http://sana.ge/img.php?file=uploads/41463.jpg&width=270

“მადლობა ჩემს მშობლებს და მარკუსს იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩემს გვერდზე არიან და ნურის იმისთვის, ასე ძლიერ რიმ ვუყვარვარ”.

ნაწილი II

ამ დროს მოხდა ის, რაც დროთა განმავლობაში ცვლის კლუბის ისტორიას: კონტრაქტის გაფორმება ლიონელ მესისთან. მახსოვს, როდესაც მან ჩვენთან ვარჯიში დაიწყო იმდენად პატარა იყო, რომ მასთან მიკარების გვეშინოდა, ვშიშობდით, მისთვის ტკივილი არ მიგვეყენებინა. თუმცა მწვრთნელებმა გვითხრეს, რომ ის საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ჩვენ ვერ ვახერხებდით მის შეჩერებას. ის საოცრად სწრაფად დარბოდა. დღემდე ნათლად მახსოვს მესის მეორე ოფიციალური მატჩი, როდესაც იგი საშინელი ტრავმის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მან ფეხი მოიტეხა. ამ საშინელი ტრავმის შემდეგ იგი სწრაფად გამოჯანმრთელდა და დაიწყო ზრდა, როგორც ფეხბურთელმა. დღეისთვის კი მას “ოქორს ბურთი” აქვს მიღებული და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.

  სკოლაში ყოველთვის ვცდილბდი ფეხი ამეწყო ჩემი თანაკლასელებისთვის, მაგრამ წლიდან წლამდე სწავლა სულ უფრო რთულდებოდა. გაკვეთილების შემდეგ, საღამოს 5 საათზე, ბონანოვას მოედანზე ავტობუსში ვჯდებოდი, რომელსაც პირდაპირ სავარჯიშო მოედან “მინი ესტადიზე” მივყავდი. ვარჯიში 6 საათზე იწყებოდა და ჩვეულებრივ 8-ის მერე მთავრდებოდა. შემდეგ შხაპს ვიღებდი და მშობლებს სახლში მივყავდი. ვსადილობდი, შემდეგ კი საღამოს 10 საათამდე საშინაო დავალებებს ვასრულებდი, ეს ყოველივე კვირაში 4 დღეს მეორდებოდა, ხოლო შაბათობით გვქონდა თამაში. თავისუფალი დრო არ მქონდა, რათა ის მეგობრებთან გამეტარებინა, მათთან ერთად მეთამაშა. მე ეს ყოველივე გამოვტოვე, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ მთელი ეს ძალისხმევა და მსხვერპლი ამად ღირდა.

  როდესაც 6 წლის ვიყავი, ლა საიე ბონანოვას სკოლის პირველ კლასში მივედი. იქ გავიცანი  ის ადამიანი, რომელიც შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა – ალბერტ პედრეტო. ლა საიეში მასწავლებლებს ჩვევად ჰქონდატ ბავშვების მერხებთან  ანბანის მიხედვით გადანაწილება, ამიტომ ჩვენი გვარების წყალობით ყოველთვის ერთად ვიყავით.დღემდე მახსოვს პირველი შეკითხვა, რომელიც მან დამისვა, როდესაც ერთმანეთს პირველად შევხვდით, ფეხბურთი გიყვარსო? ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი ასე სწრაფად დამეგობრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ფეხბურთი ჩვენი მეგობრობის განუყოფელი ნაწილი იყო. ერთად ვასრულებდით საშინაო დავალებებს, სასკოლო ღონისძიებებზეც განუყრელად ერთად ვიყავით, სკოლის ეზოში ყოველთვის ერთ გუნდში ვთამაშობდით და ვიდეოთამაშსაც ერთად ვთამშობდით. რომელი პატარა ფეხბურთის გულშემატკივარი არ თამაშობდა მას?! ეს ნამდვილი გატაცება იყო! საბოლოოდ ჩვენ განუყრელი მეგობრები გავხდით. ერთ-ერთი საუკეთესო კურიოზი, რომელიც პედრეს შეემთხვა ხატვის გაკვეთილზე მოხდა. ჩვენ გვყავდა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების სახელებს ვერ იმახსოვრებდა და გაკვეთილებზე ეძინებოდა. ეს ძალიან თვშესაქცევი იყო, რადგან ის მე პედრეტოს მეძახდა, ხოლო ალბერტოს – პიკეს. თვეები გადიოდა, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩვენ გაკვეთილის დროს ვლაყბობდით, მასწავლებელმა ალბერტო გამოიძახა და უთხრა, წესიერად მოიქეცი, თორემ შენმა ამხანაგმა უკვე მიიღო ორიანი, შეიძლება შენც მიიღოო. სასწავლო წლის ბოლოს ნიშნები დაგვიწერეს. პედრეტეს დაუწერეს 2 და მე 4! და ეს ყოველივე იმის გამო, რომ მასწავლებლებს ჩვენი სახელები ერეოდა. ერთი წლის მერე ამ პროფესორმა, რომელსაც, სხვათა შორის, ასევე ძალიან უყვარდა ფეხბურთი, გაიგო, რომ “ბარსაში” ვთამაშობდი და ჩემი ნიშანი 5-ად გადააკეთა, სინამდვილეში კი საშინლად ვხატადი. მთელი ჩემი ცხოვრება სკოლას და ფეხბურთს ეკავა. კვირის განმავლობაში სხვა არაფრის დრო არ მქონდა. დიახ, სიმართლეა, რომ ზამთარში ყოველთვის თხილამურებით სასრიალოდ მივემგზავრებოდი ჩემს  ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადამიდგამს თხილამურებით. ელიტის წარმომადგენელ ფეხბურთელს საკუთარი თავისთვის თხილამურებზე სრიალის უფლების მიცემა არ შეუძლია, ტრავმის მიღების დიდი რისკის გამო, რამაც იგი სათამაშო პროცესიდან შიეძლება ამოაგდოს. ამასთან მრავალი ფეხბურთელის კონტრაქტი სპეციპიურია და მათ უკრძალავს სპორტის ამ სახეობით დაკავებას, რომელიც რისკთანაა დაკავშირებული.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გართობა სოკოს საკრეფად სიარული იყო. ყოველთვის მიყვარდა ქალაქიდან მთელი დღით გასვლა, რათა კატალონიის ტყეებში მეწოწიალა. ახლა, როდესაც ფეხბურთი ამის საშუალებას მაძლევს, მამაჩემის ოჯახთან ერთად მივემგზავრები სოკოს მოსაგროვებლად იმის იმედით, რომ კალათს სოკოთი ავავსებ. ამის სპეციალისტი ყოველთვის ბიძაჩემი ჯორდი იყო, მამაჩემის ძმა. მან ყოველთვის იცის, როდის უნდა შეაგროვო. საერთოდ, სოკოსადმი ლტოლვა მემკვიდრეობით პაპისგან, პეპეტასგან გვერგო, აცხონოს მისის სული ღმერთმა. მან ორმოცი წლის წინ პირველად წაიყვანა თავისი შვილები სოკოს მოსაგროვებლად ბარსელონას გარშემო მდებარე ტყეში. მან იცოდა მყუდრო ადგილი, სადაც შეიძლებოდა სოკოს მოგროვება. ისე, კლუბში ერთადერთი არ ვარ, ვისაც სოკოს შეგროვება უყვარს. არც ისე დიდი ხანია გავიგე, რომ ჩავიც სოკოს მოგროვების დიდი მოყვარულია.

