valentines_day

დადგა ვალენტინობა და დაიწყო ტრადიციულ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მის შესახებ… მოდი, გადავხედოთ ამ დღის ისტორიას მოკლედ: გადმოცემის თანახმად კლავდიუს II ჯარისკაცებს დაქორწინება აუკრძალა, რადგან ჩათვალა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულობს მფარველობდა და და მათ ჩუმად სწერდა ჯვარს. ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ დაიმალა და ის ორი ბრალდებით დააპატიმრეს: ქრისტიანების დახმარება და ჯვრის ჩუმად დაწერა… ციხეში იგი მას ზედამხედველის ბრმა ქალიშვილი შეუყვარდა და სიკვდილის წინ ბარათიც მისწერა, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით “შენი ვალენტინისაგან”.. აქედან მოდის სავარაუდოდ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი ვალენტინი ხდება თავისი გულისსწორისთვის, გოგონა კი ვალენტინა.

დღეს ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ლამაზი ლეგენდაა… თუნდაც ასე იყოს, რა ჯობია მაინც სიყვარულის დღის აღნიშვნას???

არის მოსაზრება, რომ მართლმადიდებლური არაა და მართლმადიდებელმა არ უნდა აღნიშნოს… მე პირადად ასეთი აკრძალვა მართლმადიდებლური ეკლესიისაგან ვერ ვნახე… რადგან ჩვენ როგორც წმინდანს, ისე არ ვცემთ თაყვანს ვალენტინს 🙂 მომდევნო და უფრო ბანალური, გაცვეთილი ფრაზები, რომლებიც მართლა მაღიზიანებს უკვე, ასეთია: “ყველა დღე სიყვარულის უნდა იყოს, რა საჭიროა ერთი დღე”… ამ მოსაზრების მიმდევრებს ალბათ არ უგრძვნიათ ჯერ ყოველდღიური რუტინის სიმწვავე და არსებობისთვის ბრძოლის სისასტიკე.. რა თქმა უნდა, როცა გიყვარს, ყველა წუთი მისთვის გინდა და გიხარია, მაგრამ ყველა დღეს დღესასწაულად ვერ აქცევ სამწუხაროდ, მრავალ მიზეზის გამო… ამიტომაც რატომ არ უნდა გამოიყენო ეს დღე პატარა ლამაზი დღესასწაულის მოსაწყობად?? დღესასწაულის, მხოლოდ ორისთვის… რა თქმა უნდა, კიდევ მრავალი ასეთი დღე უნდა მოუწყონ შეყვარებულებმა ერთმანეთს, მაგრამ რა უდგას ამ დღის აღნიშვნასაც წინ, თანაც თებერვლის უფერულ დღეებში… რატომ უნდა აიკრძალოს ეს დღე, არ მესმის… 🙂

მე პირადად 14 თებერვალთან მაქვს ერთი კარგი მოგონება: მე-11 (მაშინ დამამთავრებელი კლასი იყო მე-11) კლასში პატარა ლამაზი საღამო მოვიწყეთ კლასელებმა. ის დღე ახლაც კარგად მახსენდება და ხშირად მენატრება. ისედაც ვქეიფობდით ხშირად, მაგრამ ამ მიზეზით უფრო კარგი გამოვიდა რაღაც… თანაც რმ არა ვალენტინობა, იმ პერიოდში არავის მოუვიდოდა აზრად სუფრის გაშლა… 🙂

იმ დღიდან 8 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც გუშინდელივით მახსოვს ის ცივი დღე გარეთ და თბილი დღე ჩვენთვის… ვინც იმ საღამოს ვიყავით, იქიდან ბევრმა იპოვა თავისი მეორე ნახევარი და პირველ რიგში მათ და მერე ყველას მინდა მოგილოცოთ სიყვარულის დღე, ბედნიერ და ლამაზ სიყვარულს გისურვებთ ყველას… 🙂 რაც მთავარია – გულის ტკენა აგარიდოთ უფალმა სიყვარულში, ბედნიერები ყოფილიყავით!… 🙂

Advertisements