ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიცვალა გათამაშების ფორმატი:ოლიმპიური სისტემის ნაცვლად გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ, პირველადგილოსანებმა კი ფინალური ოთხეული შექმნეს და მთავარი ჯილდოც ჯგუფურ ტურნირში გაითამაშეს.

საინტერესოა რომ ფინალური ეტაპის წილისყრა არა ბრაზილიაში, არამედ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში  შედგა –  1950 წლის 30 აპრილს. იმ დროისთვის  უკვე ცნობილი იყო ერთ–ერთი მონაწილის, ინდოეთის ნაკრების ბედი –  აზიის ერთადერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ბრაზილიის საგზური ბირმასა და ფილიპინების უარის შემდეგ  უთამაშებლად მოიპოვა, სამხრეთ ამერიკაში ჩასვლა გადაიფიქრა. საქმე ისაა ,რომ ინდოელები ბუცების გარეშე ფეხშიშველი თამაშს ითხოვდნენ , თუმცა ფიფამ მათ ამის საშუალება არ  მისცა. საბოლოდ ნიკეს ოქროს თასის მოსაპოვებლად ბრაზილიაში 12 გუნდი ჩავიდა , მათ შორის –  მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული “სკუადრა აძურაც” . თუმცა იტალიელები სამხრეთ ამერიკაში  აშკარად შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრნენ, რისი მიზეზიც ერთი წლით ადრე, ტურინის მახლობლად, “სუპერგას” მთაზე დატრიალებული უბედურება იყო. გასული საუკუნის 40–იანი წლების  მიწურულის საუკეთესო იტალიური კლუბი “ტორინო”,რომლის ფეხბურთელებიც ნაკრების ბირთვს შეადგენდნენ, პორტუგალიიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ,როცა თვითმფრინავი “სუპერგას” მთაზე მდგომ პატარა ბაზილიკას შეასკდა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა…

“სელესაო”(ბრაზილიის ეროვნული ნაკრები)  პირველ   ჯგუფში მოხვდა იუგოსლავიის, შვეიცარიისა და მექსიკის ნაკრებებთან ერთად. ბრაზილიელებმა პირველივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეს: ფლავიო კოსტას გუნდმა მექსიკას შანსი არ დაუტოვა – 4:0. პირველი გოლი ადემირმა გაიტანა 32–ე წუთზე, 34 წუთში კი ჟაირმა ,ანგარიში ორამდე გაზარდა, 72–ე წუთზე ბალტაზარს მიეცა გოლის გატანის შანსი და გამოიყენა კიდეც ,როცა ყველას ეგონა ,რომ მატჩი დამთავრებული იყო , სწორედ ადემირმა 7 წუთში დუბლის გაფორმება შეძლო  და წერტილი  დაუსვა მატჩს. სხვათაშორის, სწორედ ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში შედგა  ლეგენდალური  მექსიკელი მეკარის ანტონიო კარბახალის დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე –  ის ერთადერთი მეკარეა ტურნირის ისტორიაში,რომელმაც ხუთ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა! შემდეგ იყო მატჩები იუგოსლავიასა და შვეიცარიას შორის ,რომელიც იუგოსლავიელების დამაჯარებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა! რაც შეეხება მატჩს პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა მეორე ტაიმსაც არ უჩანდა უხვგოლიანი პირი, მაგრამ მიტიჩმა შეძლო და გახსნა ანგარიში   მე–60–ე წუთზე , ამას მოჰყვა ტომაშევიჩის გოლი 70–ე წუთზე და საბოლოოდ მატჩს  წერტილი ოგნიანოვმა დაუსვა 84–ე წუთზე.

