“ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა ჟოზეფ მარია ბართომეუმ განცხადება გააკეთა “უდინეზეს” ვარსკვლავის ალექსის სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით, ის იმედოვნებს რომ ჩილელისათვის გამართულ ბრძოლაში “ბარსელონა” გაიმარჯვებს.

22 წლის ჩილელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში “უდინეზეს” რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, 12 გოლის გატანა მოახერხა და კლუბს იტალიის სერია ა–ში  მე–4 ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

“ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სანჩესთან დაკავშირებით” – განუცხადა ბართომეუმ ჩილეს გაზეთ “ლე ტერსერას” კორესპოდენტს.

“ვიცით, რომ ის შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთელია და ამის გამო მასზე ბევრი “ნადირობს”, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მისი საკითხი უახლოეს კვირაში გადაწყდება. მიუხედავად, იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მე არ შემიძია გაგიმხილოთ ტრანსფერის დეტალები, თუმცა ეს პირველრიგში “უდინეზესა” და თავად ფ”ხბურთელის თანხმობის შედეგად გადაწყდება.”

“უდინეზეს” სატრანსფერო კონსულტანტის სტეფანო ანტონელის განცხადებით ალექსის სანჩესისათვის 5 მსოფლიო დონის გრანდი იბრძვის.

“აღნიშნული კლუბები ყველაფერს აკეთებენ სანჩესის ხელში ჩასაგდებად, კლუბთა სია კი საკმაოდ შთამბეჭდავია – “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” იბრძვიან რათა სანჩესი თავისი ფორმით იხილონ.

ჩვენ არ გვსურს დიდი მარათონი გავმართოთ, თუმცა ყველას წინადადების განხილვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებ ეს გადქაწყვეტილება საუკეთესო იქნება სამივე მხარისათვის. ყველა კლუბს აქვს შანსი, თუმცა “ბარსელონა”  უკეთეს პირობებშია.”

Advertisements