“მანჩესტერ სიტის” ხელმძღავნელობამ განცხადება გააკეთა მათ სატრანსფერო გოგმებთან დაკავშირებით

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში, მათ განზრახული აქვთ ვოლფსბურგის ახალგაზრდა ბოსნიელი თავდამსხმელი  ედინ ჟეკოს შეძენა, ედინ ჯეკო გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მას წლევანდელ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი არასაპატიო მე-13 ადგილზეა, ის კვლავ აგრძელებს გოლების გატანას.

ედინ ჯეკოს პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ჩეხურ კლუბ “ტეპლიცეში” დაიწყო, ის ამჟამად 24 წლისაა და გერმანიაში 2007 წლიდან გადაბარგდა. ვოლფსბურგში მან 111 მატჩი ჩაატარა და 66 გოლის გატანა მოახერხა.

უნდა აღინიშნოს რომ “მანჩესტერ სიტის” ისედაც უძლიერეს თავდასხმას არგენტინელი კარლოს ტევესის, იტალიელი მარიო ბალოტელის, ბრაზილიელი ჟოს, ტოგოელი ემანუელ ადებაიორის და პარაგვაელი როკე სანტა კრუზის შემადგენლობით ძალიან გააძლიერებს.

Advertisements