აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებების ფართო სპექტრით.

იგი თავის თავში აერთიანებს სამი ძველი უმაღლესი სასწავლებლის გამოცდილებასა და ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, წარმატებით ნერგავს სწავლების თანამედროვე ფორმებს, რომ დამკვიდრდეს კონკურენტუნარიან უნივერსიტეტად, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი პარტრიოტული ურთიერთობები აკავშირებს ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებთან. მათ შორისაა: ,ისური-კოლუმბიის, მონტანას, მისური-როლას უნივერსიტეტებთან (აშშ), უელსის, ნოტინგემის უნივერსიტეტები (გაერთიანებული სამეფო), ანკარის უნივერსიტეტი (თურქეთი), ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია), ვერსალის უნივერსიტეტი, აქვიტანიის პედაგოგთა მომზადების საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (საფრანგეთი), ბამბერგის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტები (გერმანია), ბაქოს სლავური უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), ნეჟინის, ხმელნიცკის უნივერისტეტები (უკრაინა), გოეთეს ინსტიტუტი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისურ-კოლუმბიის უნივერსიტეტთან დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულობა, რომელიც 1997 წლიდან მოქმედებს და გაცვლითი პროგრამებით ყოველწლიურად ხდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტთა გაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკის, განათლების მართვისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით.

ხანგრძლივი ტრადიციებითა და ნაყოფიერებით გამოირჩევა, ასევე, თანამშრომლობა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტთან. ამ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, უინივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კი ეძლევა გერმანიის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი მივლინებებით გამგზავრების საშუალება. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორებიც რეგულარულად სტუმრობენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

2010 წლის ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი. შესაბამისად, 2011-2012 სასწავლო წლიდან აბიტურიენტებს უკვე შესაძლებლობა ეძლევათ ჰუმანიტარულ, სოციალურ და ტექნიკურ სფეროებთან ერთად სამომავლო პროფესიად აირჩიონ აგრალური მიმართულებებიც.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორატურა)სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალმხრივ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა მოდერნიზაცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რის შედეგადაც ის თავის კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

უნივერსიტეტში 2006 წლიდან ჩამოყალიბებულია იურიდიული კლინიკები, რომლებიც ემსახურება იმერეთის რეგიონის მოსახლეობას და სტუდენტები პრაქტიკოს იურისტებსა და პროფესიონალებთან ერთად ატარებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს.

წარმატებით ფუნქციონირებს “პროფესიული წვრთნის, გადამზადებისა და უწყვეტი ეკონომიკური განათლების” სწავლების ცენტრი.

ცენტრის პრიორიტეტია კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების სწავლება-გადამზადება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კომპიუტერული პროგრამა ორისით. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობით სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც სარგებლობენ.

უნივერსიტეტს გაფორმებული ავქ მემორანდუმები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კონტროლის პალატასთან.

მათი თანამშრომლები სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური სტუდენტებისთვის კითხულობენ სალექციო კურსებს, რაც წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების კარგ საშუალებას აძლევს. ამ გზით ათამდე კურსდამთავრებული უკვე მსახურობს კონტროლის პალატაში თბილისსა და ქუთაისში.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებას იწყებს უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი, რომელიც მსურველებს დაეხმარება ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, სპარსული, თურქული, არაბული, ებრაული, ჩინური, რუსული და ქართული (როგორც უცხო ენა) ენების სრულყოფილად შესწავლაში.

უნივერსიტეტს აქვს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკუთარი გამომცემლობა, კომპიუტერებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზები და ინტერნეტლაბორატორიები. ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს ხალხური ცეკვისა და სიმრერის სტუდენტური ანსამბლი.

აირჩიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც თვქენ გელით აქტიური სტუდენტური ცხოვრება, რომელიც ერთნაირად იქნება დატვირთული, როგორც ტანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობით, ასევე, საინტერესო კულტურული და სპორტული მოვლენებით.

Advertisements