ლა კორუნიას “დეპორტივოსთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო მადრიდში ბრუნდებოდა და აეროპორტში ავტოგრაფების დარიგებით იყო გართული, როდესაც მასზე დანით შეტევა განხორციელდა.  

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი და “სამეფო კლუბის” მთავარი იმედი უბედურ შემთხვევას გადაურჩა რადგან მისმა დაცვის წევრმა რეაგირება მოასწრო და ჟოზეს მაგივრად მან მიიღო სხეულის დაზიანება, ის იღლიის მიდამოებში 4 სანტიმეტრიანი ჭრილობით  ლა კორუნიის  საავადმყოფოში მოათავსეს.
ესპანური “ელ პერიოდიკო” იუწყება:  “მოურინიომ ინციდენტის შემდეგ ავტოგრაფების დარიგება შეწყვიტა, მას უამრავი გულშემატკივარი უცდიდა ავტოგრაფის რიგში, საბედნიეროდ პირადი დაცვის თანამშრომელი ახლოს იმყოფებოდა და მან ის დიდი უსიამოვნებისაგან იხსნა, ჟოზე მოურინიო ამის გამო ძალიან დამწუხრებულია.”
მადრიდის “რეალის” ოფიციალური განცხადებით კლუბის მეთაურობა შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და მწვრთნელის პირადი დაცვის გაძლიერებას აპირებს.


სავარაუდოდ თავდამსხმელი მადრიდის “რეალის” თავგადაკლული გულშემატკივარია, მაურინიოს მოსვლის შემდეგ კლუბში დიდი სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა, მეტიც მან საკუთარი კარიერის მანძილზე ყველაზე დიდი ანგარიშით  “ელ კლასიკო”  წააგო და გუნდის ცოცხალი ლეგენდა რაული “შალკეში” გაასხვისა, აღნიშნულ დღეს კი ცუდ ფორმაში მყოფ ლა კორუნიულ გუნდსაც ვერ მოუგო და ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნული ინციდენტი არც თუ ისე მოულოდნელი იყო.

Advertisements