ბოლო 3 წლის მანძილზე „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიდეტი“ მეორედ შეხვდნენ ერთმენათს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს 2 კლუბი დღეისთვის მართლაც საუკეთესოა ევროპაში, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვება კატალონიურმა კლუბმა იზეიმა, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „ბარსას“ დღეისთვის ვერავინ შეედრება. მსოფლიოში ბევრი მაღალი დონის კლუბია, მაგრამ საუკეთესონი მხოლოდ ერთეულები არიან. როგორც „ბარსელონას“, ისე „მანჩესტერის“ თამაში და მისი ფილოსოფია ზოგს შეიძლება მოსწონდეს, ზოგისთვის კი საკამათო იყოს, მაგრამ მათი დიდებულების ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად სისულელე იქნება. გამორჩეული კაშკაშა თამაშითა და ბრწყინვალე შედეგებით მათ დიდი ხანია დაიმსახურეს ადგილი ფეხბურთის ღმერთების პანთეონში. შეხედავ, ცოცხალი ადამიანები არიან, არადა, ჯადოქრულად თამაშობენ. მათი თამაში არავისში აგერევათ.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამ ორი დიდებული კლუბის დაპირისპირება ფინალურ მატჩში ლეგენდარულ „უემბლიზე“ შედგა, რომლის ტრიბუნებზეც, რა თქმა უნდა, სრული ანშლაგი იყო, გუნდების სასტარტო შემადგენლობის გაცნობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მწვრთნელებს, ხოსეპ გუარდიოლასა და ალექს ფერგიუსონს, რაიმე სიურპრიზი არ შემოუთავაზებიათ. ის, რომ „ბარსელონას“ კაპიტანი, პუიოლი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და არა მოედანზე იმით აიხსნებამ რომ კარლესს ტრავმის გამო სათმაშო პრაქტიკა აკლდა.  ერთი ცვლილება იყო „მანჩესტერის“ შემადგენლობაში, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ფერგიუსონმა ერთი ბრაზილიელი რაფაელი, მეორეთი, ფაბიოთი შეცვალა, დანარჩენი ყველაფერი ისე იყო, როგორც  უნდა ყოფილიყო. თამაში კი სტუმრის როლში მყოფი „მანკუნიანელების“ შეტევებით დაიწყო, რომლებიც საკმაოდ  აქტირუობდნენ და  და შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. „მანჩესტერი“ მოქმედებდა პრინციპით, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და პირველი 10 წუთის განმავლობაში კატალონიელები საკუთარ ნახევარზე ჩაკეტა. ასეთმა დასაწყისმა „ბარსას“ ფეხბურთელები ოდნავ გააოგნა, ისინი ამას აშკარად არ მოელოდნენ და მაშინვე ვერ გამოძებნეს საშუალება რაც შეიძლება მეტოქის ასეთი თმაშისთვის დაეპირისპირებინათ. მართალია, მატჩის ამ მონაკვეთში „მანჩესტერს“ მეტოქის კართან შექმნით არაფერი შეუქმნია, მაგრამ არც მეტოქისთვის მიუცია ამის საშუალება. დაწყებული მე-10 წუთიდან კი თამაში ჩვეულ რიტმში გადავიდა, ჩვეული რიტმი „ბარსელონასთვის“. მათ ხელთ იგდეს უპირატესობა და ბურთზე კონტროლი დააწესეს. ისინი დიდხანს აგორავებდნენ  წინ და უკან, მოედნის გასწვრივ და მეტოქს აიძულებდა უბურთოდ ერბინა. „მანჩესტერი“ ცდილობდა გრძელი გადაცემებით დასარტყმელ პოზიციაზე გაეყვანა ხავიერ ერნანდესი, მაგრამ  ეს უკანასკნელი რეგულარუად თამაშგარე მდგომარეობაში ხვდებოდა. ამ დროს „ბარსა“ გაცილებით მრავალფეროვნად უტევდა და თანდათან სულ უფრო უჭირდათ „სტუმრების“ მცველებს კატალონიელთა შეტევების მოგერიება. პირველი საგანგაშო სიგნალი „მანჩესტერისთვის“ მე-15 წუთზე გაისმა, როდესაც ჩავის გადაცემის შემდეგ პედრომ კარში ზუსტად დაარტყმა ვერ შეძლო. კარში ორჯერ დარტყა დავიდ ვილიამ, ერთხელ სიზუსტე დააკლდა, მეორედ ეშმაკობა. ვან დერ საართან თითქმის პირისპირ გასული ლეო მესის გაუვნებელყოფა შესანიშნავად შესრულებული ვარდნით ნემანია ვიდიჩმა შეძლო. „ბარსელონას“ შეტევებმა შედეგი 27-ე წუთზე გამოიღო. ამჯერად პედრომ ჩავის გარჯა დაუფასა და მისი გამოზომილი გადაცემის შემდეგ ახლო კუთხეში გაიტანა გოლი. ამ მომენტში აშკარად შეცდა „მანკუნიანელთა“ კარის დარაჯი, რომელიც თავის ბოლო მატჩს ატარებდა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში. გაშვებული გოლის შემდეგ „სტუმრები“ ისევ გააქტიურდნენ და 7 წუთში გაათანაბრეს ანგარიში. რუნიმ და გიგზმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგც უეინი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ისე დაარტყა, რომ ვიქტორ ვალდესს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ანგარიშის შეცვლის უფრო მეტი შანსი „ბარსას“ ჰქონდა. ამის გაკეთება შეეძლოთ ინიესტას, პედროს და მესის, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდათ. შესვენების შემდეგ კატალონიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ისინი უკვე სრულიად აკონტროლებდნენ ბურთსაც და შესაბამისად თამაშსაც.  მეორე ტაიმის საწყის წუთებში ჯერ ჩავის შეეძლო გოლის გატანა, შემდეგ ინიესტას, მაგრამ „მანჩესტერის“ მცველები თამაშობდნენ საიმედოდ და ბურთი მეკარემდე არც მისულა. ასევე ევრამ ითამაშა საიმედოდ, როდესაც დანი ალვეშის დარტყმულ ბურთს მესი ამატებდა. და მაინც, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირმა მიზანს მაინც მიაღწია, მან ბურთი ჩავისგან მიიღო, მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და დაარტყა. მესის ეს ქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც მცველების, ისე ვან დერ საარისთვის და შედეგად, ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. მალე არგენტინელ გენიოსს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ჰოლანდიელ მეკარეს ვერ აჯობა. ამის შემდეგ ვან დერ საარმა ჩავის დარტყმაც მოიგერია და ინიესტასიც. „მანჩესტერის“ დამრიგებელმა თამაშის ბედის შემოსაბრუნელბად შეცვლებს მიმართა. ფაბიოს ნაცვლად მოედანზე ნანი შემოუშვა, რასაც მალე მესამე გოლი მოჰყვა „მანკუნიანელთა“ კარში. კატალონიელთა შეტევის დროს „სტუმრების“ მცველებმა ვერაფრით მოახერხეს ბურთის საკუთარი საჯარიმოდან გამოტანა და სერხი ბუსკეტსის გადაცემის შემდეგ ვილიამ გოლის გატანის შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ამ გოლის შემდეგ მატჩის დასრულებამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ დროის გაყვანა კატალონიელებზე უკეთ არავის ეხერხება. ( 😀 )    მართალია, რაღაც მომენტები მათ კართან იქმნებოდა, მაგრამ „მანჩესრტერელთა“ თამაშში უკვე სასოწარკვეთილება იგრძნობოდა და აშკარა იყო, რომ ასეთი თამაშით „ბარსელონასთვის“ 2 ბურთის გაქვითვა შეუძლებელი იყო. ამრიგად, „ბარსელონამ“ რიგით მოეთხე ჩემპიონთა თასი მოიგო და ვის მოუბრუნდება ენა, რომ  დაუმსახურებლად? (გაუხმეს ენა 2-ჯერ 😀 )

