ციურიხში გაიმართა 2009/2010 წლების საფეხბურთო სეზონის აუკეთესო ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დაჯილდოვება, ლიონელ მესიმ კვლავ უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო და ის ოქრო ბურთის მფლობელი მეორედ გახდა.


ლიონელ მესიმ მოიგო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო და აჯობა თავის ორ თანაგუნდელ ანდრეს ინიესტასა და ჩავი ერნანდესს. ეს დღე განსაკუთრებულია “ბარსელონას” ისტორიაში, რადგან სამეულში გასულ ფეხბურთელთაგან სამივე “ბარსელონას” სიმბოლოს წარმოადგენს.


ლეო მესისთან ერთად შვეიცარიაში დააჯილდოვეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი და უკვე მერამდენედ, ეს ტიტული არავის დაუთმო ბრაზილიელმა მარტამ.


აქ აგრეთვე დაჯილდოვდნენ საუკეთესო მწვრთნელები, ამ ნომინაციაში პირველობა არავის დაუთმო პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც სეზონში იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო ინტერთან ერთად. მეორე და მესამე ადგილები ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ და “ბარსელონას” დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ დაინაწილეს.


2010 წლის საუკეთესო გოლად დაასახელეს თურქი ჰამით ალტინტოპის მიერ ყაზახეთის კარში გატანილი საოცარი გოლი, ამისათვის ტყუპისცალმა პუშკაშის პრიზი მოიგო და ის საუკეთესო გოლის ავტორია. გთავაზობთ აღნიშნული გოლის ვიდეომასალას.

 

Advertisements