33

დიახ, დღეს უამრავი გულშემატკივრისათვის საზეიმო დღეა – ჩვენი საყვარელი კლუბის – “ბარსელონას” დაარსებიდან 111 წელი გავიდა.

ვისთვის როგორ, მაგრამ ამ კლუბს არა მხოლოდ ლამაზი ფეხბურთი უჩუქებია ჩემთვის, არამედ შეცვალა კიდეც ჩემი ცხოვრება…

ბარსელონას აქტიური გულშემატკივრობა რივალდოს დრიოდან დავიწყე – მაშინ ბრაზილიის გულშემარტკივარი გახლდით და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩემთვის რივა გახლდათ. ბარსა მანამდეც მომწონდა, მაგრამ რივალდოს გამო ჩავჯექი და გავხდი “ბლაუგრანა” ანუ, ბარსას თავგადაკლული გულშემატკივარი. ასე მოვდივართ იმის მერე მე და ბარსა ერთად, ეს კლუბი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს ბარსა, მიუხედავად იმისა, თავად უყვართ თუ არა ფეხბურთი.

წლების განმავლობაში, მამასთან და ბარსას გულშემატკივარ ერთადერთ მეგობართან ვიხილავდი ბარსას თამაშებს, მეტი არავინ იყო ჩემს გარშემო, ბარსამანი 🙂 და აი, დაახლოებით ორი წლის წინ, მოწყენილობის ჟამს, Top.ge-ზე აღმოვაჩინე საიტი: barcamania.ge … და იმ ბედნიერი სარამოდან დაიწყო ზუსტად ცვლილებები – დავრეგისტრირდი საიტზე, შემდეგ აქედან გადავედი ამავე საიტის ფორუმზე: barcaforum.ge და სწორედ ამ ფორუმიდან და საიტიდან შევიძინე უამრავი, უსაყვარლესი მეგობარი, ადამიანები, რომლებთანაც ჯერ ბარსელონას სიყვარულმა დამაახლოვა და შემდეგ დავმეგობრდით. დღეს მე მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია და არც ვაპირებ 🙂 მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ, მუდამ მენატრებიან… ამიტომ ხშირადაც ვიკრიბებით და უამრავი ლამაზი დღე გვაქვს ერთად გატარებული. ხოლო, მნიშვნელოვანი თამაშების ერთად ყურება უკვე ბარსამანიას ტრადიციაა 🙂 როგორ მახსოვს, პირველი თამაში, რომელიც ბარსამანიას და ფორუმის ფან-კლუბთან ერთად ვნახე – 2009 წლის 2 მაის… იმ დღეს ბარსელონამს რეალს თავბედი აწყევლინა საკუთარ მოედანზე და 2-6 მოუგო! გოლებისაგან გამოწვეული ემოციების წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია, თუმცა აქვე ამ დღის ფოტოსაც შემოგთავაზებთ… ერთად ვიზეიმეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებაც, ისევ 2009 წლის 27 მაისს. ეს მართლაც ბრწყინვალზე სეზონი იყო – ამჟამინდელი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას პირველი სეზონი, ბარსელონას მწვრთნელის რანგში. საბოლოოს ეს წელი 6 თასით დავასრულეთ – მოივიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლო კლუბს!

timthumb7

აი ამიტომ, ჩემი საყვარელი კულბის დაბადების დღე ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის 😉 ), რომ არა ჰანს გამპერი, რომელმაც 111 წლის წინ, გადაწყვიტა დაეარსებინა კლუბი,  მე ამ ადამიანებს ვერ გავიცნობდი 🙂 ფეხბურთს მართლაც დიდი ძალა აქვს, ფეხბურთი მართლაც აერთიანებს ადამიანებს – ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენს სამეგობროში ერთი მანჩესტერის გულშემატკივარიც ირიცხება 😀 ვმეგობრობთ რეალის ფანებთანაც და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკამათობთ მათთან, მაინც კარგი მეგობრები ვართ. ესაა ფეხბურთის ამ უდიდესი სპორტის ძალა, მეგობრებო 🙂

