საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მაგიური ფეხბურთის შესახებ ბევრი იწერება, ამიტომ მისი ზოგადი დახასიათებისგან თავს შევიკავებ. განსაკუთრებული მოვლენაა მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ურთიერთდაპირისპირება. ყოველ სეზონში აღნიშნულ დერბის განსაკუთრებულ ინტრიგას მატებს მადრიდული კუბის ხრიკები და ძირითადად მოედაანს გარეთ აქტიური საქმიანობები “ბარსელონას” დასამარცხებლად.

XX საუკუნის დასასრულიდან ეს ამოცანა “რეალისათვის” თითქმის გადაუწყვეტელია და ყოველ სეზონში ესპანელები ცდილობენ რამე დაუპირისპირონ “ბარსელონას” მაგიას.  აღნიშნული მცდლობები განსაკუთრებით გაძლიერდა 2008/09 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც “ბარსელონამ” “ბერნაბეუზე” ჩვეული საფეხბურთო სპექტაკლი დადგა და 6-2 გაიმარჯვა, მაშინდელი “ბარსელონა” და “რეალი” ძალზედ განსხვავდებოდა დღევანდელისაგან.

სეზონის დასრულებისთანავე “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკა წამოიწყო, დახარჯა 243 მილიონი ევრო, შეიძინა პორტუგალიელი კრისტიანუ რონბალდუ, ბრაზილიელი რიკარდო კაკა, ფრანგი ამომავალი ვარსკვლავი კარიმ ბენზემა, ესპანელი არბელოა და სხვ. რამაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, შემდეგ 2009/10 წლების სეზონში ბარსელონას რეალისათვის 6 გოლი აღარ გაუტანია, მართალია ორივე ელ კლსაიკო მოუგო მაგრამ მხოლოდ 1-0 და 2-0 სხვაობებით, აღსანიშნავია ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით მოპოვებული გამარჯვება, და მტკიცება იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონაში” ვერ გაამართლა მაინც გადამეტებულია, რადგან “რეალის” მიერ ბოლო 2 წელიწადში შეძენილი 15 ფეხბურთელიდან არცერთს ელ კლასიკოში გოლი არ გაუტანია.

“რეალის” ხელმძღვანელობამ პრობლემა მწვრთნელში აღმოაჩინა და პელეგრინი გუნდიდან გაუშვა, მოვიდა ჟოზე, ჟოზე რომელსაც “ბარსელონაზე” გამარჯვების გამოცდილება აქვს, თუმცა არა შემტევი ფეხბურთით, არამედ ე.წ. “ანტიფეხბურთით”, ცოტაოდენი მსაჯის წახმარებით და პროვოკაციებით. ვინაიდან და რადგანაც ანტიფეხბურთის (იგულისხმება დაცვაში 10 ფეხბურთელის თამაში) და მსაჯის დახმარების ფაქტორი “რეალის” შემთხვევეაში პრაქტიკულად გამორიცხულია ჟოზე მოურინიოს მხოლოდ პროვოკაციები დარჩა. პროვოკაციები მატჩის მოახლოვებასთან ერთად დაიწყო და მოურინიომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მოურიდებლად განუცხადა: “დღეს “ბარსელონას” ჟადოქრობას დავასრულებ”-ო. შემდეგ პრესკონფერენიცაზე უფრო შორს წავიდა და “ბარსელონას” მწვრთნელსაც გადასწვდა: “ვიმედოვნებ გვარდიოლას ვირუსისგან ამ მატჩის შემდეგ განვუიკურნებით”-ო. ამაზეა ნათქვამი “პური მეპურემ უნდა გამოცხოსო”, კაცს ფეხბურთი ცხოვრებაში არ უთამაშია და მისი ძირითადი იარაღი პროვოკაციაა და არა საფეხბურთო ტაქტიკა. მის გენიალობას რა თქმა უნდა არ ვაკნინებ, ის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მე ფეხბურთის ქომაგი ვარ პროვოკაციების გარეშე.

მატჩის დაწყებისთანავე მოედანზე გამოჩნდა, რომ “რეალს” პროვიკაციის გარდა არაფერი დარჩენოდა და რონალდუმ “პიონერობა” იკისრა, პირველმა წამოაგო პროვოკაციაზე “ბარსელონას” ფეხბურთელები და პეპ გვარდიოლას ისე ჰკრა ხელი თითქოს თავად იყოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წარმომადგენელი და აღზრდილი.

ამ დროსიათვის უკვე ანგარიში 2-0 იყო და ძალიან გამეხარდა “ბარსელონას” ფეხბურთელების გაბრაზება, რადგან მოტივაცია ფეხბურთში მთავარია. ჩემი მოლოდინი გამართლდა და “რეალის” ნამდვილი რბევა რონალდუს უმსგავსო საქციელის შემდეგ დაიწყო. მატჩი ისე ჩამთავრდა, რომ “რეალს” ერთი რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. პროვოკაციები 45-ე წუთზე  პორტუგალიელმა რიკარდუ კარვალიუმ განაგრძო და მესის იდაყვი სახეში უთავაზა, თუმცა ერთადერთი უცნაური გადაწყვეტილება მატჩის არბიტრმა ამ შემთხვევაში  მიიღო. ყვითელი ბარათი არგენტინელს აჩვენა.შემდეგ  იყო გოლი, გოლი, და ისევ გოლი “ბარსელონას” მხრიდან და ცემა ტყეპა “რეალის” მხრიდან. კიდევ კარგი კატალონიელებს ხელი არ შეუბრუნებიათ თორე ეს აღარ იქნებოდა უკვე ფეხბურთი, რაც ძალიან სურდა “რეალის” ფეხბურთელებს, განსაკუთრებით სერხიო რამოსს რომელმაც ჯერ კარლეს პუიოლს უთავაზა, შემდეგ ჩავის, განსაკუთრებით გასაკვირია რადგან ისინი ნაკრებში თანაგუნდელები და მეგობრები არიან, აი პორტუგალიელებისაგან კი არასოდეს მიკვირს მასეთი საქციელები.

Advertisements