მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავკაცს კვლავ ინგლისური კლუბის გაწვრთნა სურს, ის ამის მიზეზად ინგლისში “ბოლომდე მიუყვანელ საქმეს” ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მაურინიომ ლონდონის ჩელსი 2007 წელს დატოვა,  მან ლონდონელ “არისტოკრატებს” პრემიერლიგაში დიდი წარმატება მოუტანა, თუმცა ევროსარბიელზე უმაღლეს მწვერვალამდე ვერ მივიდა და კარიერა მილანის “ინტერში” გააგრძელა სადაც მან იტალიის ჩემპიონატიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც.

ამის შემდეგ მან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდულ კლუბთან, ერთი სეზონიც კი არ გასულა და უკვე ინგლისში გადაბარგებაზე დაიწყო საუბარი. სამწლიანი კონტრაქტის მიუხედავად მას უფრო ადრე სურს მადრიდის დატოვება.

 

“მე მენატრება ინგლისი და ჩემი შემდეგი სამსახური ინგლისში იქნება.” უთხრა მან Sun-ის ჟურნალისტს. “იქ დაუსრულებელი საქმე მაქვს დატოვებული, ვფიქრობ ინგლისსაც უნდა ჩემი დაბრუნება, არა? ეს იყო ყველაზე სასიამოვნო პერიოდი ჩემს კარიერაში.”


ჟოზე მაურინიო მადრიდული კლუბის უახლოეს მომავალზეა კონცენტრირებული და სურს გუნდი ნახევარფინალში გაიყვანოს. ამისათვის მას ლონდონის “ტოტენჰემის” ძლევა მოუწევს, რომელმაც “მილანს” “სან სიროზე” “კუდით ქვა ასროლინა” და თავის შანსს “რეალთანაც” დაელოდება.
“მე არ მსურდა ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირება “ინტერში” მოღვაწეობის დროს, რადგან მათთან თამაში ძალიან რთულია.” განიცხადა მან BBC Radio 5-ს. “ყველაფერი გავაკეთე ,რომ მათთვის მომეგო და მე ეს შევძელი, თუმცა ძაქლიან არასასიამოვნოა ჩემი მეგობრების წინააღმდეგ თამაში.”


“ძალიან რთული თამაში გველის “ტოტენჰემმა” მოუგო “ინტერს”, შემდეგ მოუგო “მილანს”, ისინი ძალიან ძლიერები არიან, ერთმანეთს კარგად უგებენ და ბედნიერი გუნდია, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ბედნიერ გუნდებთან თამაში ძალიან რთულია.”

 

 

Advertisements