„უემბლიზე“ „ბარსელონას“  გამარჯვების კულმინაციურ მომენტად კი იქცა არა მესის ან ვილიას გოლი, ან მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა, არამედ დაჯილდოვების ცერემონიალი, როდესაც მოედანზე შეცვლაზე შესულმა კარლეს პუიოლმა თავისი კაპიტნის სამკლაური ერიკ აბიდალს გადასცა და სწორედ მან მიიღო ჩემპიონთა თასი უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ხელიდან და პირველმა მან აღმართა იგი თავს ზევით. სწორედ მას მიუძღვნა გუნდმა თავისი წარმატება, ვინაიდან არც ისე დიდი ხნის წინ, 17 მარტს მან ოპერაცია გადაიტანა, რომლის დროსაც ღვიძლზე ავთვისებიანი სიმსივნე ამოჰკვეთეს. ამ ყოველივეს მიუხედავად იგი მოედანზე ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და შესანიშნავადაც ითამაშა. რაც შეეხება ჩვენი საამაყო კაპიტნის ქმედებას, ეს მისი მხრიდან ღირსეული და გულისამაჩუყებელი საქციელი იყო.

შემადგენლობები:

„ბარსელონა“: ვალდესი. დანი ალვეში ( კარლეს პუიოლი 88). მასკერანო. პიკე. აბიდალი. ინიესტა. ჩავი. ბუსკეტსი. პედრო.(აფელაი 90). მესი. ვილია (კეიტა 88).

„მანჩესტერი“: ვან დერ საარი. ევრა, ვიდიჩი. ფერდინანდი. ფაბიო (ნანი 69). კერიკი (სქოულზი 77). გიგზი. პარკ ჩჟი სუნი. ვალენსია. ხ. ერნანდესი. რუნი.

გოლები: პედრო (1:0, 27), რუნი (1:1, 34), მესი (2:1, 54), ვილია (3:1, 70).

Advertisements