1. ფილიპო ინძაგი – 70 გოლი (“პარმა”, “იუვენტუსი”, “მილანი”)

ის შეიძლება ტექნიკის მაღალი დონით არ გამოირცევა, მაგრამ მსოფლიოში არ არის მეორე თავდამსხმელი, რომელსაც ასეთი გოლის გატანის ალღო და რეაქცია აქვს

საჯარიმოში მიღებულ ბურთზე, მას წამის მეათასედში შეუძლია გაიაზროს ის რისთვისაც მოწინააღმდეგეთა მეკარეებს მთელი ერთი წამი ჭირდებათ.მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულს” 2 გოლი გაუტანა და “მილანმა” აღნიშნული ფინალში 2-1 იმარჯვა. ბოლოს “სუპერპიპომ” დუბლი მადრიდის “რეალის” კარში გაიტანა და თავი 70 გოლს მოუყარა, არ გაგიკვირდეთ სანამ “პიპო” ბუცებს ლუსრმანზე ჩამოკიდებს რამოდენიმე გოლი კიდევ დაუმატოს თავის სტატისტიკას. ის ამჟამად 37 წლისაა და კვლავ “მილანის” “ოქროს შეცვლას” წარმოადგენს.

2. რაულ გონსალეს ბლანკო – 70 (მადრიდის “რეალი”)

ლეგენდა მადრიდიდან, მას ინძაგის რაოდენობის გოლები აქვს გატანილი ევროტურნირებზე, თუმცა ბევრად მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ის მსოფლიოს ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავია, მისი სახელი ოოქროს ასოებით ჩაიწერება მწოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. ის პატარა თინეიჯერი ბიჭი გახლდათ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი “იუვენტუსის” კარში გაიტანა, ეს 1995/96 წლების სეზონში მოხდა. ამის შემდეგ რაული გახდა მადრიდის “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა სამჯერ და 2010-2011 წლების სეზონში კარიერა გერმანულ “შალკე-04”-ში გააგრძელა. ის ამჟამად 33 წლისაა.

3. გერდ მიულერი – 62 გოლი (მიუნხენის “ბაიერნი”)

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი, ის სიაში  მესამე ადგილზეა, მაგრამ ეს მისი მოღვაწეობის წლების დამსახურებაა, მაშინ ევროპაში მეტი ევროტურნირი ტარდებოდა ვიდრე დღეს. მიულერის საფირმო საფეხბურთო ილეთი უსწრაფესი შემოტრიალება გახლდათ ბურთით ერთ ადგილზე. მან კარიერაში 4 ევროტურნირის მოგება შეძლო.

4. ანდრეი შევჩენკო – 62 გოლი (კიევის “დინამო”, “მილანი”, “ჩელსი”)

2004 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, შევჩენკო ერთ-ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი გახლდათ თანამედროვე ფეხბურთში, ის ერთნაირად კარგად ხმარობდა ორივე ფეხს და უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩეოდა. მან თავისი “ოქროს ხანა” “მილანში” დაჰყო, დიდი სეცდომა დაუსვა აბრამოვიჩის “ჩელსიში” გადაბარგებით და საბოლოოდ მშობლიურ კიევის “დინამოში” აგრძელებს კარიერას.

5. რუუდ ვან ნისტერლროი – 60 გოლი (“პსვ”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, მადრიდის “რეალი”)

ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი, რომელიც შანსს ხელიდან ძალიან ისვიათად უშვებდა, მის მიერ გამოუყენებელი მომენტები მინიმუმამდე გახლდათ დასული. ნისტერლროის ყოფილ კლუბებს მისი კლუბიდან წასვლის შემდეგ აღარ ქონიათ ისეთი გოლების დადებითი სხვაობა ევროტურნირებზე, როგორიც მისი ასპარეზობის დროს.

6. ტიერი ანრი – 59 გოლი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”)

შეუჩერებელი, გასაოცარი “ტიტი” ბრწყინვალე სეზონების ავტორია თავის კარიერაში, “არსენალის” ყველა დროის საკუეთესო ფეხბურთელი, სადაც მან ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო, მას ამაში ხელი “ბარსელონამ” შეუშალა.  თუმცა “ბარსელონამ” მას ეს ოცნება საბოლოოდ მაინც აუსრულა.

7. ჰენრიკ  ლარსონი – 59 გოლი (“ფეინოორდი”, “სელტიკი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჰესინგბორგი”)

გოლების კიდევ ერთი “მანქანა” შვედეთიდან, ლარსონი სადაც მივიდა ყველგან თავისი კვალი დატოვა, თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს “სელტიკი”.

8. ეუსებიო – 54 გოლი (“ბენფიკა”)

პორტუგალიის ყველა დროსი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც პირველი უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო პორტუგალიურ ფეხბურთში, მან “ბენფიკას” შემადგენლობაში ორი ევროპის თასი 1961 და 1962 წლებში მოიგო.


9. ალესანდრო დელ პიერო – 51 გოლი (“იუვენტუსი”)

საჯარიმო დარტყმების უბადლო შემსრულებელი და იტალიის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში პირველი ნაბიჯები 1997/98 წლების სეზონში გადადგა და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან მერვედფინალში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა “მონაკოს” კარში.

10. ალფრედო დი სტეფანო –  50 გოლი (მადრიდის “რეალი”)

არგენტინელი გენიოსი, რომელიც “რეალის” მთავარი დამრტყმელი ძალა იყო XX საუკუნის 50-იან წლებში. ალფრედო დი სტეფანო და ფერენც პუშკაში მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები არიან პელესა და მარადონასთან ერთად.

Advertisements