“მადლობა ჩემს მშობლებს და მარკუსს იმისთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩემს გვერდზე არიან და ნურის იმისთვის, ასე ძლიერ რიმ ვუყვარვარ”.

ნაწილი  I.      ბარსელონა

თავი I. როგორც სხვა ნებისმიერი ბავშვი.

1987 წლის 2 თებერვალს დავიბადე. იმავე დღეს ჩემი პაპა ამაოდორ ბერნაბეუ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფისში მივიდა და კლუბის წევრად გამხადა. მან არ იცოდა, ვიქნებოდი თუ არა მომავალში „ბარსელონაში“ (ხომ შეიძლება ფეხბურთი არც კი მეთამაშა). მაგრამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ ჩემთვის „ბარსას“ სიყვარული დაებედებინა. პატარაობიდანვე ვხედავდი, რომ მთელი ჩემი ოჯახი ნამდვილი კულესი იყო და ახლა, წლების შემდეგ, მესმის, რომ ეს უდიდესი ბედნიერება იყო, რომ ახდა ჩემი ყველაზე სანუკვარი სურვილი, რომელზეც ბავშვობაში ვერც კი ვიოცნებებდი, მაგრამ ყველაფერი თანმიმდევრობით.

ჩემი ფეხბურთით გატაცება ერთი შემთხვევის შემდეგ დაიწყო, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც 17თვის ვიყავი, 1988 წლის 2 აგვისტო იყო. ბლანესში ვიყავი, ჩემი პაპა-ბებიის ქალაქგარეთ სახლში. ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აშენებული და ტერასაზე არ იყო მოაჯირი. ბურთით ვთამაშობდი. იმ დროს ბებია მონტსერატი სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა. იმ მომენტში ბურთი გადამივარდა და მისკენ გავიქეცი. იმის გამო, რომ მოაჯირი არ იყო, ქვევით ჩავვარდი, დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლიდან. უგონო მდგომარეობაში ვიყავი, სახით მიწაში ჩარჭობილი. ბებიამ მაშინვე სასწრაფო გამოიძახა. ბანესის საავადმყოფოში რეანიმაციაში მიმიყვანეს, მაგრამ იქ განაცხადეს, რომ ტვინის სკანირებისთვის საჭირო აპარატურა არ ჰქონდათ და გადაწყვიტეს ბარსელონაში გადავეყვანეთ. ვალ დე ებრონის საავადმყოფოში, სადაც დედაჩემი მუშაობდა. სკანირება გამიკეთეს და ძვლის მოტეხილობა დამიდგინეს. 2 საათი უგონო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ნელ-ნელა ჩემი მდგომარეობა უმჯობესდებოდა და რვა დღის შემდეგ გამომწერეს, ჯანმრთელი და საღსალამათი. მე არაფერი მახსოვს, მაგრამ ბებია ამბობს, რომ ის დღე არასდროს დაავიწყდება.

საერთოდ, ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ამბობენ, რომ დაბადებიდანვე მიყვარდა ფეხბურთი და განსაკუთრებით „ბარსა“. არასწორად გამოვთქვამდი სახელებს; მაგალითად, სტოიჩკოვი ჩემთვის სტოფიკო იყო და ვერაფრით მივმხვდარვარ, როგორ ამიყვანეს „ბარსაში“, როდესაც ჯერ კიდევ არაფერს წარმოვადგენდი. ბებიაჩემი მონტსერატი ამბობს, რომ როდესაც პატარა ვიყავი, ყველაფერი ჩემთვის ფეხბურთს უკავშირდებოდა. ერთხელ პაპა ამადორი სახლში მოვიდა და თქვა, რომ სანტიაგოში უნდა წასულიყო სამსახურის საკითხებზე. მე ვკითხე, პაპა, რატომ მიდიხარ „სანტიაგო ბერნაბეუზე“? მეორეჯერ პაპას ფრანგ კლიენტთან ჰქონდა შეხვედრა და როდესაც ბებიამ თქვა, რომ ეს სენიორი ესპანურად ვერ ლაპარაკობდა, მაშინ მე ვიკითხე: „ამ სენიორს შეუძლია „ბარსაზე“ ლაპარაკი“?

