Fireworks2011

გილოცავთ ახალ წელს ჩემო მკითხველებო, მეგობრებო, სრულიად საქართველოს გილოცავთ! მართალია წარმოშობით კახელი ვარ, მაგრამ ფესვები რაჭული მაქვს და როგორც ჭეშმარიტ რაჭველს ახლა გამახსენდა ერთი საახალწლო მკითხაობაც, თუმცა იმედია ძალიან არ დამიგვიანია – სანამ დაიძინებთ, მოგისწრებთ, თუ არადა ძველი ახალი წელიც ხომ წინაა 🙂

ახალ წელს 12-ს რომ ჩამოჰკრავს, სურვილის დაწერა, დაწვა, შამპანურში გახსნა და დალევა რომ უნდა მოასწროთ, ესეთი მგონი ყველამ იცის. ეს ცოტა ექსტრემალური და საშიშია. თუმცა სკოლას რომ ვამთავრებდი, იმ წელს გავაკეთე ეს და მართალია ჩავაბარე კიდეც, იმავე წელს, მაგრამ მაინცდმაინც შამპანურს და ფერფლს ვერ დავაბრალებ ყველაფერს, ცოდნა იყო მთავარი 😀

ახლა გთავაზობთ მშვიდ და საკმაოდ ასრულებად წინასაახალწო მარჩიელობას: ქაღალდის სამ თანაბარი ზომის ფურცელზე დაწერეთ სამი ყველაზე სანუკვარი სურვილი, რაც გინდათ, რომ ამ ახალ წელს აგისრულდეთ. ძილის წინ შეაწყეთ ბალიშისქვეშ სამივე და აურიეთ ისე, რომ ვერ მიხვდეთ თქვენვე, რომელი სურვილი საით მოხვდება.

დილით რომ გაიღვიძებთ, შეყავით ხელი ბალიშქვეშ და ერთ-ერთი სურვილი გამოაძვრინეთ. რომელსაც აიღებთ, დიდი შანსია, ის აგისრულდეთ 🙂

ბედნიერ ახალ წელს და ყველა სურვილის სრულებას გისურვებთ, მრავალს დაესწარით 😉

Advertisements