09.05.1945

დღეს 9 მაისია, საბჭოთა არ მიის მიერ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე. იყო დრო როცა ამ დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ, დღეს კი საზოგაოდებაში არაერთგვაროვანი რეაქციაა – უფროს თაობას უყვარს. უმცროსებიდანაც გვიყვარს მათ, ვინც აცნობიერებს, რომ ეს ჩვენი ბებიების და პაპებისთვის დიდი დღესასწაული იყო (მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიაა მხოლოდ), მათ იბრძოლეს იმისთვის რისიც სჯეროდათ და მიაღწიეს კიდეც გამარჯვებას… ისტორიას ვერ შევცვლით, ხოლო დამახინჯება ან დაკნინება ჩვენივე სისუტე იქნება.

ზოგიერთი ბლოგერი კი ზუსტად ფორმითა გამოეხმაურა ამ დღეს: რაიხსტაგზე აღმართული დროშა დადგმული იყო, ხოლო ამერიკელების მიერ 1945 წლის თებერვალს დროშის აღმართვის მომენტი ნამდვილიო… რატომ არ უშვებენ იმას, რომ ორივე შეიძლება იყოს დადგმული? 🙂 ასეთ დროს ფოტოგრაფის იქ ყოფნა, მართლა წარმოუდგენელია, თან იმ დროს. მაგრამ არც ერთ გამარჯვებას და არც ფოტოხელოვნებას არ აკნინებს ეს ფოტოები – მოდი, სცადეთ ასეთი ფოტოს გადაღება, თუნდაც საკუთარი სახლის სახურავზე დადგით ეს სიუჟეტი 🙂 ფოტოგრაფიის ელემენტარული პრინციპების არ ცოდნა არ ეპატიება მას, ვინც მართლა დიდ სამუშაოს ეწევა და ფოტომატიანეს აცნობს მკითხველს.

9 მაისს ევროპის დღე აღვნიშნოთო – ესეც სასაცილოა და წინაპართა ღვაწლის არ დაფასება. თანაც რომელ ევროპაზე მელაპარაკებით კავკასიური მენტალიტეტის ქართველები?? ამ “ევროპელების” უმრავლეოსობას ისევ არ მოსწონს ქალი საჭესთან და ვერ წარმოუდგენიათ IT ქალი 🙂 (ამ საკითხს ვრცელ პოსტს მივუძღვნი მოგვიანებით). იშვიათია კაცი, რომელსაც, რომ უთხრა მავანი ქალი ძალიან კარგი მძღოლიაო, ცერად არ შემოგხედავს და დაგიჯერებს 🙂

ამიტომ ჯერ საკუთარ თავში გავერკვეთ და მერე ვცადოთ ისტორიის შეცვლა. ან რატომ არ უნდა მოვეფეროთ ომის ვეტერანებს, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია და მათთან გათანაბრებულ პირებს? (ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი, ესაა ადამიანი, რომელიც სამშობლოში არანაკლებ სამუშაოს ასრულებდა, ომში წასულთა დასახმარებლად, ან აქ გაჭირვების შესამსუბუქებლად).

არავინ ამბობს, რომ აღლუმი გავმართოთ ამ დღეს, ან ტაშ-ფანდურა, მაგრამ ვეტერანების პატივისცემაში რას ხედავთ ცუდს? ისედაც იმდენი სიმწარე გამიარეს და რატომ დავაკნინოთ, შეურაცხვყოთ, ის რაც მათთვის ძვირფასია? კი ბატონო, აღნიშნეთ ევროპის დღე, მაგრამ ნუ შეეხებით ჩვენი წინაპრების ამაგს ცუდად… მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფილოსოფოსს და ჰეგელის თაყვანისმცემელს განსხვავებული აზრი მაქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით (ამ საკითხების ცოდნაც არასრულფასოვანი ჰქონია, ჩემს მიერ ნახსენებ ბლოგერს, სამწუხაროდ.ტრადიციული,ბანალური შეხედულება ვნახე მხოლოდ).

არაა ეს ის დღე, როცა უნდა დავიწყოთ ფოტოს ნამდვილობა-არანამდვილობაზე საუბარი, ან იმაზე, სხვანაირად რომ დასრულებულიყო ეს ომის  რა იქნებოდა… დღეს უბრალოდ ვეტერანების პატივისცემის დღეა, რადგან ეს გამარჯვება ნამდვილია!!!

ომის ვეტერანი იყო პაპაჩემი, დიმიტრი კევლიშვილი და ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი, პაპიდაჩემი – ნინო კევლიშვილი. სწორედ  მინდა მივუძღვნა მომდევნო პოსტი… (პაპიდაზე ვისაუბრე ადრე).. პაპა აღარაა… მათ კი ვინც არიან, მინდა მოვეფერო ამ პოსტით და მივულოცო ეს დღე. დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მშვიდობიან საქართველოს გისურვებთ…

Advertisements