დიახ დადგა ის დღე, რომალზეც ალბათ ყველა ლონდონის “არსენალის” ნამდვილი ქომაგი ოცნებობდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიერებული ტიერი ანრი კლუბს დაუბრუნდა.

ანრი 2010 წელს კატალონიის “ბარსელონადან” ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ ნიუ იორკ “რედ ბულზში” გადავიდა მის მექსიკელ თანაგუნდელ რაფა მარკესთან ერთად. თუმცა კლუბში მან მხოლოდ ნახევარი სეზონი დაჰყო და კვლავ ლონდონურ კლუბს დაუბრუნდა, სადაც სავარაუდოდ მის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

ტიერი ანრიმ უკვე ჩაატარა ერთი ვარჯიში მის ყოფილ მწვრთნელ არსენ ვენგერის გუნდში და ის ძალიან გახარებულია სახლში დაბრუნებით.

მანამდე კლუბში მან 8 წელი გაატარა და “ბარსელონაში” გადავიდა. “მეთოფეების” ვებსაიტის რწმუნებით ტიერი ანრი კვლავ დიდ დახმარებას გაუწევს საკუთარ კლუბს ტიტულებისათვის ბრძლოლაში.

ტიერი ანრის ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული ნაკრებთან ერთად, პრემიერ ლიგა “არსენალთან”, ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონი კი “ბარსელონასთან” ერთად.

Advertisements