ბარსელონას გარდა კიდევ არის ერთი ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, ეს არის სანტ ჟიმ დე ფრეიშენეტი. ეს დასახლება სეგარის რაიონშია და იქ 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. იქ დაიბადა მამაჩემი და იქვე ერთ ზაფხულს გაიცნო დედაჩემი. ის სანტ ჟის ერთ-ერთ რაიონ ალტადილში ატარებდა დროს, რომელიც ამჟამად მიტოვებულია. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, იქ ხშირად ჩავდიოდი, მამა დასვენების დღეებში ადგილობრივ გუნდში ფეხბურთს თამაშობდა. მიყვარდა მისი თამაშის ყურება და მოთმაშეების ფორმებით და ბუცებით სავსე ტომრების ტარება. ის თვადამსხმელი იყო და ბევრი გოლი გაჰქონდა. როდესაც წამოვიზარდე, მეც ვთამაშობდი ჩემს მეგობრებთან ერთად ბურთს ავიღებდი და კა ლა მარიასში  მივდიოდი  ჟაუმე ნოგესის მოსაძებნად. ყოველთვის ვარჩევდი მოედანს ფეხბურთის სათამაშოდ. მე ბურთს ვურტყამდი ის კი მე მაჩერებდა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გამოვიდა მეკარე. ახლა ის ტერსერში ბალაგერეში თამაშობს. კიდევ ერთი ადამიანი, რომლის დიდი მადლიერი ვარ ჟორდი დურანია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ბიძაშვილები ვიყავით, თუმცა ეს მთლად ასე არ იყო. ბავშვობიდან ჩვენ ერთად მივემგზავრებოდით ჩვენ ოჯახებთან ერთად თხილამურებით სასრიალოდ, ფეხბურთს ვთამაშობდით და ყოველთვის ერთ კომპანიაში ვიყავით. ყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მაქვს, სერვერში მივემგზავრები მასთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ. სანტ ჟიმეში ასევე მამაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ, პეტერი და ლინა და ძალიან მიყვარდა მათთან ჩასვლა. ძალიან მომწონდა მათი სახლი, იმიტომ, რომ პირველ სართულზე იყო უზარმაზარი დარბაზი, სადაც ბურთით თამაში შეიძლებოდა. თუმცა, ზოგჯერ, როდესაც მეტისმეტად ძლიერად ვურტყამდი ბურთს, ის ფანჯრებს ხვდებოდა და რა თქმა უნდა, მინები იმსხვრეოდა, მაგრამ ამის გამო არასდროს დავუსჯივართ. რამდენიმე წლის შემდეგ პაპაჩემი, პეპეტი, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში, გარდაიცვალა. მისმა სიკვდილამა ძალიან დამწყვიტა გული. მამა ხშირად მეუბნება, თუ ახლა პაპაშენი გხედავს, სიხარულისგან კვდება, იმიტომ, რომ ფეხბურთი უყვარდა და იმაზე დიდ კულე იყო, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად აღებულიო. დარწმუნებული ვარ, სადაც უნდა იყოს, თვალს გვადევნებს და ისე იღებს სიამოვნებას, როგორც იმ შემთხვევაში, ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო. იმ დღიდან ბებია სანტ ჟიმეში მარტო დარჩა, როგორც კი საშუალება მეძლევა, მაშინვე მასთან ჩავდივარ, ვინაიდან მას ძალიან ვუყვრვარ და ძალიან ეამაყება, პიკეს ბებია რომ არის.ჩვევად აქვს ყველა იმ სტატიის შენახვა, რომელშიც ჩემზე წერენ. როდესად მასთან ჩავდივარ, ყოველთვის მიმასპინძლდება ტიპიური, კალტალონიური ტორტით. ბებია ისე ამზადებს, რომ თითებს ჩაიკვნეტ.

