https://i2.wp.com/farm4.static.flickr.com/3635/3346460195_2eb933c2c4.jpgკატალონიის “ბარსელონა” იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ტურში ისინი კვლავ მოახერხებს 5 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას და მე-11 ადგილოსან მადრიდულ “ხეტაფესთან” 3 ქულას მოიპოვებს,ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდმა ქალაქ სევილიაში “ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე” ადგილობრივ გუნდთან ფრე 1-1 ითამაშა და უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალს” 7 ქულიანი ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.

რამოდენიმე დღეა კლუბის ერთ-ერთ ფეხბურთელს, ფრანგ ერიკ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოუჩინეს, რამაც ყველა შოკში ჩააგდო, მას ოპერაცია 17 მარტს ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა და როგორც გაირკვა ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას “ბარსელონას” ისედაც კაცნაკლულ დაცვის ხაზში, შეგახსენებთ რომ გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი ტრავმირებულია და უკვე დიდი ხანია არ თამაშობს. მატჩი “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის შაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ამავე დღესაა დაგეგმილი მადრიდულ გრანდთა დერბი, მადრიდის “ატლეტიკოს” საშინაო არენა “ვისენტე კალდერონზე” ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები მადრიდის “რეალი” და მადრიდის “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან, აღნიშნული მატჩი დიდი ინტერესს იწვევს, ბუნებრივია არცერთი გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს.

უეფას ევროპის ლიგის მფლობელთა მწვრთნელ კიკე სანჩეს ფლორესს “წყალი აქვს შემდგარი”, კლუბი მისთვის არასაპატიო მე-7 ადგილზეა, ბოლო ხუთი მატჩი წაგების გარეშე აქვს ჩატარებული და დერბშიც ეცდება ქულების მოპოვებას. თავის მხრივ რეალი შეეცდება კვლავ არ გაზარდოს ჩამორჩენა კატალონიურ კლუბთან, ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში არიან და “ვისენტე კალდერონის” 3 ქულით დატოვებას შეეცდებიან.

 

შაბათს საღამოს აგრეთვე გაიმართება “რეალ სარაგოსასა” და “მალიორკას” დაპირისპირება, მატჩი ბალეარის კუნძულებზე “მალიორკას” საშინაო არენა “იბეროსტარ ესტადიზე” გაიმართება. “მალიორკას” ბოლო 5 მათციდან ერთადერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული და ცხრილის შუაში მე-10 ადგიზე იმყოფებიან, ხოლო მე-15 ადგილოსანი “რეალ სარაგოსა” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვის.

 

რაც შეეხება კვირას გასამართ მატჩებს, აქ აღსანიშნავია ბასკეთში გასამართი მატჩი ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ვილიარეალს” შორის, ორივე გუნდი ევროსაგზურებისათვის იბრძვის და საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იქნება, “ვილიარეალი” ესპანეთის პრიმერაში მესამე ადგილზე გასვლას ცდილობს და ბრინჯაოს მედლებისათვის იბრძვის, ხოლო ბასკური კლუბი მე-6 ადგილზეა, მიუხედავად ამისა ქალაქ ბილბაოს სტადიონ “სან მამესზე” მოგება ნებისმიერი მეტოქისათვის რთული საქმეა.

 

მე-14 ადგილოსანი ლა კორუნიის “დეპორტივო” მე-13 ადგილოსან სამხრეთ ესპანურ კლუბ “ლევანტეს” დაუპირისპირდება, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და საკუთარ “რიაზორზე” შეეცდებიან ლა კორუნიელები მეტოქეზე გადასწრებას.სანტანდერის “რასინგის” მეტოქე კი “რეალ სოსეიდადია”, ამ სეზონში “სოსეიდადი” ბევრად უკეთესი გუნდია, ხოლო “რასინგი” ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვის, აღნიშნულ სიტუაციაშია “მალაგაც”, რომელიც ბოლო ადგილზეა და რამოდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის მიუხედავად ვერ ახერხებს გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას, აღნიშნულ ტურში “მალაგა” ბარსელონას “ესპანიოლს” მიიღებს საკუთარ “ესტადიო ლა როზალედაზე” და შეეცდება მასთან თანაბარი ქულების მქონე “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” მძლეველ “ჰერკულესზე” და “ალმერიაზე” გადასწრებას, თავის მხრივ “ჰერკულესი” საკუთარ მოედანზე  ესპანურ “კერკეტ კაკალ” “ოსასუნას” ეთამაშება, ხოლო “ალმერია” სტუმრად ხიხონს ესტუმრება ადგილობრივ “სპორტინგთან” სათამაშოდ.

 

ტური კი დასრულდება ორშაბათს ღამის 12 საათზე, როდესაც ერთმანეთს ორი ესპანური გრანდი “ვალენსია” და “სევილია” ქალაქ ვალენსიაში “მესტალიაზე” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აღსანისნავია, რომ ორივე კლუბი ევროსაგზურებიდან გამოვარდა და აქცენტს ესპანეთის ჩემპიონატზე აკეთებს.

 

Advertisements