skype news

მოგეხსენებათ, დღეს საღამოს სკაიპი გაითიშა უმეტესობასთან. ჯერ ითიშებოდა, ირთვებოდა და მერე სულ გაითიშა. ვეღარ შედის ვერავინ, ვისთანაც მსგავსი რამ მოხდა. ისეთი პანიკა ატყდა, მხოლოდ იმიტირებული ქრონიკის მერე რომ მახსოვს 😀 ჩემი მობილური დაიბომბა მესიჯებით – არიქა ჩემს კომპიუტერს რაღაც სჭირსო, მწერდნენ და სკაიპში ვეღარ შევდივართო. ვინაიდან მესიჯები აღარ დამრჩა, აქაც ვწერ – თქვენს კომპიუტერებს არაფერი არ სჭირს!!!

უბრალოდ ვეღარ გაგვიძლო სკაიპის საცოდავმა სერვერმა და კომაში ჩავარდა 😀 მხოლოდ ერთეულები ახერხებენ სკაიპში შესვლას – ისინი ეტყობა სერვერის ახლობლები არიან და დაიშვებიან მნახველების ოთახში 😀 – თუმცა მათთვისაც არ აქვს აზრი იქ ყოფნას, უმეტესობა ეულადაა დარჩენილი და ჩამქრალ კონტაქტებს შესცქერის…

არ დაახანა ჭორებმაც – საქართველოს შეუწყვიტაო მომსახურება სკაიპმაო, – არადა საზღვარგარეთ მყოფი ქართველებიც იგივეს უჩივიან სკაიპს. უარესებიც იყო – მთავრობამ დაბლოკაო სკაიპიო და სხვ. 😀 დამშვიდდით – სკაიპი ყოველწამში აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაცებს ტვიტერზე (რაღაც დროის განმავლობაში ისიც გაითიშა სხვათაშორის), რომ მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნებაო…

ისე, დაგვაკლდა რამე სკაიპის გარეშე? უამრავი მესენჯერია და სოციალური ქსელი… ერთადერთი რაც მართლა მაკლია, ესაა ფაილების სწრაფი გაგზავნა – მინდა ახლა გავგზავნო ფაილი, ვწრიალებ და რა ვქნა… არ მაქვს სკაიპი. მომიწევს ავტვირთო სადმე, გავუგზავნო ბმული ფეისბუქის მეშვეობით, მერე მან ჩამოტვირთოს და მე წავშალო ატვირთული…

ეჰ სკაიპ… მალე დაგვიბრუნდი, საჭირო ხარ და შეუცვლელი, გუგლივით 😀

Skype-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ოფიციალური განმარტება:

ცოტა ხნის წინ ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა შენიშნა, რომ ჩვენი მომხმარებლების უმეტესობას პრობლემა შეექმნა სკაიპის გამოყენებისას.

სკაიპი არაა ჩვეულებრივი ტელეფონის ან სხვა მესენჯერის მსგავსი ქსელი. მისი სისტემა უფრო რთულია – ის იყენებს მილიონობით ინდივიდუალურ კავშირს კომპიტერთა შორის, რათა კავშირი შეფერხების გარეშე დამყარდეს. ამ კავშირებს ჩვენ “სუპერკვანძებს” ვუწოდებთ. მაგალითად, თუკი თქვენ გსურთ იპოვოთ ვინმე და ესაუბროთ მას და თქვენი სკაიპის აპლიკაცია ვერ პოულობს მას მალე, რადგან შესაძლოა ის სხვა ხაზით გვიკავშირდება – ანუ თქვენ შეიძლება კომპიუტერით იმყოფებით სკაიპში, მაშინ როცა თქვენი მეგობარი მობილურითაა შემოსული და სხვ. –  ამ დროს საქმეში ერთვებიან “სუპერკვანძები” და სწრაფად პოულობენ მათ, ვისაც ეძებთ.

ჩვეულებრივ შემთხვევაში “სუპერკვანძების” უდიდესი რაოდენობაა თავისუფალი და მზად ყოფნაში, რათა დაგაკავშიროთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, დღეს ამ არხების უმეტესობა გაითიშა და პრობლემა შეექმნა სკაიპის ზოგიერთ ვერსიას. როგორც კი სკაიპი იწყებს დაკავშირებას “სუპერკვანძებთან” ზოგიერთი თქვენგანის სკაიპი კარგავს კავშირს სისტემასთან (რაღა ზოგიერთი თქვე დალოცვილებო 😀 . ავტ).

ამჟამად ჩვენი ტექნიკური ჯგუფი თავდაუზოგავად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად – მათ შექმნეს ახალი “მეგა-სუპერკვანძები”, რომლებიც მალე ყველაფერს წესრიგში მოიყვანენ. თუმცა ამას სულ მცირე, რამოდენიმე საათი დასჭირდება.

ჩვენ გიხდით მოდიშს, ამ შეფერხებისათვის. ზოგიერთი ფუნქცია, მაგ: ჯგუფური ვიდეო ზარი შეიძლება უფრო გვიან ჩაგდეს მწყობრში.

Advertisements