ხოლო ამ უდიდესი სპორტის კლუბებს ან ნაკრებებს შორის, რა თქმა უნდა საუკეთესო ბარსელონაა – ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბარსელონამ მოიგო 2010 წლის მსოფლიო ჩემპინატი – ესპანეთის ნაკრების 11 ფეხბურთელი სწორედაც რომ ბარსას რიგებში ირიცხება; თუ არ ვცდები, ფეხბურთის ისტორიაში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა 😉

41

ზუსტად ბარსელონაა ერთადერთი, რომელსაც ძალიან დათრგუნული, ცუდ ხასიათზე მყოფი მოვუყვანივარ კარგ ხასიათზე, საოცარი თამაშით და გამერჯვებებით. ესაა კლუბი, რომელიც მახსენებს, რომ არასოდეს არაა ბრძოლა წაგებული, არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი და იბრძოლო ბოლომდე, როგოც ცხოვრებაში, ასევე მოედანზე!!!

ამის მაგალითად, თუნდაც ანდრეს ინიესტას მიერ გატანილი გოლი კმარა, ჩელსის კარში, 2009 წლის 6 მაისს, ნახევარ ფინალში 😉 ეს იყო ემოცია, რომლისთვისაც ღირდა სიცოცხლე!

დღეს ბარსელონას პინციპული მატჩი აქვს თავისი მუდმივი მეტოქის, რეალ მადრიდის წინააღმდეგ. დაპირისპირებას, რომელიც “ელ კლასიკოს” სახელითაა ცნობილი, პოლიტიკური სარჩული უდევს – კატალონია ესპანეთის მიერ დაპყრობილი კუთხე, მუდმივად იბრძვის თავისუფლებისათვის, ხოლო ბარსელონა, როგორც კატალონიელი ხალხის თავისუფლების სიმბოლო – მათი ერთ-ერთი ფალავანია მადრიდის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში გრძელდება ეს დაპირისპირება და ბოლო ორი წელი სარეკორდოა ბარსელონასთვის – მათ 4-ჯერ ზედიზედ შეძლეს ე.წ. “სამეფო კლუბის” დამარცხება.

ეს არის თამაში, რომლისკენაც მიმართულია არა მხოლოდ ამ ორი კლუბის გულსემატკივართა ყურადღება, არამედ ყველასი – ვისაც ფეხბურთი უყვარს, განურცევლად სიმპათიებისა, ამ თამაშს ყველა ადევნებს თვალყურს და შეიძლება ითქვას, რომ წლის უდიდესი მოვლენაა მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებაში.

დღეს, თბილსისი დრიოთ, ღამის 12 საათზე, გაიმართება მორიგი კლასიკო, ფეხბურთის ზეიმი, არნახული სპექატაკლი და ყველა გულსემატკივარს იმედი გვაქვს ჩვენი საყვარელი კლუბის მორიგი ტრიუმფის ხილვისა!!!

სიტყვა გამიგრძელდა, რადგან ძალიან აღელვებული და აფორიაქებული ვარ – ასეთი განცდით ახალ წელსაც არ ველი ხოლმე. რა თქმა უნდა, მარტო მე არ ვარ ასე და ამასაც თავისი ხიბლი აქვს ალბათ.

ამ პოსტს ბარსელონას ყველა, ჩემსავით თავგადაკლულ გულსემატკივარს ვუძღვნი და რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩემს სამეგობროს, რომელიც ზევით ვახსენე.

ბარსელონას დაბადების დღეს გილოცავთ მეგობრებო, გამარჯვება გვეზეიმოს დღეს. ეს ხომ ის კლუბია, რომელიც 111 წელი ინარჩუნებს გულშემატკივარს, სტილს და პრესტიჟს! ჩვენ საუკეთესო კლუბის გულშემატკივრები ვართ, საუკეთესოთა სორის! მიყვარხართ ყველა და მიყვარს ბარსა, Visca El Barca!!! ♥♥♥

ვიდეოები განწყობისათვის 🙂

ბარსას ჰიმნი:

 

ლეგენდარული, ქრესტომათიული 2-6:

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2009 წლის 27 მაისი.

Advertisements