ჯი სუნგ პარკის თავურმა დარტყმამ და გოლმა “მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ პრემიერ ლიგის სათავეში მოაქცია, მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ერთმანეთს  ტრადიციული მეტოქეები “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ.

ერთადერთი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და პირველ ადგილზე მყოფ “მეთოფეებს” მათმა უშუალო მეტოქე “წითელმა ეშმაკებმა” 2 ქულით გადაასწრეს, აღსანიშნავია რომ “იუნაიტედს” ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.არც თუ ისე კარგი დრე იყო უეინ რუნისათვის, მან პენალი ვერ გაიტანა და აგვისტოს თვის შემდეგ გოლი პრემიერლიგაში საერთოდ არ გაუტანია.”მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მატჩის 64-ე და 65-ე წუთებზე სესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი შეუშვა მოედანზე, თუმცა მათ ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ “წითელმა ეშმაკებმა” იმარჯვეს.

გთავაზობთ მატჩის საინტერესო მომენტების ვიდეომასალას:

Manchester United vs Arsenal 1-0

Advertisements