შემოდგომის ერთ დრეს, როდესაც 6 წლის ვიყავი, მამამ გასინჯვაში მონაწილეობის მისაღებად, „ტორნეო სოციალზე“ წამიყვანა. თუ აგირჩევენ გუნთან თამაში შეგეძლება, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში შერჩეული ბავშვებიდან არის შექმნილი. ტესტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა გვეთამაშა მატჩების სერია სხვადასხვა ქალაქების ბავშვებთან, რათა კომისიას შენი თამაშის დონე შეეფასებინა. გამიმართლა და ეს გამოცდა გავიარე და უკვე რამდენიმე დღის შემდეგ „ბარსას“ სტადიონის მახლობლად ვთამაშობდი. „ტორნეო სოციალის“ მონაწილე გუნდები კატალონიის მდინარეების სახელებს ატარებდნენ. ჩემ გუნდს „ ანოია“ ერქვა და იასამნისფერი ფორმა ჰქონდა. იქ 9 წლამდე ვთამაშობდი.

დღესაც, ისევერ როგორც მაშინ, „ბარსას“ არ ჰყავს ბავშვების გუნდი. ყველა ბავშვი Agrupacion de penas-ში” მიჰყავთ, იქ ისინი ერთი წელი რჩებიან, შემდეგ „ბარსას“ უშუალოდ  უმცროს გუნდში გადადიან.ასეიყო ჩემს შემთხვევაშიც. იმ დღეს, როდესაც ბოლო მატჩს ვატარებდი Agrupacion de penas-ის”  შემადგენლობაში, შემატყობინეს, რომ „ბარსას“ „Eleven b-ში“ მიმიღეს, ენით ვერ აღვწერ, რა გრძნობა დამეუფლა მაშინ.

თავი II. დღე და დღე „ბარსას“ კანტერაში.

მშვენივრად მახსოვს ის დრო: 1997-98 წლების სეზონი იყო. ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო: თანაგუნდელები, სავარჯიშო კომპლექსები, კლუბში მომუშავე ადამიანები… იმან, რომ „ბარსელონას“ ნაწილი გავხდი უამრავი პრივილეგია მომანიჭა. შენ გჩუქნიან ფეხსაცმელს, გირეცხავენ ფორმას… ანუ შენს მოვალეობაში მხოლოდ ვარჯიშები და თამაშები შედის. მალე მივხვდი, რომ ეს რეალური პრივილეგიები იყო. ნებისმიერი ჩემი თანატოლი ისურვებდა ჩემ ადგილას ყოფნას.

პირველი წელი რთული იყო, ყველანი ახლები იყვნენ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა თამაშების მოგება. ამასთან, კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა. ის, რომ ჩვენ მეტოქეებზე ერთი წლით უმცროსები ვიყავით, ჩვენ ასაკში კი ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ლიგაში ვერგამარჯვება ისეთი კლუბისთვის, როგორცი „ბარსაა“ ჩავარდნის სინონიმი იყო. ამ  მიზეზით ბევრ ბავშვს მოუხდა გუნდის დატოვება.

იმ წლებიდან ასევე დამამახსოვრდა ის, რომ „ბარსას“ მთავარი გუნდის მწვრთნელი ლუის ვან გაალი გახდა. ყველაფერი შესანიშნავად აეწყო: პირველივე სეზონში ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ. იმ დროს პაპაჩემი ამადორი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო და გუნდთან ერთად მუდმივად მგზავრობა უწევდა. თანდათან ისინი დამეგობრდნენ და საფეხბურთო სეზონის დასრულების დღეს პაპამ ვან გაალი ჩვენთან მოიწვია სადილად. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ვან გაალი და მისი მეუღლე მოვიდნენ, ჩვენ მას ტერასაზე ველოდებოდით. ჩვენ ოჯახთან მისალმების შემდეგ ვან გაალი, რომელმაც უკვე იცოდა, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი, ჩემთან მოვიდა, მისასასლმებლად ხელი გავუწოდე, მაგრამ მან ისეთი ძალით დამარტყა, რომ იატაკზე დავეცი. გაოგნებული ვიყავი, არაფერი მესმოდა და ამ დროს მან წარმოთქვა ფრაზა, რომელიც არასდროს დამავიწყდება: „შენ ვერასოდეს გახდები ცენტრალური მცველი“. მე გავფოთრდი, მეტყველების უნარი დავკარგე. ის არ იცინოდა და მე არ ვიცოდი რა მეფიქრა: ხუმრობად მიმეღო თუ, სერიოზულად ჩამეთვალა. საბოლოოდ, როდესაც უკვე ჩემთვის გადავწყვიტე, რომ მან ეს სერიოზულად თქვა, მთელმა ჩემმა ოჯახმა სიცილი დაიწყო და თქვა, რომ  ვან გაალის ეს ეს მახვილგონივრული ქმედება უბრალოდ  თავშესაქცევი ხუმრობა იყო. ეშმაკმა დალახვროს, ეს რა ხუმრობა იყო? მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც კლუბში ვარჯიშების დროს მხვდებოდა, ყოველთვის დიდ სითბოს და სიყვარულს იჩენდა ჩემს მიმართ და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე.