ერთ-ერთი შემთხვევა, როდსაც სასარგებლოა ქუჩაში გასვლა, დიდი ფიესტაა. ხალხი ერთ დიდ ოჯახად იქცევა, გამოდის ქუჩებში, სადაც ჯადოსნური ატმოსფერო სუფევს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერასოდეს ვახერხებ იქ წასვლას, იმიტომ, რომ ის ყოველთვის საფეხბურთო სეზონს ემთხვევა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც მოვხვდები ამ დღესასწაულზე. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს ჩემს მშობლებზე, ძმაზე, მარკზე. ჩემთვის ისინი საუკეთესო მშობლები არიან მთელ მსოფლიოში. ყველაფერი, რაც ჩემშია, მათი დამსახურებაა. უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. ჩემ ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც არ იცოდი რა მეკეთებინა, როდესაც თავს ვკარგავდი და ისინი ყოველთვის სწორ გზაზე მაყენებდნენ. ვფიქრობ, ვერადროს მოვახერხებ იმ ვალის გადახდას, თუმცა მაინც შევეცდები. ბავშვობაში დედა მირჩევდა, კარგად მესწავლა, მამა კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დიდ ფეხბურთში მოვხვედრილიყავი. მახსოვს, ერთხელ, გამოცდის წინა ღამით ვმეცადინეობდი, საშინლად მეძინებოდა და ჩამეძინა. დილის 6 საათზე გამეღვიძა და დედასთან მივედი დახმარების სათხოვნელად.ის იმ დღეს მუშაობდა, მაგრამ ჩემი გულისთვის სამსახურში არ წავიდა და მამეცადინა.ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები იმ ძალიასხმევისთვის, რაც მან  გაიღო იმისთვის, რომ კარგად მესწავლა.

ადამიანები, რომლებიც მიცნობენ, ამბობენ, რომ ისეთივე ხასიათი მაქვს, როგორიც მამაჩემს, მაგრამ გარეგნულად დედის ასლი ვარ.ვფიქრობ, მართლა ასეა. ჩემს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ ფეხბურთი, ამისთვის მადლობა მამას. ჩვენი ტელევიზორი ყველაფერს აჩვენებდა: დაწყებული ფეხბურთით და დასრულბული ველოსპორტით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ კვირა დღეს ჩვენ ოჯახში. ჩემი ძმა, მარკი, ცალკე თემაა. სპორტი მისი გატაცება არ არის, თუმცა ფეხბურთი უყვარს.მეგობრებთან ერთად იუნიორთა ლიგაში თამაშობდა. გუნდს ერქვა GP3, ჩემი ინიციალები და ჩემი ნომერი. უდიდესი სიამაყის გრძნობას განვიცდი იმის გამო, მათ ასეთი სახელი შეარჩიეს. ყოველთვის მზად ვიყავი მათ დასახმარებლად და ზოგჯერ, როდესაც ამის საშუალება მქონდა, მათთნ ერთად ვთამაშობდი. გარდა ამის, მას ძალიან უყვარს “კამპ ნოუზე” მოსვლა, რათა ჩემთან ერთად ითამაშოს. მე ყოველთვის ვითხოვ ბილეთებს ჩემი მეგობრებისთვის. მომწონს მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნებულს მილოცვების მიღება. ისინი ყოველთვის მეუბნებიან: ჟერი, შენ ლიდერი ხარ! შენ ჩემპიონი ხარ! ყველაზე მეტად ჩემს ცხოვრებაში სადარდებელი ის მაქვს, რომ 4 წლის მანძილზე მარკის გვერდით არ ვიყავი. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მისი ბავშვობიდან უამრავი მომენტი გამოვტოვე. მე წავედი, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ხოლო როდესაც დავბრუნდი, ყმაწვილი დამხვდა. ვიცი, რომ მას ძალიან ვჭირდებოდი, ისევე, როგორც მე. მე ის ძალიან მაკლდა.

გაგრძელება იქნება …

Advertisements