ოჯახური ძალადობის პრობლემა საქართველოში და მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია და ამ ეს თემა ჩვენს ბლოგზეც განვიხილეთ ცოტა ხნის წინ.

საინფორმაციო საშუალებები თუ სხვა შოუები,  არ გვაკლებენ ძალადობის ამბების შესახებ სიუჟეტებს. ჟურნალისტები და წამყვანები გულში ჩამწვდომი ხმით, ვითომ ტრაგიკული სახით გვესაუბრებიან ამ თემაზე და გამოსავალზე არავინ არაფერს ამბობს…

ამ ბოლო დროს ქალების მიმართ ძალადობა გახდა განსაკუთრებით აქტუალური გასართობი შოუებისათვის და საღამოობით უამრავ ცრემლიან ისტორიას ვისმენთ… თუმცა ისტორია ისტორიად რჩება, არავის ახსენდება, თუ რა მძიმეა ძალადობის მსხვერპლისათვის ახალი ცხოვრების დაწყება, რაოდენ რთული ფსიქოლოგიური მომენტია, მოიკიბო ძალა და დააღწიო თავი მოძალადეს… მით უმეტეს,  არავის ახსენდება, რომ ამ შოუს შეიძლება უამრავი ქალბატონი უყურებს, ვინც თავადაც ხდება ძალადობის მსხვერპლი ოჯახში.

თუმცა რა გვიკვირს, სხვისი ტრაგედიაც ხომ შოუს ნაწილია, მაყურებლის მოზიდვის ხერხი და ა.შ. ხოლო,  კამერების გამორთვისთანავე მათ უბრალოდ ივიწყებენ და ისინიც რჩებიან ისევ მარტონი, საკუთარ დარდთან…

ძალადობის მხვერპლი იყო ჩემი მეობარიც. ვეძებდი დახმარების ცენტრს, სარეაბილიტაციო სახლს (დაახლოებით 6 თვის წინ) ძლივს მივაგენი ორგანიზაცია “სახლს”.  არადა, მე როგორც წესი არანაირი ინფორმაციის მოძიება არ მიწირს. უბრალოდ იმდენად მწირია ინფორმაცია ამ ცენტრების შესახებ,  პრაქტიკულად არავინ არაფერი იცის.

მადლობა ღმერთს, ბოლო დროს ტრიალებს სატელევიზიო რგოლი ამ ცენტრების შესახებ.. თუმცა ისიც ერთ არხზე და იშვიათად…

ჩემი ამ პოსტის მიზანიც სწორედ ესაა, ინფორმაცია სარეაბილიტაციო სახლებსა და დროებითი თავშეფაშესახებ. რომელიც ავიღე არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” ბროშურიდან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ორგანიზაციას, ამ ინფორმაციის ტავმოყრისათვის:

მაშ ასე:

ქალთა მიმართ ძალადობა არის ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც ქალს ფიზიკურ, სექსუალურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს.

1999 წელს, 25 ნოემბერი გაერომ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ დააწესა.

საქართველოში ძალადობის შემთხვევებიდან უმეტესად გვხვდება:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობა;
  • ეკონომიკური ძალადობა;
  • სტრუქტურული ძალადობა;
  • ინტელექტუალური;
  • ოჯახური ძალადობა.

ძალადობრივი ქცევის ელემენტებია

  • დაშინება
  • მუქარა
  • ცემა
  • იზოლაცია
  • ემოციური ძალადობა
  • ეკონომიკური ძალადობა
  • სექსუალური ძალადობა
  • ბავშვების გამოყენება
  • მამაკაცის უპირატესობის გამოყენება

თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები!
დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართე:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

  • ფსიქოლოგიური დახმარება;
  • გადაუდებელი და პირველადი სამედიცინო მომსახურება;
  • სამართლებრივი დახმარება;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფარი;

ტელ: 309 903
http://www.atipfund.ge

“სახლი”

  • ფსიქო-სოციალური;
  • იურიდიული და სამედიცინო კონსულტაცია;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფარი;

ცხელი ხაზი: 895 23-21-02;
ტელ: 98-90-80
http://www.saxli.gol.ge

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი”

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფარი;
  • იურიდიული, ფსიქოლოგიური, სოციალური დახმარება;

ცხელი ხაზი: 95-06-79
ტელ: 95-06-79
http://www.avng.ge

“საფარი”

  • ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია

ტელ: 22-45-02; 22-06-89

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

  • სამართლებრივი კონსულტაცია

ცხელი ხაზი: 99 50 76

Advertisements