4e1134fe88e0

დღეს ბარსამ თავის პრინციპულ მეტოქეს 5-0 სძლია. ამ გრძნობას მხოლოდ საქართველოს რაგბის ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებას შევადარებდი….

ამ შეედეგს ხომ არავინ ელოდა. “გენიოსი” ჟოზე მოურინიო და “ვარსკვლავბიჭუნა” კრისტანო რონალდო – რეალის ორი მთავარი კოზირი დღეს პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. ასეთი უსუსური “სამეფო კლუბი” 2-6-ზეც არ მახსოვს 😀

თამაშის წინა დღეებში მშვიდად ვიყავი, დღეს კი ვღელავდი მაინც… თუმცა, თამაშის პირველივე წუთებიდან, როგორც კი ბარსამ თავისი თამაში გაუსვა, მივხვდი, რომ რეალი ვერაფერს ვერ დაგვიპირისპირებდა განსაკუთრებულს. ასეც მოხდა – ინიესტას გენიალური პასი, ჩავის დარტყმა და 1-0… თამაშს “ივენთ ჰოლში” ვუყურებდით გულშემატკივრები და ემოციების წარმოდგენა ისევ თქვენთვის მომინდვია… ცოტათი ამ ფოტოთი მოახერხებთ ალბათ აღქმას 😉

156324_1350987314717_1832413571_663345_2999443_n

შემდეგ ვილას გენიალობა და პედროს მშვენიერი გოლი. ისევ ზანზარებდა “ივენთ ჰოლი”. 2-0 –ის შემდეგ ბარსამ პასებით აწვალა, აწამა რეალი ფაქტიურად. 6 წუთი ბურთს არ შეხებიან! კრისტიანო რონალდუს თავხედური საქციელი პეპ გუარდიოლასადმი კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ “ადამიანს”, მხოლოდ სუსტ გუნდებთან აქვს დიდი გული, მხოლოდ სუსტებთან შეუძლია გოლის გატანა. თუმცა არც მიკვირს, რონალდუს მიერ “თავის ასეთი გამოჩენა”, მას ხომ მეტი შანსი არ ქონდა თავის გამოვლენის და ეტყობა ეს კარგად იგრძნო :D  ხოლო ვიქტორ ვალდესმა კი მეორედ აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ გოლკიპერია, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ანგარიშგასაწევი ძალაა!

შესვენებაზე უბედნიერესები ვიყავით. მეტს ველოდით, მეტს და ის მეტიც ვიხილეთ მეორე ტაიმში – დავიდ ვილას დუბლი. თამაში კი შესვლაზე შესული ჯეფრენის გოლმა დააგვირგვინა 5-0! ბოლო, დამატებულ წუთებზე მადრიდელებს ჩხუბი რომ არ წამოეწყოთ, შესაძლოა 6-0 –იც დამთავრებულიყო თამაში.

მადრიდმა მორიგი, მწარე მარცხი და სირცხვილი იწვნია. ამ მარცხმა რეალის ფეხბურთელებს ისიც კი დაავწიყა, რომ ისინი ეროვნული ნაკრების თანაგუნდელებს ეჩხუბებოდნენ!

ამ მომენტებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინაა მართლლა ღირსეული კლუბი. ამ ემოციის გადმოცემა კი სიტყვით შეუძლებელია, ეს უნდა განიცადო! თუმცა, ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივარი გამიგებს ალბათ 🙂 დღეს ისე გაანადგურა ბარსამ რეალი, რომ ამ უკანასკნელს მომენტიც კი არ ქონია. 8-0-ით განადგურებულმა ალმერიამაც კი შექმნა რაღაც მომენტი, რეალმა ვერა დღეს, ნაქებმა, თავმომწონე რეალმა, “გენიოსი” მწვრთნელით!

აი ასეა მეგობრებო, დღეს უკეთესმა გაიმარჯვა. გუნდმა, რომელმაც ყველაფერში დაჯაბნა მეტოქე. ორიოდ სიტყვა მესიზეც რომ არ ვთქვა არ შემიძლია – გული დამწყდა, რომ ვერ გაუტანა დღეს რეალს, თუმცა ველოდი, რომ განსაკუთრებული მეურვეობი ქვეშ იქნებოდა. მაგრამ მესიმ, ისევე როგორც სხვებმა, უდიდესი სამუშაო შეასრულეს.პუიოლი, ნამდვილი ფაფარაშლილი ლომი იყო დღეს. ბუსკეტსი, ალჳესი… ყველას ჩამოთვლა შეიძლება პრინციპში ამ სიაში.

დღეს ბარსამ მიულოცა თავის გულშემატკივარს და გვაჩუქა ეს გამარჯვება, აჩუქეს საკუთარ თავსაც. წარმოიდგინეთ, რა ხდება ახლა ბარსელონაში…

გილოცავთ, ბარსელონას ყველა ქართველ გულსემატკივარს და მათაც, ვისაც გიყვართ ნამდვილი გულშემატკივარი და დღეს ბარსას ქომაგობდით.

Visca El Barca!!! ♥♥♥

p.s. “მადლობა” სილქნეტს, რომ ინტერნეტი გამითიშეს და ვერ ვდებ ამ წუთას ამ პოსტს. მაგრამ ხვალ ხომ მაინც დავდებ, მადრიდის ჯიბზრე 😀

ესეც ვიდეო, დავტკბეთ ყველა ერთად! 😉

უკვე დღეს: ჩაუსწორებლად ვდებ ამ პოსტს, რომ ის ემოცია არ დაიკარგოს, რა ემოციითაც დავწერე. ეს მეხუთე ზედიზედ და სხვა მრავალიიიიიი

Advertisements