ქართული ენის ცოდნა ყველას მოეთხოვება, განსაკუთრებით ხალხს, რომელსაც უსმენს მთელი საქართელო, მაგრამ ძალიან ხშირად თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ ისეთი ელემენტარული წესების დაცვა, როგორიცაა გეოგრაფიული ტოპონიმიკის სწორად დამახსოვრება და გამოთქმა, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული საზოგადოების განათლების დონის დადაბლებაზე.

ძალიან რთულია უსმინო ქართულ საინფორმაციო გადაცემებს და სუფთა ქართული ენით ნათქვამი ქვეყნის სახელები ან თუნდაც ქალაქების სახელები გაარჩიო. ბევრი ჟურნალისტი “ამტკიცებს”, რომ ჩვენ მეზობელ სომხეთს “სასომხეთი” ქვია ხოლო ჩვენ 25 საუკუნოვან მეგობარ ისრაელს “იზრაელი”. ბევრისათვის შეიძლება არანაირი მნიშვნელობა აქვს რას გაიგონებს ტელევიზიაში “კიტაიას” თუ ჩინეთს, “სასომხეთს” თუ სომხეთს, მაგრამ პირადად ჩემთვის, პროფესიით გეოგრაფისათვის ეს მარაზმია და აუცილებლად უნდა მიიღონ ჟურნალისტებმა განათლება აღნიშნულ საკითხში. დღეს “იმედის” საინფორმაციო გადაცემიდან გავიგე, რომ მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვს “კიშინაუ” რქმევია და ძალიან ბევრი ვიცინე, თუმცა სასაცილო აქ არაფერია, დაბალი დონის საინფორმაციო მედია ადამიანთა გონებას აჩლუნგებს. სასაცილო მხოლოდ ისაა, რომ ინგლისურად ვიკიპედიაში წაკითხულ სახელებს პირდაპირ კითხულობენ და აცნობენ ტელემაყურებელს, ვიმედოვნებ ახლო მომავალში საქართველოს “ჯორჯიათი” არ მოიხსენიებენ, თუმცა ასეც, რომ მოხდეს პასუხს მათ ვინ მოთხოვს?!
ახლა კი ყველაზე მტკივნეულ თემას შევეხოთ, ეს არის ტელეგადაცემები, დაბალი დონის და დაბალი ხარისხის საპნის ოპერები და ქართველი ერის პირდაპირი შეურაცხყოფა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სერიალების ჩვენება აპრობირებული მეთოდია, თუმცა მათი ხარისხი და დონე დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების დონეზე, დავიჯერო ასეთი დაბალი განვითარების დონეზე დგას ქართული საზოგადოება, რომ აღნიშნული მარაზმის მოთხოვნილებაა სატელევიზიო ბაზარზე? ან მოთხოვნილება აინტერესებთ ქართულ ტელევიზიებში?!
ვთქვათ აღნიშნულ დაბალი ხარისხის საპნის ოპერებს “თავი დააღწიე” და დაელოდე 3-4 სერიალი როდის დასრულდება და შემდეგ იწყება რა? “მაფიის ღამე” ან “სამეფო უბნის პოკერი”.რა ევროპა, რა ევრკავშირი გვინდა, როგორც ერთმა ევროკავშირის წარმომადგენელმა განმიცხადა, რა უფლებით ვითხოვთ ევროკავშირში გაწევრიანებას, როცა ასეთი დაბალი დონის მედია გვაქვს ქართველი ხალხის უმრავლესობა კი თავის ქუჩას ისე ანაგვიანებს თითქოს სანაგვე იყოს და არა საკუთარი სახლი ქალაქი და ქუჩა.

შენ კიდე ქართველო, სანამ ქართულ ტელევიზიებს ჩაუჯდები, უყურებ “ნანუკას შოუს”, როსტოს და მანქანიდან ნაგავს გადაყრი, ნუ გექნება ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლის იმედი.

Advertisements