დიდი ხანია, რაც პოსტი არ დამიწერია და მართალი ,რომ გითხრათ არც ვაპირებდი , მაგრამ ახლა ისეთი სანატრელი დრო დაგვიდგა  ფეხბურთის და ბარსა-რეალის თითოეულ გულშემატკივარს, რომ მინდა თუნდაც მცირე სტატიით მაინც შემოვიფარგლო და გამოვხატო ჩემი აზრი ამ უდიდესი დაპირისპირების შესახებ .

ეს  “ელ კლასიკო” ალბათ,ერთ–ერთი  ყველზეა გამორჩეული იქნება ელ კლასიკოების შორის , რაც კი აქამდე გამართულა.  რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს :  1)ამ ორი ესპანური გრანდის სათავეში დგას ალბათ  დღესდღეობით ორი საუკეთესო მწვრთნელი (ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა).

2) ამ ორ გუნდში თამაშობს მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი, (რონალდუ და მესი) და რაღა თქმაუნდა 11 მსოფლიო ჩემპიონი, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით , ალბათ წარმოუდგენელი უნდა იყოს ის, რომ ეს მატჩი ვიღაცისთვის ან უინტერესო იყოს ან არასანახაობრივი.   3)   კატალონიასა და ესპანეთს შორის დაპირისპირებები უძველესი დროიდან მოდის, რაზეც ლაპარაკი ნამდვილად შორს წაგვიყვანს.  ასე რომ, მხოლოდ აწმყოთი შემოვიფარგლები. დაპირისპირება ამჯერად პიკს აღწევს, რადგან მადრიდელები კატალონიელებს უკრძალევენ ელემენტარული,  ძველ (კულტურულ) წეს-ჩვეულებებს, რომლებისგანაც ნამვილად გამორჩეულია “კორიდა“. ეს  თემა მართლაც რომ ძალიან აქტუალურია; ამასთანავე, კატალონიაში ელ კლასიკოს წინა დღით გაიმართება არჩევნები, ამ არჩევნებში კი კენჭს იყრის ხოან ლაპორტა, რომელსაც უდიდესი მიზნები აქვს კატალონიასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი იდეები ესპანეთში ნამდვილად არ ეხატებათ გულზე.  ასე და ამგვარად, ესპანეთში ძალიან დაძაბული სიტუაციაა ამ  ორ ხალხს შორის   და ამ დაძაბულობაში იმართება ბრძოლა, რომელიც აგერ უკვე თითქმის საუკუნეა ესპანეთში უპირველესი საფეხბურთო დღესასწაულია ეს არის არა მარტო მატჩი, არამედ მეტი ვიდრე უბრლოდ მატჩი. სადაც ერთმანეთს 11 კაცი 11 კაცს “შეებრძოლება”.   კლასიკოს ისტორია  ამ მხრივ მართლაც რომ ძალიან დიდია  თან ბევრისთვის კარგად ნაცნობიც და მეტს არაფერს აღარ დავამატებ ახლა მე.

ამ მატჩით წყდება ბევრი რამ ესპანეთში,  მთელი ქვეყანა ორ ნაწილად იყოფა და იქ არავინ არავის არ “დაინდობს”.   მე კი ვთხოვ თითოეულ ქართველ გულშემატკვირას, რომ ამ დიდი საფეხბურთო დღესასწაულის მიმდანარეობაში ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს. პირველ პლანზე დავაყენოთ ქართველობა, მეორე პლანზე – გულშემატკივრობა. და ბოლოს, ამ პოსტს ვწერ იმიტომ, რომ ახლა ეს თემა ძალიან აქტუალურია. მე მოვუწოდებ ყველას  ჯერ ქართველობა და მერე გულშემატკივრობა, მეგობრებო!

Advertisements