ახალი წელია ….

მოგესალმებით ყველას! დღეს დიდი დღეა! რატომ? დღეს ხო წელიწადში მეთორმეტე თვის 365 დღეა ,8735 საათი და 59 წუთია,და უკვე გავიდა 31,449,540 წამი და სულ რაღაც 60 წამიღა დარჩა ,რომ გახდეს 31449600 წამი და დადგეს სანუკვარი ახალი 2011 წელი!

ახალი წელი დიდისთვის თუ პატარასთვის განურჩეველია , ყველა გახარებულია და ყველა მოუთმენლად ელის 12 საათს! რადგან ჩვენ ადამიანები თავის სიხარულსა თუ ნაღველს ძველ წელს გავაყოლებთ და ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ცხოვრებას , რომლის შესავალი და გეგმა ყველასთვის ერთნაირია (ერთნაირი სურვილებით აღსავსე) ბედნიერება და ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა და მერე სხვა. ძველ წელს ზოგი სახლში გააცილებს, ზოგიც – გარეთ გახარებული ოჯახთან ერთად ხვდება, ზოგი კი საგუშაგოსთან აღნიშნავს ახალ წელს და ბოლო წუთამდე ქვეყნის სამსახურშია , ასე და ამგვარად ყველა სხვანაირ პირობებში ავღნიშნავთ ახალ წელს! ახალი იმედებით ,თუ სურვილებით ვხვდებით მას და რაც მთავარია უპირველესი ჩვენი სურვილი ჩვენი პატარა ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერებაა ,რომელიც ასე “დაჩაგრულია” და მომავლის იმედით ცოცხლობს. (ძალიან შორს წავედი და ამაზე ლაპარაკს მთელი 2010 წელი მოვანდომებ :D) და ბოლოს ყველას მინდა მოგილოცოთ ახალი წელი (ცოტათი ადრე მაგრამ მერე ალბათ არავის არ გვეცლება ყველა ქეიფში ვიქნებით გართულნი…) დაესწარით მრავალს, სულ ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით და ყველა ოცნებები აგსრულდებოდეთ!!!

და ბოლოს განწობისთვის საახალწლო სიმღერა… http://www.myvideo.ge/?video_id=333342

Advertisements