მთავარი

(სამარშუტო ფიქრები :-) )

2 Comments

ტკივილი, რომელიც სხვისთვის სულ ერთია...

ზიხარ შენთვის სამარშუტო ტაქსიში (ისე მე, მიუხედავად ჩემი ფილოლოგობისა, “მარშუტკას” ვეძახი. შეჩვევაა ესეც),  ფანჯრის მხარეს და გაჰყურებ ქუჩებს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 40 წუთი გაქვს. ზუსტად ამდენ დროს უნდება ეს “მარშუტკა” ბოლო გაჩერებამდე მისვლას, სადაც შენც ჩამოდიხარ. 40 წუთი პლუს–მინუსით, რადგანაც სულაც არაა გამორიცხული წერეთელზე საცობი იყოს, ან სანაპიროზე მოაჯირის რომელიმე მონაკვეთი არ აქვს გარღვეული ნაღამევ, ნამთვრალევ მძღოლს. ამ ადგილას მოძრაობა შეფერხებული იქნება, სასწრაფოს მანქანები, ევაკუატორი და კიდევ ბევრი ცნობისმოყვარე მძღოლი. More

საახალწლო “მკითხაობა”

4 Comments

Fireworks2011

გილოცავთ ახალ წელს ჩემო მკითხველებო, მეგობრებო, სრულიად საქართველოს გილოცავთ! მართალია წარმოშობით კახელი ვარ, მაგრამ ფესვები რაჭული მაქვს და როგორც ჭეშმარიტ რაჭველს ახლა გამახსენდა ერთი საახალწლო მკითხაობაც, თუმცა იმედია ძალიან არ დამიგვიანია – სანამ დაიძინებთ, მოგისწრებთ, თუ არადა ძველი ახალი წელიც ხომ წინაა 🙂

More