reasons-sex

თქვენი არ ვიცი და მე პირადად ამ სიტყვის გაგონებაზე მახსენდება სატელევიზიო რეკლამის სლოგანი “კინტრაცეფცია – თანამედროვე არჩევანი”. ეს მართლაც ასეა, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალებაა არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან თავის დასაცავად. თუმცა ჩვენთან ამ საკითხში უმეტესობა ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელია და რაც ყველაზე სამწუხაროა, არასასურველი ორსულობისაგან თავის დასაღწევად ერთადერთ გამოსავალს აბორტს ხედავენ…

ახლახანს რუსული სამედიცინო ბროშურა ჩამივარდა ხელში, სადაც განხილულია 10 მითი კონტრაცეფციის შესახებ. გადავწყვიტე მეთარგმნა და მიმეწოდებინა ის ჩემი მკითხველისათვის…

მითი 1. პირველი კონტაქტის დროს დაორსულება შეუძლებელია.

ეს მოსაზრება განსაკუთრებით მოზარდებშია გავრცელებული და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო – დაორსულებისაც და რაიმე დაავადების გადადების საფრთხე პირველივე აქტისას ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა კონტაქტის დროს.

მითი 2. შეწყვეტილი სქესობრივი აქტი – საუკეთესო საშუალებაა თავდაცვისათვის

ამ მეთოდს წყვილების საკმაოდ დიდი ნაწილი მიმართავს და მისი ეფექტურობა განისაზღვრება 75-80%-ით, რაც შეადარეთ ლატექსისგან დამზადებული თავდაცვის საშუალებებს, მათი ეფეტურობა განსაზღვრულია 99%-ით. როგორც მედიკოსები ამბობენ, სპერმის დაღვრა შეიძლება მოხდეს ორგაზმამდეც, ამ ემთხვევაში აქტის შეწყვეტას აზრი ეკარგება და ამიტომაც შედის ეს მეთოდი არაეფექტური საშუალებების სიაში.

მითი 3. შეუძლებელია დაორსულება მენსტრუალური ციკლის დროს

იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია დაორსულება ე.წ. კრიტიკული დღეების დროს. ქალი შეიძლება დაორსულდეს ციკლის ნებისმიერ დღეს, თუმცა ამის შანსები იზრდება მთლიანი ციკლის (28-30 დღე) შუა პერიოდში. ძალიან ხშირად ზუსტად ეს “კალენდარული მეთოდი” და შეწყვეტილი აქტი გვევლინებიან დაუგეგმავი ორსულობის მიზეზად.

მითი 4. შეუძლებელია დაორსულება ე.წ. "ფეხზე დგომელა პოზაში

ვერც ეს პოზა, ვერც “ჰამაკი” და ვერც სხვა რომელიმე პოზა ვერ დაგიცავთ ახალი სიცოცხლის ჩასახვისაგან, თუკი არ იყენებთ არანაირ კონტრაცეპტივს.

მითი 5. ორი პრეზერვატივი – თავდაცვის საიმედო გზაა

ორი პრეზერვატივის ჩამოცმა ერთმანეთზე – ეს ორმაგი რისკია, რომ მოხვდეთ უსიამოვნო სიტუაციაში. დიდი შანსია იმისა, რომ ორივე დაიხეს, ან მოგძვრეთ. გამოიყენეთ პრეზერვატივი მხოლოდ ისე, როგორც წერია ინსტრუქციაში, მისი გამოყენების შესახებ (ნეტა ვინმეს თუ მოსდის აზრად, პრეზერვატივის ინსტრუქცია იკითხოს მისი გამოყენების წინ? 😀 ავტ. ) ზოგადად კი, გამოყენების ფორმულა ძალიან მარტივია: ერთი ორგანო – ერთი პრეზერვატივი.

