Spring Rain Flowers

ანთ ნაწვიმარი მარმაში მეცვა,
ქარმა მაჩუქა ფერი მძივების,
მცხეთის უბიდან ვუმზერდი ზეცას
და შენზე ფიქრით ვერ ვიძინებდი.
გზებს გავყოლივარ, ბილიკს თოვლიანს
და ქარიშხლებთან მქონია დავა,
შენ ერთგულება არ გითხოვია,
მე ქვეყნად შენი ერთგული დავალ.
ცალირემივით ვტოვებდი ქალაქს,
რომ ტყის დუმილში ლექსზე მელოცა,
შენ ისევ ლურჯი თვალები დაგაქვს,
მე ისევ ბავშვის გული შემომრჩა.
პატარა ქალი, პატარა გული
და სიყვარულით სავსე თვალები,
მე ნაწვიმარი, ვით გაზაფხული,
არ გეყვარები?

ნაზი კილასონია

Advertisements