vvold

ვის არ გაუგია ცნობილი ფრაზები “ცხოვრება თამაშია” და “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი – იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო…” თამაში – ამ სიტყვის გაგონებისთანავე ბავშვები და საკუთარი ბავშვობა გვახსენდება, სათამაშოები, რომლებიც გვიყვარდა, ან რომლებიც გვინდოდა და ვერ/არ გვიყიდეს…

კიდევ თამაშები, რომლებსაც თანატოლებთან ერთად ხშირად ვთამაშობდით და რომლებიც ლამაზი მოგონებაა ახლა, ბავშვობის ფერადი, ბედნიერი წლების… თუმცა, თამაში არაა მხოლოდ საბავშვო – ხშირად დიდებიც ვთამაშობთ, ხან ცვეულებრივი აგგებით ხან გადატანითი მნიშვნელობით. ყველა დიდი სპორტიც ხომ თამაშია რეალურად 🙂 თამაშის არსს ფსიქოლოგია, პედაგოფიკა და სოციოლოგია შეისწავლიან… ბუნებაში ყველა პატარა არსება თამაშობს, – ლეკვი იქნება, კნუტი, თუ ვეფხვის ბოკვერი და ამ დროს ყველაზე საყვარელი სანახავები არიან, დამეთანხმებით ალბათ 😉

საზოგადოების განვითარებასთან ერთად განვითარდა თამაშის სახეობები, განვითარდა სათამაშოებიც. შეიქმნა ე.წ. “მაგიდის თამაშები”, რომლებიც ხშირად ლოგიკურ აზროვნებასა და ინტელეტქს მოითხოვენ. თუმცა გვხვდება აზრს მოკლებული თამაშებიც, რა თქმა უნდა. ხოლო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კომპიუტერის განვითარებამ მოიტანა კომპიუტერული თამაშებიც. აი აქ კი, საზოგადოების აზრი ორად იყოფა: ნაწილი თვლის, რომ ის უსარგებლოა, დროს ფუჭად გვაკარვინებს, მავნე ზეგავლენას ახდენა და სხვ. მეორე ნაწილი თვლის, რომ მასზე უკეთესი ჯერ არაფერი გამოუგონიათ! ამ “ნაწილების” დასახელებებს თავადაც მიხვდებით – პირველი ნაწილი, ეს ძირითადად პედაგოგების და მშობლების უმრავლესობაა, მეორე კი, ბავშვების და ხშირად მოზრდილებისაც.

მე არ ვაპირებ რომელიმე მხარის პოზიციის დაცვა. უბრალოდ, მშობლებს ვეტყოდი, რომ დაშლა-აკრძალვით მაინც ვერაფერს მიაღწევთ. დღეს ხომ მათ თქვენზე უკეთ იციან კომპიუტერი! ამიტომ, ეცადეთ, “მოლაპარაკებები აწარმოოთ” დროსთან დაკავსირებით. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა აღნიშვნები აქვს თამაშებს დისკებზე – ყველა თამაში არაა დაშვებული 6-7 წლის ბავშვისათვის (თუ დაგანიტერესებთ, მოვიძიებ ამაზე ინფორმაციას და მოგაწვდით).

რა თქმა უნდა, ბევრი თამაშია ისეთი, რომელიც იზიდავს ადამიანს, მასზე მიჯაჭვულს ხდის და ზოგჯერ სერიოზულ პრობლემამდეც მივყავართ. ერთი სიტყვით, არსებობს მავნე თამაშების კატეგორია, თუმცა, კომპიუტერულ თამაშებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავუსვამთ ხაზს – არსებობს საკმაოდ ბევრი უწყინარი და ასე განსაჯეთ, სასარგებლო თამაშიც კი. უამრავი თამაშია, რომელიც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, დაკვირვებას, ანალიზს და მოქმედებას ამი შემდეგ. არსებობს ინტელექტუალური თამაშები. ძალიან ბევრი მოთამაშე (თავ-ფეხიანად გადავარდნილი კი არა, ზომიერი მოთამაშე 😀 ) – აღნიშნავს იმასაც, რომ ესა თუ ის თამაში, უცხო ენის ცოდნის დახვეწაშიც დაეხმარა. ძირითადად ინგლისურის, რა თქმა უნდა. ეს მოსაზრება ახლოა სიმართლესთან, ხშირად საკმაოდ ვრცელი ტექსტებია თამაშბში, რომელიც დავალებას გვიხსნის, თუ არ გავიგეთ, ვერ წავალთ წინ. ამ კვლევა-ძიებაში კი, ნელ-ნელა, ისევ თამაშ-თამასით, ბევრი უცხო სიტყვა და სწორი გრამატიკული გამოთქმები ილექება მეხსიერებაში.

ერთი სიტყვით, ვისაც უწყინარი გართობა და თამაშები გიზიდავთ, შემიძლია გირჩიოთ კარგი საიტი: DonaldGames.com აქ თქვენ ნახავთ უამრავ პატარა თამაშს, სხვადასხვა ჟანრში, ზოგიერთი მათგანი ქართულადაცაა ნათარგმნი, საიტის შემქმნელის მიერ. ეს არაა სარეკლამო პოსტი, ეს უბრალოდ მხარდაჭერაა ამ ნიჭიერი ადამიანის მიმართ, ვინც შექმნა ეს საიტი, რომლის აქტიური მომხმარებელუც ვარ ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ გუნება მაქვს დამძიმებული და გულის გადაყოლება მინდა…

ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის აქ სათავისო თამაშს. თანაც აქ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, შექმნათ საკუთარი პროფილი, დაუტოვოთ კომენტრი სხვას პროფილზე, დაიმატოთ მეგობრები, დააყენოთ სტატუსი და ა.შ.

მოკლედ, DonaldGames.com ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ეწვიეთ, ითამაშეთ, გაერთეთ 😉

Advertisements