მითი 6. შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ საკმარისია კოიტუსის შემდგომი კონტრაცეპტივის (პოსტინორის ტიპის), ან ნებისმიერი ჰორმონალური პრეპარატის მიღება

ამ შემთხვევაში “ტაბლეტი დაქალის ჩანთიდან” ნადვილად ვერ გიშველით ვერაფერს. პირველ რიგში თუნდაც იმიტომ, რომ პროსტინორის ან მისი ანალოგების მიღება დასაშვებია 1-2-ჯერ წელიწადში, ისიც მეტისმეტი ჰორმონალური დატვირთის დროს. ასეთ პრეპარატებს მკვეთრი უკუჩვენება აქვთ ზოგიერთი დაავადების (მაგ: ღვიძლის უკმარისობის დროს) და მკვეთრად ზრდიან საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს. ამიტომ თავდაცვაზე ფიქრი ჯობია აქტამდე და არა შემდეგ 

მითი 7. ორალური კონტრაცეპტივები უშვილობას იწვევენ

თანამედროვე კონტრაცეპტივები არა მხოლოდ არ იწვევენ უშვილობას, არამედ ზრდიან დაორსულების შანსს, მათი მიღების შეწყვეტიდან პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში.

მითი 8. ქიმიური კონტრაცეპრივები იცავენ ორსულობისაგანაც და დაავადებებისაგანაც. არ თრგუნავენ შეგრძნებებს

ამ მეთოდის ეფექტურობა 70%-ზე დაბალია, ხოლო შეგრძნებებისა და სხვა “სიკეთეების” შესახებ, გაესაუბრეთ მათ, ვინც იყენებდა ამ კრემებს და სანთლებს. ჩვენთვის ამაზე აქ საუბარი მეტისმეტად უხერხული იქნება.

მითი 9. შეუძლებელია დაორსულება, ბავშვის გაჩენის შემდეგ

ქალი, რომელმაც არც თუ ისე ცოტა ხნის წინ იმშობიარა სავსებით შესაძლებელია, რომ ისევ დაორსულდეს. მაშინაც კი, როცა სრულად არაა აღდგენილი მენსტრუალური ციკლი, ანდა ბავშვი ყავს ძუძუთი კვებაზე. თუკი ასეთ შემთხვევაში თქვენ არ ხართ მზად, “მიაყოლოთ” მეორე ბავშვი, გახსოვდეთ თავდაცვის აუცილებლობის შესახებ. თუ თქვენ ორალურ, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს ანიჭებთ უპირატესობას, გახსოვდეთ, რომ ისინი უნდა შეიცავდნენ მხოლოდ გესტაგენს. კომბინირებული პრეპარატები (ესტროგენ-გესტაგენი) უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისათვის, რამდენადაც ისინი ხვდებიან რძეში და ვნებენ პატარას.

მითი 10. მენოპაუზის მოახლოებისას ქვეითდება შვილოსნობის უნარი

ეს უნარი რჩება არარეგულარული ციკლის დროსაც კი. ასევე მაღალია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დასნებოვნების შანსიც. ამიტომ თავდაცვა აუცილებელია, მენოპაუზის საბოლოო დადგომამდე, ხოლო თუ თქვენ გაქვთ სექსი ქორწინების გარეშე – თავდაცვა აუცილებელია მენოპაუზის დადგომის შემდეგაც კი.

  • ბოლოს კი რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: არასასურველი ორსულობისაგან თავდაცვის ყველაზე საიმედო მეთოდად ითვლება სპირალი (მაგ: “მირენა” რომლის ეფექტურობაც გაზრდილია ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით). ეს მეთოდი ეფექტურობით უტოლდება სტერილიზაციას, თუმცა მისგან განსხვავებით შვილოსნობის უნარის დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში.
  • ორალური და ანალური სექსი ნამდვილად გიცავთ ორსულობისაგან, მაგრამ შიდსისგან და სხვა ვენერვიული დაავადებებისაგან არა! ამიტომ პრეზერვატივი მაინც აუცილებელია.
  • პრეზერვატივები შეინახეთ არა უმეტეს 25 გრადუს ტემპერატურაზე და გაითვალისიწნეთ – საფულეში შენახვა ჯობს ჯიბეში შენახვას (არადა საფულეს თუ ამოგაცლიან რჩები სულ დაუცველი – ყველანაირი გაგებით 😀 ავტ. ).

ჯანსაღ და ლამაზ ურთიერთობებს გისურვებთ! 🙂

Advertisements