ყველაფერი 2009/10 წლების ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე მონაკოში დაიწყო, რომელიც 2009 წლის 27 აგვისტოს გაიმართა, გრიმალდების სასახლეში შეკრებილი 32 საუკეთესო გუნდის წარმომადგენელი მოთმინებით შესცქეროდა
სცენას, სადაც მათი ბედი წყდებოდა. შედეგებით ზოგი კმაყოფილი ჩანდა, ზოგი კი უკმაყოფილო, მაგრამ ცერემონიის დასრულებისას, ყველაზე მეტი უკმაყოფილების მიზეზი აშკარად რისეთის პროვინციულ კლუბ “რუბინის” უნდა ჰქონოდათ, რადგან ისინი ორ ევროპულ გრანდთან მილანის “ინტერნაციონალესთან” და კატალონიის “ბარსელონასთან” F ჟგუფში მოხვდნენ, სადაც უკრაინის საუკეთესო გუნდი კიევის “დინამოც” განაწილდა.
პირველი მატჩი ამ ორ მეტოქეს შორის 2009 წლის 20 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართა, თათარისტანის რესპუბლიკის სიამაყეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ესპანეთსი არასოდეს ეასპარეზა, ასე, რომ მოთამაშეთა უმეტესობისათვის აღნიშნული გარემო და მითუმეტეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონის აურა უცნობი გახლდათ. ყველა დებიუტანტის დიდი ანგარიშით დამარცხებას ელოდა, თავად ფეხბურთელებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ასეთ საოცრებას.
მსაჯის სასტვენიდან 2 წუთიც არ იყო გასული და მოხდა საოცრება, ვინმე რიაზანცევმა “ბარსელონას” გოლი გაუტანა, პირველ ტაიმში კატალონიელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, იბრაჰიმოვიჩმა ანგარიშის გათანაბრება 48-ე წუთზე შეძლო, აი აქ კი ნამდვილად ყველამ იფიქრა “რუბინის” შეწყვეტილ ოცნებაზე, თუმცა 73-ე წუთზე კიდევ ერთი საოცრება და თურქი გოკდენიზ კარადენიზის გოლი, ეს ისტორიული მატჩი “რუბინმა” 2-1 მოიგო.
ამით “რუბინი” ისტორიაში შევიდა, თუმცა ყურბან ბერდიევის შეგირდები ამას არ დაჯერდნენ და საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” ნულოვანი ფრე გაუგორეს.
2010/11 წლების სეზონშიც ისტორია გამეორდა, ისევ ერთ ჯგუგში მოხვდნენ “ბარსელონა” და რუბინი, ყაზანელებმა კიდევ ერთი საოცრება ჩაიდინეს და “ბარსელონას” პირველი ტაიმი მოუგეს, მხოლოდ ვილიას პენალტმა იხსნა მსოფლიოს გრანდი წაგებისაგან, ორ დღეში კი დგება დრო აწ უკვე ტრადიციული მეტოქეთა ჯახისა. ალბათ ეს დაპირისპირება დაასრულებს ყურბან ბერდიევის დომინირებას “ბარსელონაზე.”
Barcelonisimo...
დეკ 06, 2010 @ 19:19:18
კლასიკოზე ღადაობდნენ ქართველი კომენტატორები, ალბათ ბერდიაევი და ჰერკულესის მწვრთნელი არიან ახლა ყველაზე ბედნიერები – სხედან და ფიქრობენ, აი ამ გუნდს მოვუგეთ ჩვენო 😀 კიო, განმეორებით შეხვედრამდე იქნებიან ბედნიერებიო 😀
garcelona
დეკ 08, 2010 @ 02:38:37
მართალი ვყოფილვარ ამ ფრაზას რომ ვწერდი: “ალბათ ეს დაპირისპირება დაასრულებს ყურბან ბერდიევის დომინირებას “ბარსელონაზე.” 😀
დინამო
დეკ 08, 2010 @ 19:32:29
როგორც იქნა მოუგეს ამ რუბინს.
garcelona
დეკ 08, 2010 @ 21:51:06
ამოვიდნენ ყელში, სანამ მეორე გუნდით არ მოვუგეთ არ მოსივენეს 😀
Barcelonisimo...
დეკ 11, 2010 @ 01:53:54
guardiolam sila gaawna rubons 😛 😀
ზანგურა_ბარსა
დეკ 11, 2010 @ 13:39:51
gvardi ra kacia daamcirai mena meore gundit mougo :D:D:D
garcelona
დეკ 12, 2010 @ 14:17:47
მე რო მეტი მეწერა და გამიტეხა ბილეთი? 😀
zzzzzzz
დეკ 15, 2010 @ 00:06:36
meore sastavma moigo aba pirveli ver ugebs da : D
Barcelonisimo...
დეკ 15, 2010 @ 01:43:16
ver gamogivida xumrba zura 🙂