28 ივნისს გაიამართა მატჩი იგუსლავიასა და მექსიკას შორის ,რომელშიც უდავო  ფავორიტი ევროპელები იყვენენ ,რომლებმაც არ გაახარეს , აწ უკვე ლეგენდალური მეკარე კარბახალი და დამაჯერებლად 4:1 გაიამარჯვეს.  პირველ ტაიმის მე–20–ე წუთზე ანგარიშის გახსნა ბობეკმა შეძლო, ხოლო 3 წუთში ჩაიკოვსკიმ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმიც იუგოსლავიელბმა დამაჯერებლად დაიწყეს, 6 წუთში ჩაიკოვსკიმ დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა, ამით არ მოისვენეს ევროპელებმა და 81 წუთზე სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდეს ,გოლის ავტორი ტომაშევიჩი  იყო. ყველას ეგონა ,რომ მექსიკელებმა ფარხმალი დაკარგეს , მაგრამ მათ ნამდვილი ბრძოლა გამართეს დარჩენილ 9 წუთში და 88–ე წუთზე  თერთმეტ მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს ,რომლის რეალიზაცია ორტისმა შეძლო, ამ მატჩის პარალელურად იმართებოდა მატჩი, ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის, რომელიც  ,ასევე უხვგოლიანი იყო და– 2:2 დამთავრდა.  მატჩის დებიუტშივე ანგარიში გახსნა ალფრედო რამოსმა (მე–3–ე წუთზე)  , ამას მოჰყვა შვეიცარიელების პასუხი ზუსტად 11 წუთში და ფატონმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბრაზილიელები კვლავ აგრძელებდნენ შეტევებს და 43 წუთზე  ბალტაზარმა კვლავ წინ გაიყვანა ბრაზილიელები, უკვე ყველას ეგონა ,რომ ბრაზილიელებმა გაიმარჯვესო, მაგრამ ევროპელემბა მათ ბოლო წუთებზე მოსტაცეს მეტად საჭირო გამარჯვება და ფატონმა დუბლი გაიფორმა (88–ე წუთზე).

ბოლო ტურის წინ ბრაზილია იუგოსლავიას  ქულით ჩამორჩებოდა –  ევროპელებს ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ ბრაზილიელებმა მძიმე მატჩი 2:0 მოიგეს და ფინალურ ოთხეულში გავიდნენ, რაც შეეხება მატჩს მატჩის დებიუტშივე ადემირმა გახსნა ანგარიში,რომელსაც 69 წუთზე ზიზინიოს  გოლი მოჰყვა.

ბოლო  ტურში კი შვეიცარიის ნაკრები  მექსიკას უპირისპირდებოდა , ფავორიტი შვეიცარია იყო ,რომელმაც არც თუ ისე დამაჯერბლად, მაგრამ მაინც მოიგო, მე–10–ე წუთზე ანგარიში ბადერმა გახსნა, 43–ზე კი ანტენინიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 88 წუთზე კი მექსიკელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს,  (გოლის ავტორი კასარინი).

მასპინძლებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა ტურნირის დებიუტანტი ინგლისის ნაკრებიც, რომელიც ბრაზილიაში უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა: ლეგენდარული სტენლი მეტიუზი, შეუდარებელი სტენ მორტენსენი, ბრწყინვალე ბილი რაიტი, სახელგანთქმული ალფ რამსეი.

ინგლისელებმა პირველ  მატჩში ჩილესთან ადვილად იმარჯვეს – 2:0. 27–ე წუთზე მორტენსენის  ,ხოლო 52–ე წუთზე მენიოინის გოლით.   პარალელურად მიმდინარეობა მატჩები ესპანეთსა და ა.შ.შ–ს შორის ,სადაც ესპანელება დამაჯერებლად – 3:1 იმარჯვეს,  მაგრამ ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულად დაიწყო,  17–ე წუთზე ამერიკელები სოუზას გოლის წყალობით წინ გავიდნენ და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა, აი, მეორე ტაიმი კი ნამდვილი სანახაობა გამოდგა,  54–ე წუთზე იგოიამ  ანგარიშის გათანაბრება  შეძლო, 2 წუთში კი ბოსორამ ევროპელები წინ გაიყვანა , 63 წუთზე კი ზარამ წერტილი დასვა, ესპანელებმა 9 წუთში შემოატრიალეს თამაში ,თან როგორ?!

