მინდა შემოგთავაზოთ ერთი იდეა, (მე პირადად) მინდა დავიწყო ახალი პროექტი,რომელიც იქნება საინტერესო ფაქტების შესახებ ( ეს შეეხება მედიცინას, კულტურას, თანამედროვე ცხოვრებას ,გარემოს და ა.შ), და გამიხარდება თუ მხარში ამომიდგებით (მწერლებს ვგულისხმობ) და მომხმარებლების მოწონებასაც თუ დავიმსახურებ ეს პროექტი გაგრძელდება კიდეც, ზოგი დიდი ზომის იქნება , ზოგი პატარა, მაგრამ იმედია მოგეწონებათ.! ახლა შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტს  რომელიც  მამაკაცს და ტელევიზორს ეხება ,რომელიც მეცნიერულად (მედიცინურად) აღიარებულია.

 

მამაკაცებს ძალიან უყვართ ტელევიზორის ყურება, თურმე ეს შემთხვევითი არ არის –  ტელევიზორის   ყურება თავისებურად სასარგებლოა.  ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი ექიმები რამდენიმე ათასი ოჯახის გამოკითხვის და ჩატარებული  ექსპერიმენტების შედეგად .მათ დაადგინეს ,რომ  იმ ბედნიერ წუთებში , როდესაც მამაკაცი ცისფერ ეკრანს  უყურებს , მისი ენდოკრინიული სისტემა აქტიურად  გამოიმუშავებს ე.წ. “ბედნიერების ჰარმონიებს” (ედორფინებს) ,რომლებიც ადუნებენ კუნთებს და ამცირებენ დღის განვმალობაში დაგროვის სტრესს.

თქვენი არ ვიცი მაგრამ, ჩემში პირადად “ბედნიერების ჰარმონია” მხოლოდ,ფეხბურთის ყურებისას იღვიძებს.  იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს შემდეგ მიზეზთა გამო: საინფორმაციო გამოშვებებში 75% მაინც  იტყუებიან და აზრი არ აქვს არაფრის ყურებას , ხოლო ფილმების ყურებას კომპიუტერში ვარჩევ ,რადგან  საღამოთი თუ შევხედავ და ამ დროს “რუსთავი 2–ზე” ,”იმედზე”,”პირველ არხზე”, “საქართველოზე” და სხვა ქართულ არხებზე მხოლოდ ტიტრებიანი ფილმები გადის (რომელიც არ მიყვარს). რუსულ არხებს კი ხშირად თიშავენ ამიტომ მინდა თუ არა მაინც კომპიუტერში მიწევს ყურება! მაგრამ ,როგორც ჩანს დანარჩენი მსოფლიო ჩვენგან  (ან ჩემგან) ძლიერ განსხვავდება და ტელვიზორს არჩევს:)

 

Advertisements