ვან დერ სარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ამხელა გამოცდილებისა და კლასის მქონე მეკარე, ის 1970 წელს ჰოლანდიის ქალაქ ვორჰუთში დაიბადა და კარიერა საფეხბურთო კლუბ “ფორეჰუთში” დაიწყო, 1988 წელს მან ლუის ვან გაალის ყურადღება მიიქცია და “აიაქსში” გადავიდა. მაშინდელი აიაქსი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში.

“აიაქსი”

“აიაქსში” ვან დერ სარმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია საკუთარი კარიერის მანძილზე, მან კლუბთან ერთად 1991/92 წლების სეზონში მოიგო უეფას თასი, ხოლო 1994/95 წლებში ჩემპიონთა ლიგის ტიტული, 1995 წელს ის დაასახელეს ევროპის საუკეთესო მეკარედ. აიაქსი 1995/-6 წლების სეზონშიც ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა იქ პენალტების სერიაში დამარცხდა ტურინის “იუვენტუსთან”.  ვან დერ სარმა “აიაქსში” 11 წელი ითამაშა,  სულ 226 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა, მან 1997/98 წლების სეზონში “გრააფსხაპს” პენალტი გაუტანა.

“იუვენტუსი”

1999 წელს ვან დერ სარი “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა, მან იტალიაში 2 სეზონი გაატარა და სერია ა-ში 66 მატჩი ითამაშა, ის შევიდა ისტორიაში იმით, რომ გახდა პირველი უცხოელი გოლკიპერი ტურინული კუბის ისტორიაში. მან იტალია ჯანლუიჯი ბუფონის გამო დატოვა, რომელმაც მას ძირითადში ადგილი დააკარგვინა და ჰოლანდიელმა ნისლიან ალბიონს მიაშურა.

“ფულჰემი”

2001 წელს ვან დერ სარი “ფულჰემის” ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდა, “ფულჰემმა” ვან დერ სარში 7,1 მილიონი ევრო გადაიხადა, მან კლუბში 127 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგის ეგიდით და ლონდონურ კლუბში 4 სეზონი დაჰყო. მიხედავად, იმისა, რომ ის უკვე 35 წლის გახლდათ მაინც არ დასჯერდა საშუალო დონის კლუბში თამაშს და ალექს ფერგიუსონის წინადადებას დათანხმდა.

 

“მანჩესტერ იუნაიტედი”

2005 წლის 10 ივნისს ვან დერ სარმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი, მასში “წითელმა ეშმაკებმა” მხოლოდ 2 მილიონი გადაიხადეს და 2 წელიწადში ის უკვე შეადარეს “იუნაიტედის” ლეგენდარულ მეკარე პიტერ შმეიხელს, სე ალექს ფერგიუსონმა მას “მეორე პიტერ შმეიხელი” უწოდა.2007 წელს მან გადამწყვეტი პენალი აუღო “მანჩესტერ სიტის” მანჩესტერულ დერბში. ამავე წელს მან ინგლისის  FA თასის ფინალში, ჩელსის წინააღმდეგ პენალთების სერიაში სამი პენალი მოიგერია და კლუბს აღნიშნული ტიტული მოაგებინა. 2007/08 წლების სეზონში მან მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება. 2009 წლის 29 იანვარს მან პრემიერლიგის რეკორდი მოხსნა და 11 მატჩში გოლი არ გაუშვა, აღნიშული რეკორდი მანამდე “ჩელსის” გოლკიპერ პიტერ ჩეხს ეკუთვნოდა (10 მატჩი.).2008/09 წლების სეზონში მანჩესტერიუნაიტედი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და კატალონიურ “ბარსელონასთან” 0-2 დამარცხდა, მიუხედავად ამისა ვან დერ სარი უტიტულოდ არ დარჩენილა და მეორედ საკუთარი კარიერის მანძილზე ევროპის საუკეთესო მეკარე გახდა.

სანაკრებო კარიერა

ვან დერ სარი ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია, მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების  მაისურით, მან აღნიშნული რეკორდი რუსეთთან წაგებულ მატჩში დაამყარა. მას ნაკრებში 130 თამაში აქვს ჩატარებული.

პირადი ცხოვრება

ვან დერ საარს ჰყავს მეუღლე ანამარია ვან კესტერენი და ქალვაჟი – ლინი და ჯო, წყვილმა ჯვარი 2006 წლის 20 მაისს ამსტერდამში, ბურების სასახლეში დაიწერა.

Advertisements