ინგლისელები მეორე მატჩს ამერიკასთან მართავდნენ ,სადაც , არათუ ამ პირველობის, არამედ,ზოგადად ტურნირის ისტორიაში ერთ–ერთი მთავარი სენსაცია “გამოცხვა”:ამერიკელებმა ჯოზეფ გაეტიენსის ერთადერთი გოლით 1:0 მოიგეს!

მატჩის წინ ინგლისური პრესა ამერიკელებს აქილიკებდა –  მსოფლიოში ფეხბურთს ყველაზე ცუდად ესკიმოსები და ამერიკელები თამაშობენო. თამაშის შემდეგ კი ლონდონში მყოფმა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა,როცა ბრაზილიიდან ამ მატჩის შესახებ დეპეშა მიიღო, ჩათვალა,რომ ინგლისელებმა 10:1 გაიმარჯვეს და დეპეშაში ნულის წინ ერთიანი უბრალოდ წაიშალა. ამიტომაც მან თანამემამულეებს საყვარელი გუნდის მორიგი ტრიუმფი “ახარა”: ა.შ.შ–ინგლისი 1:10. მატჩის მთავარი არბიტრი, იტალიელი ჯენარო დატილიო თამაშის შემდეგ იტყვის : “მე რომ ამ შეხვედრის მსაჯი არ ვყოფილიყავი , შედეგს ვერაფრით დავიჯერებდი!” პარალელურად მატჩი იმართებოდა  ესპანეთსა და ჩილეს შორის , სადაც ევროპელებმა დამაჯერებლად : – 2:0 მოიგეს, 17–ე წუთზე ანგარისი  ბოსორამ გახსნა  ხოლო 30–ზე  ზარამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

ამ ჯგუფიდან ფინალურ ოთხეულში ესპანეთი გავიდა, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო. პირენელებმა ინგლისს 1:0 ლეგენდალური ბასკი ფორვარდის, ტელმო სარას (ესპანეთის პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი) ზუსტი დარტყმის წყალობით სძლიეს.  პარალელურად მატჩი იმართებოდა ჩილესა და ა.შ.შ–ს შორის ,რომელიც ჩილელბმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს: – 5:2.

ინდოეთის უარის გამო მესამე ჯგუფში საგზური სამ გუნდში გათამაშდა: შვედებმა იტალიელებს დიდი გაჭირვებით : –3:2 სძლიეს. მე–7–ე წუთზე იტალიელთა კაპიტანმა  კარაპალეზემ ანგარიში გახსნა, ამას მოჰყვა შვედების პასუხი 25–ე წუთზე (იეპსონის გოლის წყალობით), 8 წუთში –  სკანდინავიელები წინ გავიდნენ ანდერსონის გოლის წყალობით. 68–ე წუთზე იეპსონმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა , მაგრამ იტალიელები არ ნებდებოდნენ  ,რის შედეგადაც 75–ე წუთზე სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს მუჩიენელის წყალობით.

პარაგვაელებს კი ფრე – 2:2 ეთამაშეს ,რომელიც საკმარისი გახდა ,რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ! (ამ მატჩში ანგარიში შვედებმა მე–17–ე წუთზე სუნდსკვისტის გოლის წყალობთ შესძლეს, 6 წუთში კი პალმერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ყველას ეგონა ,რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო , მაგრამ პარაგვაელებმა ფარხმალი არ დაყარეს და 32 წუთზე ლოპეს ფრეტესის გოლის წყალობით ანგარიში მინუმუმადე შეამცირეს. პირველი ტაიმი შვედების გამარჯვებით 2:1 დამთავრდა. მატჩის 75–ე წუთზე კი ლოპესმა გოლი გაიტანა ,რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა ამ, მატჩში. ყველაფერი გადაწვეტილი იყო უკვე , მაგრამ კიდევ ერთი მატჩი რჩებოდა  იტალიელებსა და პარაგვაელებს შორის ,რომელიც იტალიელებმა დამაჯერებლად  2:0 გაიმარჯვეს. კარაპელეზესა და პანდოლფინის გოლებით!

