ყველაფერი 1913  წელს მიუნჰენში დაიწყო, სადაც ორი პატარა ფირმა დაარსდა, ერთ-ერთ მათგანს სათავეში კარლ რაპი, ხოლო მეორეს გუსტავ ოტო ეგა. ეს უკანასკნელი კი ვაჟი გახლდათ შიდა წვის ძრავის შემქმნელი ნიკოლაუს ოტოსი.

4 წელიწადში ამ ორი კომპანიის გაერთიანების აუცილებლობა გაჩნდა, 1917 წლის 21 ივლისს დაიბადა მომავალი საავტომობილო გიგანტი Bayerische Motoren Werke. თავდაპირველად კომპანია საავიაციო ძრავების წარმოებით იყო დაკავებული, ამავე წელს შექმნეს BMW-ის ემბლემა, რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოა.

1917 წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაკს ფრიცმა პირველი საავიაციო ძრავა ააწყო.

რამოდენიმე წელიწადში საფრანგეთში, კერძოდ კი ვერსალში დაიდო ხელსეკრულება, რომლის მიხედვითაც საავიაციო ძრავების წარმოება აიკრძალა, მარკ ფრიცს კი გაუჩნდა თავსატეხი, რა გაეკეთებინა საწარმოში და არჩევანი მოტოციკლებზე გააკეთა.

1923 წელს ფრიცმა ააწყო BMW-ის პირველი მოტოციკლი  ”R 32”, ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ შეიძინა პატარა ავტომობილების ქარხანა Dixi, რომელიც მალე გახდა პოპულარული და დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა მისი წარმოების შეწყვეტა.

1932 წელს BMW-მ პირველი ავტომობ ილი აწარმოა საკუთარი სახელწოდებით, ეს იყო 3210 მოდელი, რომელსაც 80 კმ/სთ სიჩქარე და 20 ცხენის ძალა ჰქონდა.

1932 წლის BMW – 3210

შემდეგი მოდელი გახლდათ BMW – 303, რომელსაც წინა ხედზე პირველად დაუყენეს გამოზნექილი ბადე, რითაც BMW კვლავ თავს იწონებს და მას სახასიათო გარეგნობა აქვს.

BMW – 303

1936 წელს კომპანიამ წარმოადგინა პირველი სპორტული ავტომობილი – როდსტერი 328. მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

ამ წლებიდან მოყოლებული Bayerische Motoren Werke მუდამ აგრძელებს განვითარებას და უმაღლეს მწვერვალებზე ასვლას, გთავაზობთ მის მიერ აწყობილი უახლესი მოედელების ფოტო კოლაჟს:

2009 წლის BMW – 7

2009 წლის BMW – 5

2009 წლის BMW – X6

2010  წლის BMW – 7

2010  წლის BMW – 5

2010  წლის BMW – M6

Advertisements