტომ ყველა დანარჩენი კლუბი ჩემი ყურადღების ღირსად არ მიმაჩნდა. გარდა ამისა, იმ დროს მე დავიწყე მოლაპარაკებები კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. მოლაპარაკებები წესით ადვილად უნდა წარმართულიყო, ვინაიდან კლუბს ჩემი დატოვება სურდა და ყველა ჩემი მოლოდინი “ბარსას” უკავშირდებოდა, მაგრამ ის, რაც თავიდან ადვილად მიმაჩნდა, დროთა განმავლობაში სულ უფრო რთული და რთული ხდებოდა, შეთანხმებას ვერ ვაღწევდით. ჯერ ერთი, ვერ ვთანხმდებოდით კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ზოგიერთ პუნქტზე, რომლებიც მასში გაჩნდა. ყველაფერი ისე ვერ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. ჯუვენილ ა-ში დაიწყო შემადგენლობის დახარისხება და ამის გამო ჯუვენილ ბ-ში გამიშვეს. ის თვეები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. როდესაც ვნახე, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა და მის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება. წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. “ბარსადან” წასვლა – სხვა არაფერი დამრჩენოდა. მე “ბარსას” ფანი ვიყავი. ერთადერთი ოცნება, რომელიც მქონდა, “ბარსელონას” პირველ გუნდში თამაში იყო, მაგრამ მაგ ასაკში შენ კიდევ არ ხარ დარწმუნებული იმაში, რომ შენი ბედისწერა ფეხბურთელობაა. შენ გჭირდება ტალანტი, ძალისხმევა და შესაფერისი შემთხვევა. “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”  აგრძელებდნენ ჩემს მიმართ საკუთარი ინტერესის დემონსტრირებას. მათ მწვრთნელებს არსენ ვენგერს და ალექს ფერგიუსონს ჩემი პირადად გაცნობა უნდოდათ. 17 წლის ასაკში ისინი მთავაზობდნენ სათადარიგო გუნდში თამაშს და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს. ეს ყოველივე, როდესაც შენ ასეთი ახალგაზრდა ხარ, შენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. სერიოზული ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება კონტრაქტი ალექს ფერგიუსონის გუნდთან გამეფორმებინა. ვფიქრობ, პროფესიონალ ფეხბურთელად გასახდომად ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ახლა, როდესაც უკან ვიხედები, კარგად ვამჩნევ, როგორი სარგებელი მომიტანა მან. ამ მტკიცე გადაწყვეტილებამ შემცვალა, როგორც ფეხბურთელი და პირველ რიგში, როგორც ადამიანი, “ბარსელონადან”  პრაქტიკულად ბავშვად წასული “მანჩესტერ იუნაიტედში” მოზრდილად ვიქეცი.

გაგრძელება იქნება …

Advertisements