რაც შეეხება მეოთხე ჯგუფს , თურქეთისა და შოტლანდიის უარის გამო იქ მხოლოდ ერთი მატჩში შედგა: მსოფლიოს პირველმა ჩემპიონმა ურუგვაიმ ბოლივია მიწასთან გაასწორა – 8:0 – და ამაყად შეაღო ფინალური ოთხეულის კარი, სადაც მას ბრაზილია, ესპანეთი და შვედეთი ელოდნენ.

გადამწყვეტი თამაშები 9 ივლისს დაიწყო: ბრაზილიელებმა რიო დე ჟანეიროში შვედები  7:1 გაანადგურეს.  მე–17–ე წუთზე ადემირმა ანგარიში გახსნა, 37 წუთზე –  დუბლი გაიფორმა, მე–40–ე წუთზე კი ჩიკომ შეძლო და სხვაობა 3 ბურთამდე გაზარდა, 50–ე წუთზე ადემირიმ კვლავ აიღო სვენსონის კარი და (ჰეთთრიქი გაიფორმა) , ამის შემდეგ შვედემა გაქვითეს ერთი ბურთი  , ანდერსონმა თერთმეტ მეტრიანის რეალიაზაცია შეძლო , 3 წუთში– ადემირმა პოკერი გაიფორმა, ბრაზილიელებმა  არ იკმარეს 4 გოლიანი სხვაობა  85 წუთზე მანეკამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თითქოსდა ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ 88 წუთზე ჩიკომ დუბლის გაფორმება შეძლო.

სან პაულოში ურუგვაისა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირსპირება 2:2 დასრულდა. ( ანგარიში სამხრეთ ამერიკელებმა 29 წუთზე (გიჯამ) შეძლეს, ამას მოჰყვა ბოსორას დუბლის 39–ე და 41–ე წუთებზე, საბოლოო გოლი კი ვარელამ 72 წუთზე გაიტანა.

13 ივლისს მეორე ტური შედგა: მასპინძლებმა კვლავ “მარაკანაზე” იასპარეზეს და ამჯერად ესპანეთის ნაკრები არ დაინდეს – 6:1 (  მე–15–ე წუთზე ანგარიში ადემირმა გახსნა, ამას მოჰყვა ჟაირის გოლი 21–ე წუთზე,ხოლო 29–ე წუთზე ჩიკოს, ასე დამთავრდა პირველი ნახევარი. მეორე ნახევარიც ბრაზილიელების უპირატესობით დაიწყო და 55–ე წუთზე ჩიკომ დუბლი გაიფორმა , 2 წუთში –  ისევ ადემირმა აიღო ესპანელების კარი,რომელმაც ასევე დუბლი გაიფორმა, 5 წუთში კი ისევ ბრაზილიელები დაწინაურდნენ გოლი ზიზინიომ გაიტანა, ბოლოს კი სიმბოლური გოლი “გაატანინეს” ესპანელებს ,რომლის ავტორი  იგოია იყო.  რაც შეეხება სან პაულოში “პაკაემბუზე” გამართულ მატჩს, ურუგვაელებმა შვედები  დიდი გაჭირვებით – 3:2 დაამარცხეს.

მსოფლიო ჩემპიონი უკანასკნელ ტურში უნდა გარკვეულიყო –  ორივე მატჩის მომგები ბრაზილია ქულით უსწრებდა ურუგვაის და ნანატრი თასის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ამაზე არავინ იფიქრებდა…

გაგრძელება იქნება…

 

 

Advertisements