1950 წლის”სანატრელი”  მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიოს მესამე ჩემპიონატის შემდეგ პოლიტიკურიი ვითარება არათუ ევროპაში, ყველგან დაიძაბა და ცხადია, ფეხბურთმაც თავისი მნიშვნელობა დროებით (!!!) დაკარგა – მსოფლიო  ომში ჩაეფლო და , შესაბამისად 1942 წლის და 146 წლის მუნდიალი ჩაიშალა!

1946 წლის 25 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ ერთ–ერთი ფიფას  კონგრესზე  მსოფლიო ფეხბურთის მესურვეებმა ნიკეს თასის (მსოფლიო ჩემპინატს ადრე ნიკეს თასით მოიხსენიებდნენ) მორიგი გათამაშების მასპინძლად ბრაზილია დაასახელეს. ევროპის ქვეყნები, გასაგები მიზეზის გამო,გათამაშებისგან თავს იკავებდნენ, აზისა და ჩრდიოლეთ ამერიკაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა  და ზოგად ფეხბურთიც კი, სათანადოდ განვითარებული ჯერაც არ იყო,  თან სამხრეთ ამერიკის ჯერი დადგა: 1934  და 1938 წლებში ნიკეს თასი ხომ ევროპაში გაიმართა და ჰერი! ჰერი! ბრაზილიისკენ!

ბრაზილიელთა სასარგებლოდ კიდევ ერთმა ფაქტორმა იმოქმედა: ამ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა დოქტორ  მა მაშადუმ ოფიციალურად განაცხადა,რომ, ფიფა ტურნირს ბრაზილიაში ჩაატარებდა, ქვეყანა შეჯიბრების ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებდა და, ამასთანავე, ფინალური ეტაპისთვის რიო დე ჟანეიროში ახალ, თითქმის 200–ათასიან სტადიონს ააგებდა. (ყველამ კარგად ვიცით თუ რა სტადიონზეა საუბარი, ერთადერთ და განუმეორებელ “მარაკანაზე”)

2 წელიწადში აშენებული სტადიონი! “მარაკანა” 1950 წელი!

ლუქსემბურგში გამართული ფიფა–ს კონგრესი კიდევ იმითაც იყო მნიშვნელოვანი ,რომ დიდ საფეხბურთო ოჯახს დაუბრუნდა ბრიტანული ოთხეული ინგლისის, შოტლანდიის  ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის შემადგენლობით.

ბრაზილიელებმა დანაპირები შეასრულეს: ფიფა–ს მსოფლიო  ჩემპიონატის საორგანიზაციო  საკითხებში თანხა არ დაუხარჯავს და,რაც მთავარია, რიოში იმ დროის ყველაზე დიდი საფეხბურთო არენა– “მარაკანა’ აშენდა, სადაც მასპინძელთა გეგმით “სელესაოს” 1950 წლის ზაფხულში ჟიულ   რიმეს ოქროს თასი უნდა მოეხვეჭა. სტადიონის მშენებლობა  1948  წელს დაიწყო, ორის წლის შემდეგ კი ძირითადი სამუშაოები დასრულებული იყო…

ბრაზილიაში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობის სურვილი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში,რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ გამოთქვა,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ზოგიერთებმა (მაგ: თურქეთმა, შოტლანდიამ და სხვებმა)  მონაწილეობა იუარეს.

ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო ამ წლების სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის, არგენტინის უარი – ფეხბურთელთა გაფიცვებით და მიგრაციით( ლეგენდარულმა ალფრედო  დი სტეფანომ სწორედ მაშინ დატოვა ბუენოს აირესის “რივერ პლეიტი” და კოლუმბიის “მილიონარიოსში” გადაინაცვლა , ამის შემდეგ კი დი სტეფანო ესპანეთის ნაკრების მაისურითაც გამოდიოდა)  დასუსტებულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

გაგრძელება იქნება…

ეს პროექტი დიდი ხანია  დაწყებულია, მაგრამ ვერ ვახერხებდი დროის გამონახვას და როგორც იქნა გამოვნახე  და შევეცდები უახლოეს დღეებში დანაპირები ავასრულო!  რაც შეეხება წყაროს  ,  წყაროდ მსოფლიო თასის წიგნს და კიდევ რაღაც დამატებით  წყაროებს ვიყენებ და შეძლებისდაგვარად,  ჩემებურად ვალამაზებ და ვცვლი 🙂

Advertisements