ჩემი გუნდისათვის პირველი წელი ნამდვილი ჩავარდნა იყო, მაგრამ შემდეგი სეზონისათვის ყველაფერი შეიცვალა. ჩვენთან ისეთი ბრწყინვალე მოთამაშეები მოვიდნენ, როგორებიც ცესკ ფაბრეგასი და ვიქტორ ვალდესი არიან, რომლებიც მატაროდან და ლა დამიდან ჩამოვიდნენ და რომლებმაც ამ დროისთვის მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: ერთი ლონდონის „არსენალის“ კაპიტანია, მეორე კი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში თამაშობს. ჩემი წარმატების გასაღებს კი მწვრთნელი როდოლფ ბორელი „როდო“ წარმოადგენდა, რომელმაც ჩვენგან გამარჯვებული გუნდი შექმნა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბევრი რამით ვარ დავალებული როდოსგან და ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სწორედ ის არის ის მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთის თამაში მასწავლა, რომელმაც“ბარსას“ ფილოსოფია შექმნა და რომელსაც თავიდანვე სჯეროდა ჩემი. იგი დღე-ღამეში 24 საათს გუნდთან ატარებდა და ყოველთვის სურდა, რომ ჩვენ საუკეთესოები ვყოფილიყავით.

იმავე წელს ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი და კატალონიის თასი, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდა ბრიუნეტში გამართული ტურნირი, სადაც ფინალში ჩვენ მადრიდთან დავმარცხდით. 11 წლის ბავშვისთვის ეს ტურნირი ოცნების ზღვარს წარმოადგენს. მატჩების ტრანსლაცია ტელევიზიით, მატჩები მახლობელი ქალაქების ყველა გუნდთან, პრესაში გაშუქება – ეს იყო ყოველივე მეტად მნიშვნელოვანი. შესანიშნავი გუნდი გვყავდა, ისეთი მოთამაშეებით, როგორიცაა ვალიენტე, რომელიც ამჟამად „სევილიაში“ თამაშობს. პედრასა, რომელიც „ესპანიოლ ბ-ში“ თამაშობდა, ცესკი და ვიქტორ ვასკესი. ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებულები ამ ტურნირისათვის, მთელი სეზონი დამაჯერებლად ვთამაშობდით და ბუნებრივია, რომ გამარჯვების იმედი მქონდა. ძალიან მინდოდა მადრიდის დამარაცხება, მაგრამ ვერ შევძელით. ეს იყო ერთადერთი შემთხვვა, როდესაც დამარცხების გამო ავტირდი, მაგრამ ეს ჩვენთვის ისეთი დარტყმა იყო… ჩვენ მთელი ეს ტურნირი შესანიშნავად გავიარეთ, მაგრამ ფინალში მადრიდელებმა უშანსოდ დაგვტოვეს და ჩვენ 2:3 დავმარცხდით. ჰეთთრიკი ლოპამ გაიფორმა, რომელიც ამაჟმად „ხიხონში“ თამაშობს. ასევე შემიძლია გამოვყო, გრანერო, რომელიც ამჟამად „რეალში“ თამაშობს. შემდგომი წლები ერთმანეთს ჰგავდა. ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით. თითქწმის 4 წრლი დამარცხების გარეშე ჩავატარეთ. იმ დროისთვის ისეთი მწვრთნელები გვყავდა, როგორებიც არიან ტიტო ვილიაონოვა, ალბერტ ბენაიხესი და ალექს გარსია (თბილისის დინამოს მწვრთნელი). გულწრფელად ვიტყვი, რომ ყველა მათგანი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. სამ მწვრთნელთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ტიტოს თითქმის ყოველდღე ვხვდები „ბარსაში“, ბენაიხესი და ალექსი კანტერას ავარჯიშებენ, თუმცა ხშირად მოდიან მთავარი გუნდის ვარჯიშის სანახავად.

გაგრძელება იქნება…

Advertisements